...ნი იგი სულისა წმიდისანი არიან, რამეთუ ყოველივე, რომელი თქუან ანგელოზთა, ღმრთისა სიტყუანი არიან, ხოლო რომელი ღმერთმან თქუას, იგინი არა ანგელოზთანი არიან. ეგრეთვე ესე სიტყუანი სულისანი არიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყოდა? „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა მაღალთა“, და შემდგომი ამისი. ხოლო „დიდებად“ აქა იტყჳს ხილვასა მას და კუამლსა და საიდუმლოთა მათ დაფარულთა და ხილვასა სერაბინთასა და ელვასა მას საყდრისაგან გამომავალსა, რომელსა მიხედვად ძალნი იგი ვერ შემძლებელ იყვნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყოდა? რაჟამს ესმა ჴმაჲ, ვითარმედ: „ვინ წარვავლინო ამის ერისა? და თქუა: აჰა ესერა მე წარმავლინე. და თქუა: სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ. რამეთუ დააბრმნა თუალნი მათნი და გული მათი განაფიცხა“. ; ; ; ; ; აჰა ესერა კუალად სხუაჲ საძიებელი, არამედ ადვილ...