1.პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,2.უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!3.კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.4.რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,5.რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს6.და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,7.რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,8.რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,9.რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.10.სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.11.და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.12.მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.13.მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.14.როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.15.არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.16.ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.17.თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.18.რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,19.არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,20.ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,21.რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.22.ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,23.როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.24.ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.25.ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.
პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა. წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა (1,1-2).
თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს...
მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და...
...ა. ნუ მეტყვი ძოწეულის სამოსზე, ნურც გვირგვინზე, ნურც ოქროს სამოსლებზე.ყოველივე ეს ჩრდილია და გაზაფხულის ყვავილებზე უფრო მდარე.რადგან, ამბობს, „ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ“ (), თუნდაც თვით სამეფო დიდებაზე ამბობდე.ამიტომ ამას ნუ მეტყვი; არამედ, თუ გსურს მღვდელსა და მეფეს შორის განსხვავება იხილო, თითოეულისთვის მიცემული ძალაუფლების ზომა გამოიკვლიე და დაინახავ, რომ მღვდელი მეფეზე ბევრად მაღლა ზის.რადგან თუნდაც სამეფო ტახტი ჩვენთვის ბრწყინვალედ ჩანდეს მასზე დამაგრებული ქვებისა და მის გარშემო შემორტყმული ოქროს გამო, მაინც მას წილად მხოლოდ მიწიერი საქმეების განგება ერგო და ამ ძალაუფლებაზე მეტი არაფერი აქვს; სამღვდელოების ტახტი კი ცაშია დაფუძნებული და ზეციერ საქმეთა განგება აქვს მინდობილი.ვინ ამბობს ამას?თვით ზეცათა მეუფე; რადგან ამბობს: **„რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შ...
...და კვლავ: „ვითარცა კუამლი, დღენი მისნი“ ().7და კიდევ: „განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა“ (; ).ამას ისე კი არ ვამბობ, თითქოს ადამიანის არსებას ვამცირებდე, არამედ უგუნურებას აღვირს ვდებ.რადგან ადამიანიც დიდია, და მოწყალე კაციც პატივდებულია.მაგრამ ეს ოზია, მეფე რომ იყო და გვირგვინი ედგა, რადგან მართალი იყო, ერთ დროს დიდად განიდიდა თავი; და როცა თავის ღირსებაზე მეტს ფიქრობდა, ტაძარში შევიდა.და მოისმინე, როგორ: შევიდა, როგორც წერილი ამბობს, წმიდათა წმიდაში, შემდეგ კი თქვა: „კმევა მსურს“.მეფეა და მღვდლობის უფლებამოსილებას იტაცებს.„კმევა მსურს, - ამბობს, - რადგან მართალი ვარ“.მაგრამ შენს საკუთარ საზღვრებში...
...ლი არ აქვს, არამედ იმით ამაყობს, რაც მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება. და მართლაც, განა რამ შეიძლება იყოს ამჟამინდელი ცხოვრების მთელ დიდებაზე უმნიშვნელო, როცა ის ბალახის ყვავილს შეედარება? "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (; ).
4. ქამის თავშეუკავებლობა და ნოეს შთამომავლობა (9:18)
ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დაბ 9:18–19). აქ შეიძლება ვიკითხოთ, რისთვის საღვთო...