1.ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას2.ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;3.რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.4.რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,5.ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.6.ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.7.ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.8.ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.9.სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.10.ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.11.ამას ამცნებდე და ასწავლიდე.12.ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;13.ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.14.ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით.15.ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.16.გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ნებაჲ, და თავს-იდვა შრომაჲ, და ექმნა შრომაჲ იგი დასასჯელ. რამეთუ კეთილ არს ქალწულებაჲ, გარნა ქორწინებისა ძაგებაჲ და ბოროტად შერაცხვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი კუალად წესითა მარხვისაჲთა განეყენნეს ჭამადთა; მერმე იწყეს ძაგებად ჭამადთა, რომელნი დაჰბადნა ღმერთმან საზრდელად კაცთა, და შესცთეს გონებითა თჳსითა, ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.
ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-...
თარგმანი: არათუ მრავალ ეპისკოპოს იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.
გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).
თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქ...