1.მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:2.მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;3.მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.4.რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.5.და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.6.უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.7.და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!8.თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.9.ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.10.და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.11.ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.12.რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.13.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.14.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.15.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.16.ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.17.შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?18.და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხეველს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.19.შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?20.რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.21.და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.22.და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.23.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.24.ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.25.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.26.თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.27.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.28.ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.29.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;30.და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.31.ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.32.და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.33.გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?34.ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;35.რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.36.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.
37.იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.38.და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.39.რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქუენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმე-თა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (23,1-3).
ოდეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა პირნი დაუყვნა და სირცხჳლეულნი წარგზავნნა და წინაჲსწარმეტყუელი ქადაგად უფლებისა მისისა მოიყვანა, მაშინ კუალად ერსა მას ასწავებდა აღსრულებად სწავლათა მათ შჯულისათა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ წინააღმდგომ იყო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთჳს მიიღოთ უდიდესი სასშჯელი“ (23,13).
ნაყროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოჰრეწდეს ნივთსა მუცელთა მათ-თა აღვსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ჴელის-აპყრობაჲ თანაედვა. და სახე ესე ანგაჰრებისა მათისაჲ ვითარ ბოროტ არს, ისმინეთ!
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ამისთჳს არს ვაჲ მათდა, რომელ აღაშენებენ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობენ მოსაჴსენებელსა მათსა, ანუ რომელ აბრალებენ მკლველთა მათთა, არამედ ამისთჳს არს ვაჲ მათდაო, რომელ...
1-3. მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. - როცა უფალმა ფარისევლებს პირი დაუყო (დაადუმა) და მათი განუკურნებელი სნეულებანი წარმოაჩინა, საუბარი უკვე მათზე, მათს ცხოვრებასა და მოქალაქეობრივ ყოფაზე დაიწყო. იგი მსმენელებს შეაგონებს, არ შეურაცხყონ მოძღვარნი, თუნდაც...
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა, და ცერეცოისასა, და ძირაკისასა,და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისა: სამართალი და წყალობა, დასარწმუნოება. ესე ჯერ იყო საქმედ და იგი არა დატევებად (მათ. 23, 23).
დღეს, ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საჭიროდ ვრაცხ და მსურს მოძღვრება ჩემი თქვენდამი, რომელნი შეჰკრებილხართ აქა სხვათა და სხვათა მრავალთა სოფლებითგან, დავაფუძნო სიტყვათა ამათზედა სახარებისათა: ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო,...
...რამეთუ ესრეთ უმეტესად ძალ-უც მოსწრაფებაჲ თქუენთჳს; უკუეთუ თქუენ შეურაცხ-ჰყოფდეთ, ბოროტად ყოფაჲ არს საქმჱ თქუენი, და იგინიცა დაიჴსნებიან შეწევნად თქუენდა.
ისმინე უფლისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „საყდარსა ზედა მოსესსა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან ქმნად, იქმოდეთ“. ხოლო აწ ვერვინ იტყჳს, თუ: მოსჱს საყდარსა ზედა დასხდენ მღდელნი, არამედ ქრისტესსა, რამეთუ მისი სწავლაჲ აქუს და ამისთჳს ჯერ-არს პატივი მათი. არა ჰხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყოველნი ჰმორჩილობენ, დაღაცათუ უმჯობეს მათსა იყვნენ? და უკუეთუ რომელი კაცმან დაადგინოს, ესრეთ არს, ღმრთისა დადგენილთაჲ არა უფროჲსად ჯერ-არსა პატივი? რაჲ უკუე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არაგანკითხვაჲ მოყუსისაჲ, და იგინი მღდელთა აგინებენ და შეასმენენ?
ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ ამისთჳს, ვითარმედ რომელნი მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა,
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:
...ოასწავებს აქა, რომელნი-იგი მრავალთა ბოროტთა მოქმედნი იყვნეს და სხუათა მწარედ განიკითხვიდეს მცირეთა და უნდოთა ცთომათათჳს, რომლისათჳსცა უკუანაჲსკნელრე განცხადებულად აბრალებდა და ეტყოდა, ვითარმედ: „შეჰკრით ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვით მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო თქუენ თითითაცა არა გნებავნ შეძრვად იგი“; და „ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსა და ძირაკისასა და დაგიტეობიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“.
წინაჲსწარვე უკუე სიტყჳთა ამით ამხილებს ცთომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაჲ და განკითხვაჲ მოციქულთაჲ უცოდველთა მათთჳს საქმეთა, ვითარ-იგი იყო არამარხვაჲ შაბათისაჲ და უბანელითა ჴელითა ჭამაჲ და მეზუერეთა თანა ჯდომაჲ და სხუაჲ ესევითარი, რომლისათჳსცა ეტყოდა, ვითარმედ: „დასწურავთ ბურნაქსა და აქლემსა შთანთქამთ“.
და მერმე ყოველთა მიმართცა კაცთა ჰყოფს რჩულის-დებასა ამას კე-თილსა, გარნა წესსა ზედა თჳსსა და სამართალსა, რამეთუ პავლეცა რაჟამს თქუა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და ვითარმედ: „ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა განიკითხავთ“, მათდა მიმართ თქუა, რომელნი უზეშთაესთა თჳსისა სა...
...რ გვყავს, თავად უფალი, ჩვენს გულებში შესვლით, განანათლებს გონებას, გულისხმისყოფას გაუნათებს, ფარულს გაგვიხსნის და ასე ხდება ჩვენი მოძღვარი ჩვენთვის უცნობ საგნებში, ოღონდ ჩვენ გვენდომოს იმის გაკეთება, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. „ნუ იწოდებით რაბბი, — ამბობს წერილი, — ... და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა" (). ასე რომ, როცა სულიერ წიგნს ხელში ავიღებთ, გონება მოვკრიბოთ, ზრახვები შევაგროვოთ და ყოველი ამქვეყნიური აზრი მოვიშოროთ, და ასე აღვასრულოთ კითხვა დიდი მოწიწებითა და სრული ყურადღებით, რათა ღირსნი ვიყოთ სულიწმინდის ხელმძღვანელობისა წერილში დაწერილის გაგებაში და დიდი სარგებელი მივიღოთ. აი, ეთიოპიის დედოფლის საჭურისი, უცხოტომელი, იმ დროსაც კი, როცა ასეთი დიდებულებით ეტლზე მიექანებოდა, კითხვას არ უგულებელყოფდა, არამედ წინასწარმეტყველის წიგნს ხელში ეჭირა და გულმოდგინედ კითხულობდა, თუმცა მასში მოცემულს ვერ იგებდა. მაგრამ, რადგან თავისი მხრიდან ყველაფერი გაიღო — მოშურნეობა, გულმოდგინება, ყურადღება — ხელმძღვანელიც მიიღო. გაიფიქრე, გთხოვ, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ წერილის კითხვა მგზავრობის დროსაც არ უგულებელყო, თანაც ეტლზე მჯდომმა. ეს ისმინონ მათ, ვისაც სახლშიც კი არ სურთ ამის გაკეთება, არამედ ფიქრობენ, თითქოს საღვთო წერილის კი...