თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი...
...თ მხოლოდ იმით, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ, არამედ გონების თვალებით უხილავს ვჭვრეტთ. და ეს უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ის, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ. ასე იყო ღვთის სათნო პატრიარქი, რომელმაც ღვთის აღთქმა ირწმუნა და ბუნებისა და ყველა ადამიანური ფიქრის ზემოთ ავიდა; და ეს „შეერაცხა მას სიმართლედ" (). იცოდე, რომ „სიმართლე" სწორედ ღვთის სიტყვების რწმენაში მდგომარეობს. როცა ის თავის აღთქმებს გამოთქვამს, ნუ განიხილავ, გთხოვ, ადამიანური მსჯელობით, არამედ, ჩვეულებრივ ზრახვებს აღემატე და მტკიცედ ესავდე აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას. ასე იყო ღვთის სათნო ყოველი მართალი კაცი. ასე საკვირველი ეს იოსებიც, როცა სიზმრების შემდეგ ასეთი დიდი გამოცდები წამოიჭრა, არ შეშფოთებულა, არ მიცემია შიშს; არამედ სულის სიმტკიცით ყოველივეს მამაცურად იტანდა, რადგან იცოდა, რომ შეუძლებელია ღვთის განზრახვა აუსრულებელი დარჩეს. ამიტომაც, მონობის, საპყრობილისა და ასეთი სასტიკი ცილისწამების შემდეგ, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფება მიიღო. ამ ყოველივეზე ვიფიქროთ, სულგრძელად შევეგებოთ უბედურებებს, ყოველივეში კაცთმოყვარე ღმერთს მადლობას აღვუვლენდეთ და მისგან ველოდოთ შეწევნას, რომლისაც ღირსნი ვიქნებით ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის...
...ბას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე ადამიანის მოდგმა რწმენით იხსნებოდა. ამიტომაც კაცთმოყვარმა უფალმა ნება დართო, მასთვის შეწირულიყო მსხვერპლი, რათა მათი მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად სრულყოფილნი იყვნენ, შეძლებოდათ ღვთისადმი მადლობის გამოხატვაც და კერპთმსახურების სენისგან თავის არიდებაც. მართლაც, თუ ამ შეწყნარების შემდეგაც მრავალმა ვერ აიცდინა დაცემა, ვინ თავიდან აიცილებდა დამ...
...სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი“ ().
ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თვის მისიას ამ წუთისოფელში.
ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ.
რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“(დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თით...