1.ამიერითგან, ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳს, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ რბიოდეს და იდიდებოდის, ვითარცა-იგი თქუენდა მიმართ,2.და რაჲთა განვერნეთ უწესოთა და უკეთურთა კაცთაგან, რამეთუ არა ყოველთაჲ არს სარწმუნოებაჲ.3.ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.4.ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.5.ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.6.გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან.7.რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩუენდა; რამეთუ არარაჲ უჯეროჲ ვყავთ თქუენ შორის;8.და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაჲთა არავის თქუენგანსა დაუმძიმოთ,9.არათუ რამეთუ არა გუაქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ რაჲთა თავნი თჳსნი სახედ მიგცნეთ თქუენ, რაჲთა მბაძვიდეთ ჩუენ.10.და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გამცნებდი თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ.11.რამეთუ მესმის ვიეთთჳსმე, რომელნი იქცევიან თქუენ შორის უწესოდ, არარას იქმან, არამედ მიმოიწულილვენ.12.ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ.13.ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.14.და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.15.და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.16.ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის ყოვლითავე სახითა; უფალი თქუენ ყოველთა თანა!17.კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:18.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
...მაგრამ ჯანმრთელობაც თავისთავად კეთილი არ არის, თუ ვინმე მას სათანადოდ კი არ გამოიყენებს, არამედ ბოროტი საქმისთვის ან უგუნური უსაქმურობისთვის; რადგან ესეც პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არ არის. ამიტომ პავლეც ამბობდა: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ ().მაგრამ ეს ყველაფერი საშუალო საგნებია და მათი მომხმარებლების მიხედვით ხან ერთი ხდება, ხან მეორე.
და რა საჭიროა ჯანმრთელობაზე, სნეულებაზე, სიმდიდრესა და სიღარიბეზე ლაპარაკი?რადგან თვით სიცოცხლე და სიკვდილი, რომელთაგან სიცოცხლე მრავალს სიკეთეთა უმთავრესად ეჩვენება, სიკვდილი კი ბოროტებათა მწვერვალად, თავისთავად არც ესენი არიან ასეთნი; ისინიც საშუალო საგნებს ეკუთვნიან და თითოეული მათგანი მომხმარებელთა განწყობის მიხედვით ხდება ერთიც და მეორეც.აი, რას ვამბობ: ცოცხლად ყოფნა კეთილია მაშინ, როცა ვინმე მას სათანადოდ იყენებს; მაგრამ როცა მას ცოდვებისა და ურჯულოებებისთვის იყენებენ, იგი უკვე კეთილი აღარ არის; ასეთი ადამიანისთვის სიკვდილი სჯობს.და კვ...
2 თესალონიკელთა მიმართ 3:102 თესალონიკელთა მიმართ 3:13
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:
...ან ასწავა კაცთა; არამედ გევედრები, რაჲთა არა უწყალო ვიყვნეთ და ულმობელ, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა, მორწმუნეო, განკითხვაჲ უქმთა და მოქმედთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“, ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“. არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.
გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?
რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრებ...
...“** (). სწორედ ამის გამო პავლეც არ გვაძლევს ნებას, ბოროტებთან ერთად ვჭამოთ ან საერთოდ მათთან დავახლოვდეთ, როცა ამბობს: „და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას“ ().„და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ ().სხვა მთარგმნელი ამბობს: „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ ().კიდევ სხვა ამბობს: „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ ().აქ ზემოთ მოყვანილი მოციქულის სიტყვა იმას ამბობს, რომ მათ განცხრომებსა და ნადიმებსაც უნდა გავექცეთ, რადგან სწორედ იქ იზრდება ყველაზე მეტად ცოდვის საქმეები და ცოდვას მეტი გასაქანი ეძლევა.
8.
ესეც სათნოების არა მცირე ნიშანია და გამოსწორების არა მცირე გზა: გაექცე ასეთ ნადიმებსა და თავყრილობებს; მეგობრობის ხათ...