თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 5:44
...პირუტყვნი, მივეთრევით, არც საშინელ იმ ჟამზე ვფიქრობთ, არც ღვთისგან მოცემულ რჯულზე; პირიქით, მხოლოდ ადამიანთა აზრებს ვეგუებით და მათ ქებას ვეძებთ და არ გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს სახარება: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" ()? როგორც ადამიანურ დიდებას მისდევნი, ისე ზეციურ დიდებას სრულად კარგავ; პირიქით, ვინც ზეციურ დიდებას ეძებს, ის მიწიერსაც არ ჰკარგავს. და თავად უფალმაც, უფრო ადრე, თქვა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა..., და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (), ესე იგი, ვინც სასუფეველს ეძებს, ყველაფერი დანარჩენი თავისით მოსდევს. მართლაც, ვინც გონებით იქ აფრინდა, ის ამქვეყნიურ კეთილდღეობას ზიზღით უყურებს, თითქოს არც არსებობს. რწმენის თვალები, როცა გამოუთქმელ სიკეთეებს ხედავენ, ხილულ სიკეთეებს აღარც კი ამჩნევენ: ასეთია განსხვავება ამ ერთსა და მეორე სიკეთეს შორის! მაგრამ მე ვერ ვხედავ, ვინ უხილავ სიკეთეებს ხილულზე მაღლა აყენებდეს. ამიტომ ვწუხვარ და გულში განუწყვეტლივ გული მტკივა, რომ არც თვით გამოცდილებამ გვასწავლა, არც ღვთის აღთქმებმა, არც დიდმა ნიჭებმა განგვაწყო სიყვარულით სასუფევლისკენ მოქცევი...
...ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა. რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს (5,9-10).
თარგმანი: ამას მაცხოვარიცა ამხილებს ჰურიათა, ვითარმედ: "წამებასა ურთიერთას მიიღებთ და წამებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" (). და კუალად: "მე ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ" (). ამისთჳს მართლმორწმუნეთა საუფლოჲსა მის ჴმისათა მარადის მათ შორის მკჳდრად მოუგიეს წამებული იგი მამისაგან თანა მამით და სულითურთ. ხოლო მტყუვრად გამომაჩინებელი ჴმისა მის საუფლოჲსაჲ ორგან განიკუეთების და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დაიდებვის.
მოციქულისაჲ: და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან, და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს (5,11-12).
თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგ...
...გარნა მრავალთა ჰრწმენა მთავართაგანთა მისა მიმართ, და არა აღიარებდეს. და კუალად სიმრავლე იგი ერისაჲ შეურაცხ იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდა, და მათ შიშისაგან ვერ შეეძლო კადნიერებით თქუმაჲ, ხოლო მთავართა - დიდებისმოყუარებისაგან. და ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“ ; და იგინი, რომელნი ეძიებდეს უსამართლოებით მოკლვად, იტყოდეს, ვითარმედ: ღმრთისანი ვართ, ხოლო მკურნალსა მას ბრმათასა ეტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს, რომელ შაბათსა არა იმარხავსო“. ხოლო ამის სიტყჳსა მიმართ თქუეს მათ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა ქმნად“, რამეთუ იგინი ბოროტისმოქმედებით სასწაულსა მას დაიდუმებდეს და გარდასლვად შჯულისა შერაცხილსა მას საქმესა შორის შემოიღებდეს, რამეთუ არა იტყოდეს, თუ: შაბათსა შინა ჰკურნებს, არამედ: „შაბათსა არა იმარხავსო“. და კუალად ესენი უძლურებით იტყოდეს, რამეთუ თანაედვა, რაჲთამცა უჩუენეს, ვი-თარმედ არა დაიჴსნების შაბათი, გარნა იგინი ოდენ სასწაულთათჳს იტყჳან, რამეთუ ჯერეთ კაცად ჰგონებდეს მას. თუ არა, თუმცა ესე არა იყო, ძალ-ედვა სხჳთა სახითაცა მიგებად, ვითარმედ უფალი იყო შაბათისაჲ და მან ქმნა იგი, გარნა არარაჲ აქუნდა...
...ეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე“; და: „მე გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს“; და: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ ;
ხოლო სიტყუათა ამათ მიერ სხუასაცა მოასწავებს, ვითარმედ ამის მიერ იქმნებოდა სიძულილი მათი მისა მიმართ, რომელ ესრეთ კადნიერებით ამხილებდა, და არა მისგან, რომელ შაბათსა დაჰჴსნიდა. ხოლო რაჲსათჳს მათ წარავლინებს დღესასწაულად და ეტყჳს, ვითარმედ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ აწ“ (7,8)? ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებიან მას იგინი, არამედ ვინაჲთგან მათ არა ჰნებავს მის თანა ყოფაჲ, მიუშუებს ყოფად საქმეთა მათ ჰურიათაჲსა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: არა აღმოვალო? არა თქუა, თუ: არა აღმოვალ, არამედ: „აწო არა აღმოვალ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“ (7,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იგი მომავალსა მასღა პასექსა ჯუარს-ეცუმოდა, ვითარ უკუე არა აღვიდა იგიცა? რამეთუ უკუეთუ რომელ ჟამი არღა მოწევნულ იყო, ამისთჳს არა...
...ოდა, ერთად, სასწაულთა მათ, რომელნი ქმნნა წინაშე მათსა, და მეორედ, წამებასა მას წერილთასა, რამეთუ იგინი არიანო, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და ვითარმედ: „მოვედ სახელითა მამისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე“. „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ყოველსავე იქმს ცხოვნებად მათა, რამეთუ ამისთჳს შესძინა ესე სიტყუაჲ, რაჲთა არა შეირაცხოს ამაოჲსა მეტყუელად. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“, და ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“? (შდრ. იოან. 6, 39,40,44,54) რამეთუ რაჲსათჳს ზოგადსა მას ყოველთა აღდგომასა, რომელსა უშჯულონიცა მიიღებენ, ვითარცა დიდსა რასმე ნიჭსა, აჴსენებს მიცემად მორწმუნეთა მისთა? ამისთჳს, რამეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“, და მერმეღა თქუა, ვი-თარმედ: „აღვადგინო იგი“, რამეთუ აღდგომასა მას რომელნიმე განვარდებ...
...ღმერთსა ენება, რაჲთა უხილავნი მისნი დაბადებულთა მიერ ამის სოფლისათა გულისხმავყვნეთ, ხოლო მათ არა ინებეს ამას სწავლასა შედგომაჲ, არამედ სხუაჲ გზაჲ მოიპოვეს, ამისთჳსცა ჭეშმარიტისაცა მისგანცა გზისა დაეცნეს. და ჰურიათა არა ჰრწმენა, რამეთუ დიდებასა კაცთაგან მიიღებდეს და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებდეს.
სწავლაჲ ლჱ ცუდადმზუაობრობისათჳს
არამედ ჩუენ, საყუარელნო, ვივლტოდით ამის სენისაგან ყოვლითავე მოსწრაფებითა, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი გუქონდინ, ყოვლისავე შემძლებელ არს დაჴსნად ვნებაჲ იგი ცუდადმზუაობრობისაჲ. რამეთუ უკუეთუ ქებაჲ გჳყუარს, რაჲთა ღმრთისაგან ვეძიებდეთ ქებასა და არა კაცთაგან; თუ არა, სხუათაჲ, ვითარიცა იყოს, გამოჩნდის რაჲ, მეყსეულად უჩინო იქმნის და წარწყმდის; დაღაცათუ მცირედ ჟამ დაადგრეს, სარგებელი არცა ერთი რაჲ მოგუეცემის ჩუენ მისგან. რამეთუ რაჲ საკჳრველ არს კაცთამიერი დიდებაჲ, რომელი მრავალთა მეძავთა და მტაცებელთა და ბოროტისმოქმედთა აქუს? ხოლო რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდის, არა მათ თანა იდიდების, არამედ წმიდათა თანა წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა და რომელთა აჩუენეს ანგელოზებრივი ცხორებაჲ. უკუეთუ ერისა მიერ ქებაჲ და დიდებაჲ გიყუარს, ყვენ მაქებელ შენდა ანგელოზნი და იქმენ საშინელ ეშმაკთა; და კაცთამიერი ნ...
...უ ქრთამისა აღებაჲ დააბრმობს კაცსა, ცუდადმზუაობრობამანცა არამცა დააბრმოა, რომელი-იგი უძჳრჱს არს მისა ფრიად? ამისთჳს ჰურიათაცა ეტყოდა უფალი, ვითარმედ: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სოფელმან იგი ვერ იცნა“ (1,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „სოფლად“ ამას ადგილსა ერსა მას უსწავლელსა და უგუნურსა იტყჳს, განხრწნილსა მას და ქუეყანისა საქმეთა შექცეულსა. ხოლო მეგობართა მათ ღმრთისათა და საკჳრველთა კაცთა ყოველთა იცნეს იგი უწინარეს ჴორცთშესხმისაცა მისისა. და მამათმთავრისათჳს თავადი ქრისტე იტყჳს: „აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ჩემი, და იხილა და განიხარა“. და დავითისთჳს კუალად ჰურიათა ამხილებდა და იტყოდა, ვითარმედ: „დავით სულითა უფლად სახელ-სდებს მას და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“. ; ; და კუალად მრავალსა ადგილსა მოსეს აჴსენებს მათა მიმართ, და კუალად სხუათ...
...იოან. 12,42) და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, და მანმცა პოვა დიდებაჲ ღმრთისამიერი. ამისთჳსცა უფალმან თქუა: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ რამეთუ მთრვალობაჲ არს ბოროტი ესე ვნებაჲ და სულსა მის მიერ ძლეულსა მიწასა და თიჴასა შეჰმშჭუალავს და არა უტევებს ახილვად თუალთა ნათლისა მის მიმართ ჭეშმარიტისა, არამედ მარადის მწჳრესა შინა დაფლულ-ჰყოფს და მონა ყოველთა, რამეთუ კაცთათჳს შეიმოსს სამოსელთა შუენიერთა და ბრწყინვალეთა, საჩუენებელად კაცთა და სხჳსა არარაჲსათჳს.
აწ უკუე არს-მეა ამის ვნებისა უძჳრჱსი რაჲმე? რამეთუ რაჲთა სხუანი ოდენ აქებდენ, ამისთჳს ესოდენთა ბოროტთა თავს-იდებს. გნებავსა, რაჲთა სცნა მისი მძლავრებაჲ? კმა არიან ქრისტეს მიერ თქუმულნი სიტყუანი. გარნა ჰკითხე, უკუეთუ გნებავს, მოქალაქეთაგანსა ვისმე, რომელნი-იგი მრავალთა წარსაგებელთა იქმან სამკაულთა ზედა, ვი-თარმედ რაჲსათჳს წარაგებენ ესეოდენსა მას ოქროსა? და სხუაჲ ვერარაჲ გრქუან, გარნა ვითარმედ: სათნოებისათჳს ერისა.
და კუალად უკუეთუ ჰკითხო: და ვითარი არს ერი იგი, მაქებელი მაგის საქმისაჲ? ვერარაჲ სხუაჲ გრქუან, უკუეთუ...