1.მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.2.ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.3.დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.4.უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
5.ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.6.იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.7.ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.8.მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?9.ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?10.არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?11.ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?12.მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13.ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?14.მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.15.კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?16.სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.17.ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.18.და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.19.მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.20.მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.
21.მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.22.მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!23.ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
24.მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.25.რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.26.რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?27.რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს.28.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).
და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს:...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).
რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).
მაშინ, ოდეს-იგი ჰრქუა მას პეტრე: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე“, და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმა-ყო შერისხვითა მით ხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მის ვნებისაგან ყოფად იყო; თქუა ესრეთ, ვითარმედ: შენ მეტყჳ მე, ჵ პეტრე:...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (16,28).
ვინაჲთგან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნადთა მათთჳს მათ ზედა განსაცდელთა და სიკუდილისა, და აუწყა მათ თჳსიცა ვნებაჲ და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხუევად მათდა, და იყო ყოვლისავე მის საჭიროჲსა მოწევნაჲ ამასვე ცხორებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოჲსანი და ცხორებაჲ სულთაჲ და მოსლვაჲ მისი დიდებითა მამისაჲთა...
1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. - თუმცა ფარისევლებსა და სადუკევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული დოგმატები ჰქონდათ, ქრისტეს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი სასწაულს ზეციდან ითხოვენ, მაგალითად, მზის ან მთვარის გაჩერებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სასწაულები დემონური ძალითა და ბელზებულით ხდება. უგუნურებმა არ იცოდნენ, რომ მოსემაც ეგვიპტეში მრავალი სასწაული...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს:
„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნიან მას“ (),
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა - სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი.
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ
ღმერთი ნათელ არს. ()
ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).:
...რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ, რაჲთა არა უცნებად შეირაცხოს, ხოლო თევზთათჳს მაშინ არარაჲ იქმნა დაშთომაჲ, არამედ შემდგომად აღდგომისა თჳნიერ წინამდებარისა ნივთისა იხილვა თევზი, რაჲთა სცნა, ვითარმედ აწცა არა თუ ნაკლულევანებისათჳს იჴმარა ნივთი იგი, არამედ რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი“ (6,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ნაყროვანებისა გარდამატებულებაჲ! ბევრეულნი ამისა უსაკჳრველჱსნი ქმნნა, და არასადა მოიგონნეს ესენი, და აწ, ოდეს მუცელი აღმოივსეს, მაშინ წინაჲსწარმეტყუელად აღიარეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? (ფსალმ. 109,1) უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).:
...ომ შჯულისა არს და ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა. ამისთჳს პირველითგან ესე სიტყუაჲ დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკითხა სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს, თანასწორი მამისაჲ.
პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: „რასა იტყჳან კაცნი ჩემთჳს?“ ანუ „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რამეთუ კეთილ და შუენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა. ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.
ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად, შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი-იგი უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შეს-ძინა: „ვიდრემდის დავსხნე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).:
...ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემთჳს?“ ; ; მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ხოლო აქა ვინაჲთგან თქუა, თუ: „ჩუენ გურწმენა“, ამისთჳს სამართლად არა უტევა იუდას კრებულსა შინა მათსა. ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა პირველითგანვე თქუმითა მით უკეთურებაჲ იგი მიმცემელისა მისისაჲ მოაქცია, რამეთუ მან იცოდა, ვითარმედ არარაჲ ერგების მას სიტყუათა მათგან, გარნა იგი თჳსსა იქმოდა, რაჲთამცა ყოვლით კერძო არარაჲ დაუტევა, რომელიმცა ჯერ-იყო მის მიერ ქმნად. და იხილე სიბრძნჱ იგი! არცა სრულიად გამოაცხადა იგი, არცა დაფარა. ერთი იგი ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესსა კადნიერებასა და ურცხჳნოებასა მოვიდეს, ხოლო მეორჱ ესე ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდეს მიმცემელი, თუ დაფარულ არს და უცნაურ არს მისგან მისი იგი განზრახვაჲ. ამისთჳსცა ქუემორე უმეტესთა მოაწევს მის ზედა მხილებათა, რამეთუ პირველად სხუათა...