მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 18:1

1. At the same time came the disciples unto Jesus, saying, Who is the greatest in the kingdom of heaven?2. And Jesus called a little child unto him, and set him in the midst of them,
Matthew თავი 18
1. At the same time came the disciples unto Jesus, saying, Who is the greatest in the kingdom of heaven?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცობრივი რაჲმე გულისსიტყუაჲ შეუჴდა მოწაფეთაცა. ამისთჳსცა მახარებელი იტყჳს: „მაშინ მოუჴდესო“. ესე იგი არს, ოდეს ესოდენი პატივი აჩუენა პეტრეს, ვიდრეღა ხარკისა მიცემასა შეიმოყუსა, რეცა კაცობრივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“; და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“; და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.

ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.

ხოლო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:1-4 — სიმდაბლე და ყრმის მაგალითი:

1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? - როცა მოწაფეებმა დაინახეს, რომ პეტრეს ქრისტესაგან პატივი მიეგო (პატივი მიეგო, რადგან ებრძანა სტატირი მიეცა ქრისტესა და თავისი თავის გამო), რაღაც ადამიანური განიცადეს, შურით მოწყლულნი უფალთან მივიდნენ და გადაკრულად ჰკითხეს: - ვინმე უფროჲს იყოს?

2-4. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. - დაინახა რა, რომ მოწაფეებს პატივმოყვარეობის ვნება იპყრობდა, უფალმა შეაჩერა ისინი და მათ მოკრძალებული ყრმის მეშვეობით სიმდაბლის გზა უჩვენა. საჭიროა, რომ ჩვენც ყრმები ვიყოთ, ოღონდ სულიერი სიმდაბლით და არა უმეიფრობით აზროვნებისა, უბოროტობით და არა უგუნურებით. როცა უთხრა: უკუეთუ არა მოიქცეთ-ო, აჩვენა, რომ ისინი სიმდაბლის სიბრძნიდან პატივმოყვარეობაზე გადავიდნენ. ასე რომ, საჭიროა მიბრუნება კვლავ იქ, სიმდაბლის სიბრძნესთან, რომელსაც თქვენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).:

...ინაჲთგან მან ყო დასაბამი ამის საქმისაჲ, და თანამდებად უდარჱსსა ნაწილსა, რამეთუ იგი უფალი იყო, ხოლო ჩუენ მონანი ვართ, ვითარცა თჳთ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დაგბანენ, არა უფროჲსად თქუენ ჰყოთა ურთიერ-თას?“ რაჲთა ვერღარა იტყოდიან, ვითარცა პირველ, ვითარმედ: „ვინ არს უფროჲს ყოველთაჲსა?“ ; და არა დაბრკოლდებოდიან ურთიერთას, ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად დიდ იყო, თანაგაც ძმისა არა შეურაცხ-ყოფაჲ. და არა თქუა უზეშთაესი, ვითარმედ: უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დავჰბანენ ფერჴნი მიმცემელისანი, არამედ ყოველთაჲ თქუა და იგი მათ მიუშუა გულისხმის-ყოფად. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან ქმნეს და ასწავოს, დიდ ეწოდოს“, რამეთუ ესე არს სწავლაჲ - ჩინებაჲ საქმისაჲ. და რაჲმცა იყო ამის უზეშთაეს? ანუ რომელი ზუაობაჲ არა დაამდაბლოს ამან საქმემან? რამეთუ რომელი ზის ზედა ქერობინთა, მიმცემელსა თჳსსა ფერჴნი დაჰბანნა, ხოლო შენ, კაცო, რომელ მიწაჲ და ნაცარი ხარ, ავლი და მტუერი, ჰზუაობ და ჰმაღლოვი? და რაოდენთა სატანჯველთა ღირს ხარ? რამეთუ უკუეთუ გონებისა სიმაღლჱ გიყუარს, მოვედ, და მე გიჩუენო შენ, ვითარ შენ არა იც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).:

...უ მისთჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა, გარნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა, ; (21,20) და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“ ; ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ რაჲ უმეტესი კადნიერებაჲ მიეცა, რომელი-იგი იყო მოწაფჱ, რომელი უყუარდა უფალსა. ; (21,20)

სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა

ვითარმედ ესენი აქუნდეს მახარებელსა იოვანეს, ამისთჳს უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზეშთაესი? გარნა ნუმცა ვჰნატრით ოდენ მოციქულსა მას, საყუარელნო ძმანო,

არამედ ვისწრაფოთ, რაჲთა მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა მახარებელსა მას. და ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათჳს უფროჲს ყოველთასა უყუარდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:

...ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნა არა განრისხნეს, არამედ ჰკითხეს ხოლო, „ვინ-მე უფროჲს იყოსო“; ხოლო აწ თხოასა ამას ზედა ორთა მათ ძმათასა განრისხნეს და არცა აწ იკადრეს გულისსიტყჳსა მის გამოჩინებად, ვიდრემდე ქრისტემან ამხილა, ვითარმედ: არა ეგების სხუაებრ პატივისა მის უზეშთაესისა მიმ-თხუევად, გარნა ჩუენებითა უმეტესისა მოღუაწებისაჲთა. მაშინ ათთა მათცა გამოაჩინეს გულისსიტყუაჲ მისი.

ჰხედავა, ვითარ ჯერეთ არა მიწთომილ იყვნეს სრულებისა საზომსა, არამედ ორნი იგი უჴდებიან ათთა მათ, და იგინი ეშურებიან ორთა მათ? გარნა, ვითარცა ვთქუ, ამისა შემდგომად მიხედენ მათ, ვითარ ამაღლდეს ყოველთაგან კაცობრივთა ვნებათა და გულისსიტყუათა. რამეთუ იხილო იოვანე, რომელი აწ ესრეთ ითხოვდა, ვითარ ყოველსა ადგილსა უხუცესობასა პეტრეს მისცემდა - სწავლათაცა შინა და სასწაულთაცა, ვითარცა საქმე მოციქულთაჲ გუასწავებს. და თჳსსაცა სახარებასა შინა ქადაგებს სათნოებათა მისთა და სიმჴნესა და აღსაარებასა და საფლავად შესლვასა და თავისა თჳსისა უმეტესად მას პატივ-სცემს.

რამე...

სრულად ნახვა