მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 2:12

11. For there is no respect of persons with God.12. For as many as have sinned without law shall also perish without law: and as many as have sinned in the law shall be judged by the law;13. (For not the hearers of the law are just before God, but the doers of the law shall be justified.
Romans თავი 2
12. For as many as have sinned without law shall also perish without law: and as many as have sinned in the law shall be judged by the law;
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უსჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).:

თარგმანი: ამას ადგილსა არა თუ ოდენ სწორებასა იქმს ჰურიისა და წარმართისასა, არამედ ფრიად უმძიმედ გამოაჩინებს ჰურიისა ცოდვასა, რამეთუ, რომელ იტყჳს თუ "უშჯულოდ წარწყმდეს", არა თუ ამას იტყჳს, თუ უფიცხესი სასჯელი მიიღოს, არამედ უფროჲსად უმოლხინესი. ესე იგი არს, ვითარმედ რომელი-იგი უმეცარ იყოს შჯულსა და არასადა ასმიოდის იგი, უშჯულოდცა წარწყმდეს ცოდვათა თჳსთათჳს. ხოლო რაჲ არს თუ "უშჯულოდ"? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ არღარა აქუნდეს დაწერილი იგი შჯული შემასმენელად და დამსჯელად მისდა, არამედ ოდენ ბუნებითისა მის შჯულისა გარდასლვისათჳს წარწყმდეს. ხოლო ჰურიაჲ, რომელსა-იგი უსწავიეს შჯული, და ასმიან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, იგი შჯულითა ისაჯოს. ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებისა თანა შჯულიცა შეასმენდეს და წინაჲსწარმეტყუელნი, რამეთუ, რავდენცა უმეტესი სწავლაჲ და მოღუაწებაჲ მიიღოს კაცმან, რაჟამს გარდაჰჴდეს მათ, უძჳრესადცა დაისაჯოს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ — უკუეთუ ჰურიაჲ უძჳრესად დაიტანჯვის, ვითარ წარმართისათჳს თქუა თუ "წარწყმდენ", ხოლო ჰურიისათჳს თქუა თუ "ისაჯნენო", რომელთაგან ერთი ესე უეჭუელად ბოროტად ჩანს, რომელ არს წარწყმედაჲ, და...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რომელთა-იგი ურჩულოდ შესცოდეს, ურჩულოდცა წარწყმდეს და რომელთა რჩულსა შინა შესცოდეს, რჩულითაცა ისაჯნენ (2,12).:

პავლესი: რამეთუ რომელთა-იგი რჩულოდცა რჩულსა შინა შესცოდეს, რჩულითაცა ისაჯნენ (2,12).

თარგმანი: რამეთუ რომელ იტყჳს თუ "ურჩულოდ წარწყმდენ," არა თუ ამას იტყჳს თუ უფიცხლესი საშჯელი მიიღონ, არამედ უფროჲსად უმოლხინესი, ესე იგი არს, ვითარმედ, რომელი-იგი უმეცარ იყოს რჩულსა და არასადა ასმიოდის იგი და ცოდოს, წარწყმდეს იგი ურჩულოდ, ესე იგი არს არღარა აქუს რჩული იგი დაწერილი მისდა დამსჯელ და შემასმენელ. არამედ ოდენ ბუნებისა მის რჩულისა გარდასლვისათჳს წარწყმდების, ხოლო ჰურიაჲ, რომელსა-იგი უსწავიეს რჩული და ასმიან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, იგი რჩულითა დაისაჯოს. ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებისა თანა რჩულიცა შეასმენდეს და წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, რამეთუ რაჲზომცა უფროჲსი სწავლაჲ და მოღუაწებაჲ მოიღოს კაცმან, რაჟამს გარდაჰჴდეს მათ, უძჳრესადცა დაისაჯოს.

თავი ბ̂. განკითხვისათჳს ჰურიათაჲსა, რომელთა არა დაიმარხნეს შჯულიერნი იგი მცნებანი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისა: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).:

თარგმანი ამიერითგან უმრავლესთა ნათესავთა მიმართ თანა უჩუენებს უკუეთუ ორთავე ცოდონ, წინადაცუეთილმან და წინადაუცუეთელმან, უძჳრეს იტანჯოს ჰურიაჲ იგი, რამეთუ ღონიერმან ც წინამძღურად ქობასა შინა შჯულისასა, ხოლო წარმართი იგი ბუნებითისა მის მიერ ოდენ დაისაჯების, რომელ არს შჯული სჳნიდისისაჲ. და ჰურიასა მას ბუნებითსა თანა წიგნისაჲცა იგი დაშჯის, რამეთუ, რაოდენცა უმეტესი მოღუაწებაჲ მიუღებიეს, ეგოდენ უმეტეს დაისაჯოს. გარადამავალ თუ იპოვოს შჯულისა.

ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ წარმართთათჳს წარწყმედასა იტყჳს და ჰურიათათჳს — ვითარმედ: ისაჯნენ. ესე იგი არს, ვითარმედ დაისაჯნენ. აჰა ორი სახე ტანჯვისაჲ, და ორივე - მომატყუებელი წარწყმედისაჲ. დაღაცათუ შეცვალებაჲ იყო სახელთაჲ, არამედ არა საქმეთაჲცა. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ უშჯულოდ წარწყმედაჲ უსუბუქესობასა, ხოლო შჯულითა დაშჯა უმძიმესობასა სატანჯველისასა მოასწავებენ.

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. აბელის დიდება და შეგონება სინანულისკენ:

...უკუნეთა განმავლობაში ეტანჯება, და მასთან ერთად ყველა მისი მსგავსი დამნაშავე, განსაკუთრებით ისინი, ვინც მომდევნო დროში ყველაზე საძაგელ ვნებებს მიეცნენ, რისთვისაც კიდევ უფრო მძიმე სასჯელი განესაზღვრება ყოველთა საერთო მეუფისგან. ისმინე, რას ამბობს ნეტარი პავლე: „რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ" (), ანუ უფრო მსუბუქ სასჯელს მიიღებენ, რადგან რჯულისგან არც მხილება მიიღეს, არც მუქარა, არც გამოსწორება. „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ". ესენი, ანუ ისინი, ვინც რჯულის ქონის მიუხედავადაც ისევე იქცეოდნენ, უმძიმეს და აუტანელ ტანჯვას დაექვემდებარებიან. და სრულიად სამართლიანად, — რადგან ვერც რჯულმა, ვერც სხვათა მაგალითმა, ვინც ასეთ უბედურებას განიცადა, ვერ გახადა ისინი უფრო კეთილგონიერნი და თავშეკავებულნი. ამიტომ გევედრებით, თუნდაც ამიერიდან მაინც სხვათა მაგალითით მოვიფიქროთ და ჩვენი ცხოვრება უფლისადმი მორჩილებისა და მისი რჯულის შესრულებისკენ მივმართოთ. ნუ მოიცავს ნურც შური, ნურც სიძულვილი, ნურც ხორციელი სიყვარული, ნურც ამქვეყნიური დიდების მოყვარეობა და ხელმწიფების წყურვილი, ნურც ნაყროვანება, ნურც სხვა რომელიმე უწმინდური ვნება ჩვენი სულის სწრაფვებს; არამედ ყოველგვარი დროებითი სიამოვნებისგან და ყოველი სამარცხვი...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განკითხვა და ტყავის სამოსელი (3:20-21):

..., რომლებიც პირველი ადამიანების მსგავსად სცოდავენ, მათთან თანაბარ სასჯელს არ იღებენ. ამაში მყისვე დარწმუნდება ადამიანი ქვეყნიერების ბრძენი მოძღვრის, ესე იგი, ნეტარი პავლეს სიტყვებიდან, რომელიც ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ" (). ეს სიტყვები შემდეგს ნიშნავს: რჯულამდე და რჯულის შემდეგ მცხოვრები ადამიანები ერთნაირად არ განიკითხებიან; რჯულის მოცემის შემდეგ მცოდველნი უფრო მძიმე სასჯელს დაექვემდებარებიან. „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ", ესე იგი, სასჯელი შემსუბუქდება იმით, რომ რჯულის დარიგებითა და შემწეობით არ ისარგებლეს. „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ". ესენი კი, ამბობს (მოციქული), ვინაიდან რჯული ჰყავდათ მასწავლებლად და მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდნენ, არამედ იმათ მსგავსად სცოდეს, უფრო მძიმე სასჯელს მიიღებენ. მაგრამ მოვისმინოთ ისიც, რაც დღეს წაკითხულია. „და უწოდა, — ამბობს (მოსე), — ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ევა, ესე იგი, ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა საღვთო წერილის (სიტყვებში), როგორ ესეც არ დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“, ; ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საქმეთათჳს საწარმარ-თოთა მოციქული, მეყსეულად იწყო მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.

აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ცხად იქმნას სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ შორის ერთი რაჲმე ცოდვაჲ, და იხილეთ, რავდენი განყოფილებაჲ აქუს. და ამას არა თავით თჳსით ვიტყჳთ, არამედ საღმრთოთა წერილთაგან.

ვთქუათ სიძვისათჳს: ისიძვა ვინმე პირველ შჯულისა, - სხუაებრ იტანჯოს, და ამას მოასწავებს პავლე, ვითარმედ: „რავდენთაცა უშჯულოდ ცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“, ესე იგი არს, უადვილესად; ისიძვა ვინმე შემდგომად შჯულისა, - უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა იტანჯნენ“, ესე იგი არს, უძჳრესად; რამეთუ ბუნებითსა მას შჯულსა თანა იყოს წერილიცა იგი შემასმენელ მათა; კუალად, ისიძვა მღდელმან ვინმე, - დიდად დასართავი აქუს სატანჯველისაჲ პატივისა მისგან. ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ იპოვის დედაკაცი სიძვასა შინა, სიკუდილისა თანამდებ არნ, ხოლო ასულნი მღდელთანი იპოვნიან თუ, ცეცხლი-თა დაიწუვოდეს, რაჲთა საცნაურ იქმნას, თუ რაოდენი საშჯელი მიელის მღდელსა, უკუეთუ ცოდოს. უკუეთუ ასულსა უმეტესი საშჯელი მიეჴადა ამისთჳს, რომელ მღდელისა ასული არს, რაოდენ უმეტესად მღდელსა მოეჴადოს? კუალად, განიჴრწნა ვინმე იძულებით, - ესე ბრალისაგანცა და საშჯელისა ჴსნილ არს იძულებისა მისთჳს. სხუამან მისცა თავი თჳსი სიძვასა სიმდიდრესა შინა, სხ...

სრულად ნახვა