1.რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.2.ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.3.ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.4.ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.5.ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.6.ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.7.არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.8.ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.9.და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.10.და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.11.და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,12.რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.
13.ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.14.ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?15.და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.
16.და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი.17.და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲ-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?18.და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.19.და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ.20.ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?21.ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის.
22.და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ სჭამოთ, და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ,23.რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა.24.განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?25.ვინ-მე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?26.უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?27.განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.28.უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროჲს თქუენ, მცირედ-მორწმუნენო?29.და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით,30.რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.31.გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.32.ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.33.განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.34.სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.35.იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.
36.და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუყონ მას.37.ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.38.დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.39.ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.40.და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.41.ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ?42.და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა?43.ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.44.ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.45.უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად.46.მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.47.ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.48.ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.49.ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!50.ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!51.ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.52.რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.53.განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.54.ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, და არნ ეგრეთ.55.და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე იყოს, და არნ ეგრეთ.56.ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?57.ანუ რაჲსა თავით თჳსით არა სჯით სამართალსა?58.რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ.59.გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.
1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი...
უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენიშენგან; ეგე, რომელი მოიმზადე ვისა იყოს? (ლოუკ, იბ. კ)
ერთსა მდიდარსა კაცსა, როგორც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარებისა იგავი, მოუვიდა ურიცხვი მოსავალი იმ ზომად, რომ ადგილიც არა ჰქონდა, სად შეენახა იგი. მაშინ მან იფიქრა თავის გულში: რა ვქნა, რომ ამოდენი სიმდიდრე მომემატა! და მერმე ესრედ გადაწყვიტა: აღვაშენებ უდიდესთა საუნჯისთა შესანახავთა, შევკრებ მუნ ყოველსა ჩემსა ნაყოფსა და სიმდიდრესა და ვეტყვი სულსა ჩემსა: სულო გაქვს მრავალი კეთილი,...
სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა;განისვენე, სჭამე და ჰსვი, და იხარებდე. (ლუკა 12, 19).
დღეს წაკითხულისა სახარებისაგან იგავითა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაფრთხილებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, უგუნურისა თავმოყვარეობისა, ანუ თავხედობისაგან. მდიდარი იგი კაცი აღწერილი ამ იგავში, არის სახე, ანუ მაგალითი უჭკუო თავის შეყვარებისა. როდესაც მას მოუვიდა მრავალი მოსავალი, და ესრედ, უწინდელსა სიმდიდრესა ზედა მიემატა ახალი სიმდიდრე, ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:
...რმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“, ; (25,30) და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. ; და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“, ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“. აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.
ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწმუნოებასა მათსა და აჩუენებს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, იგი ნებასა მამისასა გარდავალს. გარნა ესრეთ განცხადებულად არა თქუა ესე, არამედ იგავითრე, და დაფარულად ყოველთაგან იქმს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ რომელნი ურწმუნო მისა არიან, იგინი არა მას ოდენ, არამედ მამ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).:
...ული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. ; და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):
...ფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, აქედან წაყვანილი, აქ დატოვებ ყველაფერს, არა თუ რაიმე სარგებლის მიღებით, არამედ ცოდვების ტვირთით დამძიმებული, უკვე ამაო სინანულით. საუნჯე, რომელიც შენ ხარბად აგროვებდი, შესაძლოა შენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო შენ თავად მათ გამო სასჯელსა და დასჯას დაექვემდებარები. რა უგუნურებაა — სხვებისთვის შრომა, ხოლო თავად საკუთარი შრომისთვის სატანჯველის მიღება!
2. ისაკისთვის მეუღლის ძიება (24:1–4)
მაგრამ თუ აქამდე ასეთ უზრუნველობაში ვიყავით, მაშინ ამიერიდან მაინც ვიზრუნოთ ჯეროვნად. ვეცადოთ არა მხოლოდ ქონების გადიდებას, არამედ სამართლიანობაზეც ვიფიქროთ. ჩვენი საქმეები აწმყო ცხოვრებით არ შემოიფარგლება და მუდამ ამ უცხო ქვეყანაში არ ვიქნებით; ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს სამშობლოში გადავსახლდებით. მაშ, ყველაფერი ისე ვქმნათ, რომ იქ ნაკლულობა არ განვიცადოთ...