მაშინ, ოდეს-იგი თანაედვა ლმობიერებად მოსლვაჲ და განკჳრვებად დიდისა მისთჳს კაცთმოყუარებისა მისისა, ოდეს-იგი უჴმდა შეშინებაჲ მერმისა მისთჳს სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაჲ, მაშინ უმეტესადღა გარდაჰმატეს სიბოროტე მათი. და ვინაჲთგან აღჳრ-სხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო, და კუალად განცხადებულად ჴელთა დასხმად ვერ...
კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკეველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ რაჲთა განსაცდელი დაურწყონ. ამისთჳს...
1-7. და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე...
იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.
ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.
მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას...
ვცან რა ნება ღვთისა და განჩინება უმაღლესისა მთავრობისა, რათა ვიყო მე მწყემსად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა, ვიწყე გულის-ზრახვად დიდთა მათ და მძიმეთა ვალთათვის, რომელთა ამიერითგან თანამდებ ვარ ტვირთვად წინაშე წმიდისა ამის ეკკლესიისა. მაშინ მოვიხსენე სიტყვანი პავლე მოციქულისანი: კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. ხოლო რა ტვირთი არს ეპისკოპოსობა, ამასაც ახსნის იგივე მოციქული: ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე სწავლულ (ა. ტიმ გ, ბ.);...
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არს დიდი და პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (ლუკ. კბ. ლზ. ლჱ. ლთ)
დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა სახარება წინა-დაგვიგებს ჩვენ საგნად ჩვენის უბნობისა ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა; დავემორჩილნეთ სიტყვასა სახარებისასა და შევიტყოთ ჰაზრი მისი.
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ... რაისთვის გვიბრძანებს ესრედ, ძმანო, სახარება? ნუთუ შესაძლებელი არის კაცმა რაიმე...
თარგმანი: სამოსელ კაცისა არს ქცევაჲ საქმითი და მოქალაქობისა მისისა ცხორებაჲ, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს "რომელსა არა აქუნდა საქორწინე სამოსელი" (), ესე იგი არს ღირსებაჲ საქმეთაჲ, ცხორებად საუკუნოდ შემყვანებელთაჲ. ამისთჳს აწ მოციქული შეგინებულად სამოსელად უწოდს საქმეთა ბილწებისათა, რომელნი ჴორცთა მიერ ჩუენთა აღესრულებიან, — სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და შეგინებაჲ, რომელსა ჰყოფდეს სიმონიანნი, რომლისაგან გუამცნებს მოციქული სიძულილითა სრულითა განყენებად, რამეთუ ვითარცა სათნოებათა მიერ მოქსოილი იგი სამოსელი სულნელ და შუენიერ არს, ეგრეთვე ცოდვათა მიერ შემწინკულებული — სულმყრალ და უშუერ არს და ღირს ყოვლისა სიძულილისა.
თარგმანი: ვინაჲთგან ყოველი შეუძლებელი კაცთაგან ღმრთისა მიერ შესაძლებელ არს, ა...
...ნ უჯეროჲ საქმჱ ქმნა, ისმინე, ვითარითა საწყალობელითა საშჯელითა დაისაჯა, ღირსითა მრავალთა ცრემლთაჲთა. რამეთუ მი-რაჲ-ვიდა ბრწყინვალესა მას ტაბლასა დაჯდომად, არა თუ ოდენ დაყენებულ იქმნა მისგან, არამედ შეკრულიცა ჴელით და ფერჴით ბნელსა მას გარესკნელსა განვარდა საუკუნესა მას ტირილსა და ღრჭენასა კბილთასა.
ნუმცა უკუე ვჰგონებთ ჩუენ, საყუარელნო, თუ კმა გუეყოს სარწმუნოებაჲ ოდენ ცხორებად ჩუენდა, უკუეთუ არა ვქმნნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა. ჩუენ ზედაცა მოიწიოს, რაჲ-იგი უბადრუკსა მას ზედა მოიწია, რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ მან ღმერთმან და მეუფემან არა უღირსიჩინოს უნდოთა და საწყალობელთა კაცთა ტაბლასა თჳსსა წოდებაჲ, და ჩუენ ესრეთ უგულისხმო ვიქმნნეთ, რამეთუ ესეოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთ და მოვიქცეთ უმჯობჱსისა მიმართ, არამედ შემდგომად წოდებისაცა ესევითარსა უკეთურებასა ზედა ვეგნეთ. არა თუ ამისთჳს გჳწოდა ჩუენ საშინელისა მის საიდუმლოჲსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რაჲთა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდით, არამედ რაჲთა აღვიძარცოთ უკეთურებაჲ და შევიმოსოთ, რაჲ-იგი უჴმს შემო...
...: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც ძრწოლით არის სავსე: „აღიღეთ იგი“2 და „განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც დიდი შიშით არის სავსე: „ბოროტო მონაო და მედგარო!“ (). რადგან მეტად შემაძრწუნებელია ის სამსჯავრო და საშინელი; თუმცა ღმერთი მშვიდია, თუმცა ტკბილია. რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (...