მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:14

13. ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.14. რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,15. მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა
ეფესელთა მიმართ თავი 2
14. რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა (2,14-15).:

თარგმანი: მშჳდობა ჩუენდა ეწოდების ლოდსა მას თავსაკიდურთასა, შემკრებელსა ზეცისა და ქუეყანისათასა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან სისხლითა თჳსითა დაჰჴსნა შუაკედელი მტერობისაჲ, რომელი-იგი აქუნდა ანგელოზთა კაცთა მომართ; რამეთუ მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ საძაგელ უჩნდით ჩუენ, ვითარცა გარდამავალნი სამეუფოჲსა მცნებისანი; ხოლო ქრისტემან ჴორცითა მით თჳსითა აღასრულა ყოველივე ძუელი და ახალი, და ესრეთ, ჴორცთა მიერ თჳსთა საუფლოთა, რომელ ჩუენგან შეისხნა, საყუარელ ყო სიგლახაკე ესე ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲ. ვინაჲცა აწინდელსა ამას ადგილსა თჳსაგან უმეტესი მადლობაჲ ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ წარმართთა ესწავების, ვითარ არა ხოლო ანგელოზთა, არამედ ჰურიათა შჯულისაგანცა მოძაგებულნი და განგდებულნი, არა ხოლო შეესწორნეს, არამედ ზეშთა წარჰჴდეს-ცა ჰურიათა კრებულსა სარწმუნოებითა ქრისტესითა. ესრეთ უკუე არა ხოლო ანგელოზთა და კაცთა, არამედ ჰურიათა და წარმართთა შორისცა დაჰჴსნა ქრისტემან შუაკედელი მტერობისაჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.

ეფესელთა მიმართ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შუაკედელი ზღუდისაჲ დაჰჴსნა (2,14).:

თარგმანი: ჰურიასა და წარმართსა მოასწავებს, რამეთუ შუაკედელი აქუნდა მათ რჩული, რომელ არცა შეეხებოდეს ურთიერთას, არცა მისცემდეს, არცა მოიღებდეს, არამედ აწ მორწმუნენი, გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი, ორივე ერთ არს, ოდენ ქრისტიანე იყვნენ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“ (14,27).:

...გამცნებ, რაჲთა მშჳდობაჲ გაქუნდეს ურთიერთას, რომელი-ესე სხუათაცა ექმნა წმიდათა, ხოლო „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ“, - რომელი-იგი მე ვქმენ შორის სულისა და ჴორცთა და ანგელოზთა და კაცთა, რომელმან ვყავ მშჳდობაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და შუაკედელი იგი ზღუდისაჲ მის დავჴსენ, მტერობაჲ იგი ჴორცითა ჩემითა, მას უკუე მშჳდობასა, რომლითა ესე ყოველი ვქმენ, აწ ამას მიგცემ თქუენ სამკჳდრებელად. ამისთჳსცა ეტყჳს: „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ“ (14,27). ჰხედავა, რამეთუ რომელიმე მწუხარებაჲ მათი სიყუარულისათჳს იყო და რომელიმე - შიშისათჳს?

„გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს“ (14,28). და რომელსა სიხარულსა მოატყუებდა მათ ესე ანუ რომელსა ნუგეშინის-ცემასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამეთუ არა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ, არცა აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო. რამეთუ ვითარმცა აქუნდა, რომელთა ესეცა არა იცოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ არს, ხოლო მამაჲ უზეშთაეს ეგონა? ეტყჳს უკუე, ვითარმედ: დაღაცათუ ჩემთჳს გე-შინის, ვითარმცა ვერ უძლე შეწევნად თავისა თჳსისა, და არა მინდობილ ხართ, ვითარმედ შემდგომად ჯუარს-ცუმისა გიხილნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“ (ფსალმ. 117,22-23); (შდრ. ესაია 28,16) (21,42).:

...მართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა“.

ეჰა რაოდენი ბრალობაჲ არს ესე ჰურიათაჲ, რომელთა შენებაჲ იგი შჯულისაჲ ერწმუნა და ესოდენ უგუნურ იქმნეს, რომელ მომზავებელი იგი ორკერძოვე და შემძლებელი ესევითარისა ნაშენებისა შემზადებად ლოდი ვერ იცნეს, არამედ ვითარცა უჴმარი, ესრეთ შეურაცხ-ყვეს. გარნა იგი ჭეშმარიტად თავ საკიდურთა იქმნა და ორნივე კედელნი შეაერთნა.

გნებავსა ორთა მათ კედელთა ხილვაჲ? ისმინე თავადისა ქრისტესი: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგანო, რომელ არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ-არიან ჩემდა მოყვანებად, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

უფლისა მიერ იყო ჭეშმარიტად საქმე ესე, არა კაცობრივი იყო, არცა ანგელოზთა ანუ მთავარანგელოზთა ჴელ-ეწიფებოდა ამის ერთობისა ქმნად, არამედ ღმერთსა შუენოდა ესე დიდებული საკჳრველი. და ვითარ არა საკჳრველ არს სიკუდილითა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, ჯუარითა შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მოფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“ (10,34).:

...ა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა ჴორცი-თა ღმერთსა ჯუარისაგან, მოკლა მტერობაჲ მას შინა და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ შორიელთა და მშჳდობაჲ მახლობელთა, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ“. ამის ესევითარისა მშჳდობისათჳს ეტყოდა უფალი მოწაფეთა, მი-რაჲ-ვიდოდა ცხოელსმყოფელსა მას ვნებასა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“. ხოლო ესევითარი ესე მშჳდობაჲ ამით მახჳლი-თა წარემართებოდა, რომლისათჳს აწ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა“. რამეთუ ვიდრემდის იყო მშჳდობაჲ შორის ჩუენსა და ვნებათა, ვიდრემდის კაცნი შეთქუმულ იყვნეს ბოროტთა ზედა, ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ არა იპოებოდა, არამედ უფროჲსად მტერობაჲ და განდგომილებაჲ ღმრთისაგან. ვინაჲთგან უკუე მოვიდა უფალი და მოჰფინა მახჳლი, განმკუეთელი ესევითარისა მის ბოროტთა ზედა შეთქუმულობისა და ეშმაკთა მიმართ და ვნებათა მშჳდობისაჲ, ყო ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ კაცთა შორის და შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა; ხოლო რომელთაცა არა ინებეს დაჴსნად მშჳდობისა მის ბოროტისა, რომელი აქუნდა მორჩილებად ეშმაკთა და მონებად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“ (5,6).:

..., სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნაჲ, ნეტარი იგი და მხოლოჲ ძლიერი მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ, მხოლოჲ იგი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა თანა მამით და სულით წმიდითურთ. „რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორი, ვითარცა ერთად, და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა“, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ ერთითა სულითა მამისა მიმართ, და იგი მექმნა ჩუენ პურად ზეცით მოსრულად და წყალ ცხოელ, რომლისა სწყუროდა ნეტარსა დავითს და იტყოდა: „ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო! ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ რამეთუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ვჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღთქუმული ესე მცნებაჲ უფლისაჲ და განუძღომელი იგი განძღომაჲ ესევითართა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს ღაღატყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა“.

ესე არს ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაჲ და ჭეშმარიტი კეთილი სიტყუაჲ და ძალი ღმრთისაჲ, რომელმან „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:

...ჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი მეძვისაჲო მოიგე შენ, ერო ჩემო“. არამედ იგი შესაკრე...

სრულად ნახვა