მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 44

ფსალმუნნი 44 განმარტებები

მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ...