მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 6:2

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს.2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 6
2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს?
ლუკას სახარების განმარტება თავი მეექვსე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა მღდელთაჲ ხოლო? 5. და ეტყოდა მათ: უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

იუდეველები ყოველგვარ დღესასწაულს შაბათს ეძახდნენ, ვინაიდან შაბათი ნიშნავს - სიმშვიდეს. ხშირად დღესასწაული ემთხვეოდა პარასკევს და ამ პარასკევსაც, დღესასწაულის გამო, შაბათს უწოდებდნენ. მერე კი თავად შაბათს უწოდებდნენ მეორე - პირველს, როგორც მეორეს მისი წინამორბედი სხვა დღესასწაულისა და შაბათის შემდგომ. მსგავსი რამ მოხდა მაშინაც და ამ შაბათს ეწოდა მეორე - პირველი. ფარისევლებს, რომლებიც ბრალს დებდნენ მოწაფეებს იმის გამო, რომ ისინი შაბათს ჭამდნენ, „მოსჭრიდნენ“, ანუ გლეჯდნენ თავთავებსა...

სრულად ნახვა
საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანთა ქების უარყოფა და ღვთის მიმართ მზერა (6:9):

...ებოთ ადამიანთაგან დიდებას, არამედ მხოლოდ იმ ერთადერთის გულისთვის, რომელიც გულთა და თირკმელთა გამომცდელია, ვაკეთოთ კეთილი საქმეები და უღმრთოებას გავექცეთ.

ამიტომაც ქრისტემ, ადამიანური დიდების ძიებას რომ არ გვასწავლიდა, მრავალი სხვის შემდეგ, საბოლოოდ ესეც თქვა: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი" (). შეხედე, როგორ სიტყვით „ვაჲ" გვიჩვენა, რა სასჯელი ემზადებათ ასეთ ადამიანებს. ეს „ვაჲ" სატირალი ძახილია; თითქოს მათ დატირის რა, (ქრისტე) ამბობს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი". შენიშნე გამონათქვამის ზუსტობა: არ თქვა უბრალოდ „კაცთა", არამედ „ყოველთა კაცთა". სათნო ადამიანს, რომელიც ვიწრო და საჭირველო გზით მიდის და ქრისტეს მცნებებს ასრულებს, ყველა ადამიანისგან ქებისა და აღტაცების დამსახურება შეუძლებელია, რადგან დიდია ბოროტების ძალა და მტრობა სათნოების მიმართ. ამიტომ უფალი, რომელმაც იცოდა, რომ მკაცრად სათნოებაში მოღვაწეს და მხოლოდ მისგან ქების მომლოდინეს შეუძლებელია ყველა ადამიანისგან ქებითა და კეთილი სახელით სარგებლობა, უბედურებს უწოდებს მათ, ვინც ადამიანური ქების გულისთვის სათნოებას უგულებელყოფს. ყველასგან ქება უდიდესი მტკიცებულება შეიძლება იყოს იმისა, რომ (საქებარნი) ცოტას ზრუნავენ სათნოებაზე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...(შდრ. მათ. 10,10); მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ; კაცისა მომწყლველცა იქმნებისა ესე? გულისხმა-ყავ, და არა თჳსისა თავისათჳს ყო შურის-გებაჲ იგი, არამედ მოძღურისათჳს, და კუალად, რამეთუ სრულიადი სრულებაჲ არა აქუნდა, არცა იყვნეს საზომსა მას, რომელსა მისწუდეს უკუანაჲსკნელ. ხოლო შენ უკუეთუ გნებავს პეტრეს მოთმინებისა ხილვაჲ, იხილე, ამისა შემდგომად რაოდენნი მოიწინეს მის ზედა ჭირნი, და ვიდრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი, რაჲთა ამის ჟამისა კაცთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).:

...სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ მათი. არამედ ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესე არს სასწაული მოთმინებისაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“; არამედ კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“. ამისთჳს აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუანი შენნი მივსცენ მათ, და სოფელმან მოიძულნა იგინი“, და იტყჳს კუალად მიზეზსა, რომლისათჳს ღირს არიან ფრიადსა ღუწოლასა მამისა მიერ: რამეთუ შენთჳს მოძულებულ იქმნესო და სიტყჳსა შენისათჳს, ამისთჳს ღირს არიან ყოველსავე პატივსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (16,2).:

...ათჳს მოიწეოდის ესე ყოველი თქუენ ზედა, ვი-თარცა პირველ გეტყოდე, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა“. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწეოდის ჟამი იგი, მოიჴსენოთ, რამეთუ ესე გარქუ თქუენ“ (16,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ოდეს ესე ყოველი იქმნას, მაშინ სცნათ, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ ჩემი ჭეშმარიტ იყო, და ამისთჳს გარქუ, რაჲთა არა მოულოდებელად მოიწიოს და შეგაშფოთნეს თქუენ, და რაჲთა არა იტყოდით, ვითარმედ: არა წინაჲსწარ ვიცოდეთ ყოველივე მომავალი. იჴსენებდეთ უკუე, ვითარმედ მე გარქუ თქუენ, და ვითარმედ ჩემთჳს გიზმენ ყოველსავე და მამისა ჩემისათჳს, და რამეთუ მეცა ესრეთ მიყვეს, და რამეთუ ყოველივე უჯეროებით არს და უშჯულოდ საქმჱ მათი.

სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს

და აწ ჩუენცა, საყუარელნო, ჟამსა განსაცდელისასა ამას ყოველსა ვიჴსენებდეთ და ვხედვიდეთ წინამძღუარსა მას და სრულმყოფელსა სარწმუნოებისა ჩუენისასა იესუს, და ვითარმედ სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ შურისათჳს და ანგაჰრებისა:

...იტაცეს რაჲ. ნუ დაემკჳდრებით მხოლონი ქუეყანასა ზედა, ტაძარნი დიდნი და შუენიერნი, და არა იყვნენ მკჳდრნი მათ შინა“. (ესაია 5, 8-9) ვიგლოვოთ ნაუმს თანა და ვთქუათ: ვაჲ მისა, რომელმან აღაშენოს სიმაღლედ სახლი თჳსი, და უფროჲსად ქრისტეს მეუფისა თანა ვთქუათ: „ვაჲ მდიდართა, რომელ მიუღებიეს სასყიდელი მათი“. ვიგლოვდეთ მათთჳს და ნუ დავსცხრებით. ვთქუათ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: ნუ იგლოვთ მკუდრისათჳს, არამედ მტაცებლისათჳს და ანგაჰრისა და ვეცხლისმოყუარისა და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათჳს, რომელთაჲ არა ეგების მოქცევაჲ? არამედ ვიგლოვდეთ ამათთჳს, რომელთაჲ შესაძლებელ არს მოქცევაჲ; გარნა რაჟამს ჩუენ ვიგლოვდეთ, მრავალგზის იგინი იცინიან, და ესე არს ღირს გლოვისა: რომლისა ტირილი ჯერ-იყო, იგი იცინის. რამეთუ უკუეთუმცა იგინი იგლოვდეს, ესე სასწაული არს განმართლებისაჲ. ვინაჲთგან უკუე უგულისხმოებასა შინა არიან, ამისთჳს უკუე ჩუენ ვიგლოვდეთ მათთჳს, არა ყოველთა მდიდართათჳს, არამედ რომელნი ვეცხლისმოყუარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ჴმარებაჲ სიმდიდრისაჲ, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ, ხოლო ანგაჰრებაჲ არს წარმწყმედელ და ბოროტ. ვიგლოვდეთ უკუე მათთჳს, ნუუკუე იქმნას რაჲმე სარგებელი, ნუუკუე დაღაცათუ დაც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მკუდართა ზედა, რამეთუ ესე საქმჱ ურწმუნოთაჲ არს, და რაჲთა ვიქმოდით შესუენებულთათჳს მოწყალებასა:

...ნ; ხოლო რომელთა ვიცით აღდგომისათჳს, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა უწყოდეთ, და რომელთა ღმრთისა შიში არა აქუს, არამედ კაცობრივისა საქმისათჳს იქმან, ჩუენ მას ღმრთისა შიშისათჳს არა ვიქმთ. და არა ფრიადსა საშჯელსა ღირს ვართა? რამეთუ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“, ; და მას გლოვასა არავინ იგლოვს თჳსისა სულისა ცხორებისათჳს, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩუენდა, ამას ვიგლოვთ.

არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: და ვის ძალ-უც კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსამე ესევითარისა? გარნა არა თუ მემცა ამას ვის ვაყენებდი, არა თუ ვიტყჳ, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთა ელმოდის, არამედ უშუერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მჴეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ, ვიცი, რამეთუ ბუნებაჲ იიძულების, და არა ეგების არაშეწუხებაჲ; რამე-თუ ესე ქრისტემან აჩუენა, ცრემლოვოდა რაჲ ლაზარეს ზედა, და შენცა უკუე ცრემლოვოდე, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკუეთუ ესრეთ სცრემლოოდი, არა ურწმუნოებისა სახე არს ესე, და არა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისაჲ იგლოვ, არამედ რამე-თუ ვერ იტჳრთავ განყოფასა მას; რამეთუ რაჟამს გზასაცა წარვიდოდიან თჳსნი ჩუენნი, მწუხარე ვიყვნით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...თმოყუარებისათჳს

ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რამეთუ მწყემსი არს ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა:

...ი სათნოებაჲ მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ იგი დიდსა მას საზომსა ამან მიაწია. და არარაჲ არს სწორ სიმშჳდისა და სიმდაბლისა, ამისთჳს ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ ვითარცა საფუძველი სათნოებათაჲ ესე აჴსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. ; და შეუძლებელ არს თჳნიერ ამისა ცხორებაჲ, არამედ გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რასაცა იქმოდის ზუაობით, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა, არამედ უკუეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმჱ მისი პატივოსან არს.

მოვიგოთ უკუე სიმდაბლჱ, საყუარელნო, რამეთუ უკუეთუ გჳნდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათჳს ჰზუაობ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა და გონებისა ცთომილებასა? მოიჴსენენ ცოდვანი შენნი. უკუეთუ კულა სათნოებანი გქონან და მათთჳს ჰზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე, რამეთუ უკუეთუ გლახაკთა მისცემ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა; და უფროჲსად სიმდაბლჱ გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვითა გულისხმა-ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა, რამეთუ უკუეთუ დღეს მდიდარ ვართ, შიშუელნივე განსლვად ვართ. ანუ რაჲ არს სიმდიდრჱ? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი თივისაჲ და ყუავილსა უუძლურჱსი. რასა უკუე ჰზუაობ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა“ (5,12).:

...და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

ხოლო ლუკა უმეტესადცა იტყჳს: „ოდეს განჴადონო სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა, გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი დიდ არს ცა-თა შინა“. არა დევნულებათა მათთჳს, რომელთა მოითმენდეს, და სატანჯველთათჳს ხოლო, არამედ გინებათა მათთჳსცა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა დიდსა სასყიდელსა განუმზადებს. ამისთჳსცა არა თქუა: რაჟამს გტანჯნენ თქუენ და მოგწყჳდნენ, არამედ: „რაჟამს გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“; რამეთუ ნანდჳლვე ყუედრებანი და შესმენანი და ბოროტისმეტყუელებანი უძჳრესადღა ტანჯვისა და გუემისა შეაწუხებენ გულსა, რამეთუ ტანჯვასა შინა მრავალნი ნუგეშინის-სცემდეს, მრავალნი აქებდეს და გჳრგჳნოსანჰყოფდეს, ხოლო ყუედრებათა შინა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ არა ეპოებოდა და უმეტესადღა შეაურვებდა მათ. და იხილეთ იობ, გოდოლი იგი შეურყეველი, რაჟამს ყოველივე მონაგები წარუწყმდა და მეყსა შინა უშვილო იქმნა და წყლულებაჲ იგი სასტიკი შეემთხჳა და მეუღლე განმამრავლებელ მწუხარებათა ზედაადგრა, ყოველივე ადვილად მოითმინა, ხოლო იხი...

სრულად ნახვა