1.მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.2.და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.3.მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.4.ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.5.მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე6.და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.7.იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.8.კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი.9.და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე.10.მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.11.მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.12.ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.
13.მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,14.რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:15.ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;16.ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.17.შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
18.და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.19.და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.20.მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.21.იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.22.მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
23.მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.24.და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.25.და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).
რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვითარცა ესმა იესუს, რამეთუ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა, დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა“ (4,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა და განეშორა კერძოთა მათგან? კუალადცა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა არა წარმდებებით და ცხარედ შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ და ვეკრძალებოდით, რამეთუ არა საბრალობელ არს რიდობაჲ განსცდელ-თაგან და არამიცემაჲ თავთა თჳსთაჲ, არამედ ოდეს მივეცნეთ...
1. მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან. - გვასწავლის რა, რომ გამოცდას ყველაზე მეტად ნათლისღების შემდეგ უნდა ველოდეთ, იესო სულიწმიდას გაჰყავს, რადგანაც გარეშე სულისა იგი არაფერს აკეთებდა. უდაბნოში გაჰყავს, რათა გვაჩვენოს, რომ ეშმაკი მაშინ გვცდის, რაჟამს ხედავს, რომ მარტონი ვართ და ერთმანეთისაგან შემწეობას ვერ მივიღებთ. ამიტომაც არ უნდა ვთქვათ უარი რჩევის მიღებაზე და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით არ უნდა ვიყოთ. გამოცდად ეშმაკისაგან.-...
მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან, გამოცდად ეშმაკისაგან. (მათ. 4, 1).
სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა შინა, მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვანილ იქმნა სულისაგან უდაბნოდ, გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, და აღსავსე სულიერითა სწავლითა და აღშენებითა. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა...
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად...
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონთა დასნო, ძენო და ასულნო ღმრთისანო, მკვიდრნო საქართვვლოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ლოცვითა და შუამდგომლობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, მამა ზეციერმან მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა სუფევდეს თქვენს შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული,...
დღეს წარკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან ათორმეტნი მოციქულნი თვისნი. მოთხრობასა ამას შინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფლ შეუდგნენ მას: და იხილა იესო სხვანი ორნი ძმანი... და უწოდა მათ, ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას. აჰა, რა სახით ჰქონდა გული უბრალოთა ამათ მეთევზეთა განმზადებული სმენად ღვთის წოდებისა. რაკი მაცხოვარმან იხმო იგინი, აღარც...
...თ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (). მაგრამ აქ, შესაძლოა, ვინმე მახვილი და ცოცხალი გონებისა იკითხოს: რატომ მარხულობს მეუფე იმდენივე დღეს, რამდენსაც მონები, და არა მეტს? ეს არა უბრალოდ და არა ამაოდ მოხდა, არამედ ბრძნულად და მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. რათა არ ეფიქრათ, თითქოს იგი მოჩვენებითად გამოცხადდა და ხორცი არ მიიღო, ან ადამიანური ბუნება არ ჰქონდა, ამისთვის იმდენივე დღე იმარხულა და არა მეტი, და ამგვარად, კამათის მოყვარეთა უსირცხვილო პირი დაუხშო. თუ ახლაც, ყოველივე ეს რომ ასე მოხდა, ჯერ კიდევ ბედავენ ამის თქმას, რას არ იტყოდნენ, (უფალს) თავისი წინდახედვით საბაბი რომ არ წაერთმია? ამიტომ კეთილინება მარხულობა არა მეტი, არამედ იმდენივე დღე, რამდენიც მონებმა, რათა საქმით გვესწავლა, რომ ჩვენი მსგავსი ხორცი ეტარებინა და ჩვენი ბუნებისთვის უცხო არ ყოფილიყო.
4. მარხვა — სულის საზრდელი
მაშ, ცხადი გახდა, როგორც მონათა მაგალითიდან, ისე თავად უფლის მაგალითიდან, რ...
...დ, თუ ისევე, როგორც სხეულს ყოველდღიურ საკვებს აწვდი და მასზე ფულს ხარჯავ, ისურვებ, რომ სულიც არ დაღუპო შიმშილით და მასაც შესაფერის საზრდოს აწვდი, ესე იგი, შეგონებას წერილისა და სულიერი სწავლებისგან („არა პურითა ხოლო, — ამბობს წერილი, — ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" ()) — მაშინ ყველაფერს საუკეთესოდ მოაწყობ და სათანადო ყურადღებას მიაქცევ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ამიტომ, როგორც სხეულს სხვადასხვა სამოსს აწვდი, წელიწადის სხვადასხვა დროსა და სამოსის მრავალფეროვნებას ითვალისწინებ, ისე სულსაც ნუ მისცემ შიშვლად სიარულს კეთილი საქმეების გარეშე, შემოსე ისიც შესაფერისი სამოსით: ამით მაშინვე აღადგენ მას და ჯანმრთელობის ბუნებრივ მდგომარეობაში დააბრუნებ. რა არის სულის სამოსი? მოწყალება და ღარიბთა მიმართ გულუხვობა: აი, სულის უმშვენიერესი სამოსი, აი, მისი ბრწყინვალე შესამოსელი. ხოლო თუ არა მხოლოდ სამოსლის მიცემა გსურს, არამედ მისი შემკობაც, ისევე როგორც სხეულისა, მაშინ შეუერთე ლოცვის შეწეობა და ცოდვათა აღსარება, და ნუ შეწყვეტ მისი სახის განუწყვეტელი ცრემლებით ბანას. როგორც სხეულის სახეს ყოველდღე დიდი გულმოდგინებით იბან, რომ მასზე არავითარი დამახინჯებული უწმინდურობა არ გამოჩნდეს, ისევე ეცადე სულ...
...ორ შეიკრიბა ეს თქვენი სულიერი კრება აქ ამგვარი კეთილწესიერებითა და ღვთის სიტყვის მოსმენის ცოცხალი სურვილით, როგორ უგულებელყავით ხორციელი საზრდელი და სულიერი ნადიმისკენ ისწრაფეთ, და თვით საქმით ამართლებთ უფლის სიტყვებს: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (). მოვიქცეთ მიწათმოქმედთა მსგავსად: როგორც ისინი, როდესაც ხედავენ, რომ მიწა უკვე განწმენდილი და მავნე მცენარეებისგან გათავისუფლებულია, თესლს დიდი უხვებით ყრიან, ისე ჩვენც, რადგან ღვთის მადლით ეს სულიერი ყანა მძიმე ვნებებისგან განიწმინდა, როდესაც განცხრომანი შეწყდა და არავის აქვს აზრებში არეულობა და ქარიშხალი, არამედ დიდი სიმშვიდე და სიწყნარეა მათ გონებაში, რომელიც თითქოს თავად ცამდე აფრინდება და ამაღლდება, და ხორციელის ნაცვლად სულიერს ჭვრეტს, – საყვარელნო, ცოტა ვისაუბროთ თქვენთან და დღეს უფრო ღრმა მსჯელობები გავბედოთ, საღვთო წერილიდან სწავლებას შემოგთავაზებთ რა. თუ ახლა არ ვიზამთ ამას, როდესაც მარხვაა, მუცლის (სიამოვნებათა) უგულებელყოფა და აზრების სათანადო განწყობა, მაშინ როდის შევძლებთ, საყვარელნო, ამის შეთავაზებასას? მაშინ, როდესაც განცხრომანია, საკვების უზომობა და დიდი დაუდევრობა? მაგრამ მაშინ ჩვენც ვერ შევძლებთ ამის სათანადო...