1.და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან.2.ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?3.ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა.4.და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ.5.ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ.6.და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა7.და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.8.ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ?9.სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.10.ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი?11.მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.12.ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი.13.იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თვალნი მისნი.14.მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად ბრმაჲ იყო.15.კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.16.იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის.17.ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.18.არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი აღიხილნა,19.ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი, რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს?20.მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.21.ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა თჳსისათჳს იტყოდენ.22.ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი.23.ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს, მაგას ჰკითხეთ.24.მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ არს.25.ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ.26.მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?27.მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა; რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა?28.ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ.29.უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.30.მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი.31.ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან.32.საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა თუალნი შობითგან ბრმისანი.33.უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ იყო საქმედ.34.მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.35.ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ?36.მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს იგი?37.ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს.38.ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.39.და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.40.ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?41.ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესე თქუა, ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თუალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა“ (9,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა ენებოს სარგებელი წერილთაგან, მას არა უჴმს, რაჲთამცა ერთსაცა სიტყუასა მცირესა თანაწარჰჴდეს. და ამისთჳს ბრძანებულ არს, რაჲთა გამოვეძიებდეთ წიგნთა, რამეთუ იპოებიან მრავალნი სიტყუანი, რომელნი ადვილად ჩნდიან, და აქუნ ფრიადი ძალი დაფარული მას შინა. რამეთუ იხილე, ვითარი არს ესეცა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას, რომელი იყო პირველ ბრმაჲ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: წინაჲსწარმეტყუელი არს“ (9,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ? მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ (9,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის,...
და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან,ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა:ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? რქვა მათ იესო:არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათაგამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა (იოან. 9, 1-3).
მოწაფეთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ ის ჩვეულება, რომელ, როდესაც იხილვიდენ რომელსამე განსაკვირვებელსა მოვლენასა, ანუ როდესაც მიუვიდოდათ გულში რომელსამე საგანზედ ეჭვი, მაშინვე ჰკითხვიდენ მოძღვარსა და სთხოვდენ, რათა...
რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.
იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანი: ესე კაცი არა არს ღვთისაგან,რამეთუ შაბათსა არა იმარხავს (იოანნე 9, 16).
მაცხოვარმან განკურნა შობითგან ბრმა კაცი დღესა შაბათსა, გარნა მრავალთა ურიათა არა თუ ირწმუნეს მისი, არამედ იტყოდეს, რომ იგი ღვთისაგან არ არისო, ცოდვილი კაციაო. რისთვის? მისთვის, რომ შაბათი დაარღვიაო, შაბათს კაცი მოსვენებული უნდა იყოსო, არაფერი საქმე არ უნდა ჰქმნასო. იმ ზომით იყო მათი გონება შეპყრობილი ცრუ აზრისაგან და ამაო მორწმუნეობისაგან! მათ სჯულში, ძველის აღთქმის საღმრთო წიგნებში...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვიდა კაცი იგი და ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (5,15).:
...ნუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“ ; ; ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).:
...ქუა, ვითარმედ: „არღარა მხედვიდეთ მე“. იხილე უკუე, ვითარ ამის ორისა სახისა მიერ დაიჴსნების მათი იგი ბოროტი იჭჳ, რამეთუ არცა სასწაულთა ქმნაჲ არს ცოდვილისაჲ, არცა ღმრთისა თანა ყოფაჲ მარადის. და ამისთჳს ვერღარა უძლონ თქუმად, თუ: „ცოდვილი არს“, ანუ: „არა ღმრთისაგან არს“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს“ (16,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა სიმართლისა თჳსისა სიტყუასა წარმოიღებს, რამეთუ უკუეთუ დასაბამითგანთა წმიდათა ვერ უძლეს ამის საქმისა ქმნაჲ, და მე ვქმენ და დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ, ვი-თარ იტყჳან, თუ: „ცოდვილი არს“ და „არა ღმრთისაგან არს“? რამეთუ იტყჳან ჩემთჳს, თუ: „მაცთური არს, და ეშმაკი არს მის თანა“, ; (10,20) არამედ ამასცა ზედა მხილებაჲ აქუნდეს, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ ვიყავ, ვი-თარმცა დავსაჯე მთავარი ამის სოფლისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ არს? უმეტეს შენსა არსა სული, რომელ აწ ვერ ვიტჳრთავთ, ხოლო...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:
...რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ მამაჲ არავის შჯის, და შენ არა მოხუედ, რაჲთა დაჰსაჯო სოფელი, ვინ შჯის მას? გარნა „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი“ (12,48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა ვიტყოდი“ (12,49)? ანუ ვითარ არს ესე? ნუუკუე ოდეს მო...