1. დიდი კვირა და ერთი ენის საიდუმლო (11:1-2)
აი, ჩვენ უკვე მივედით წმინდა დიდი მარხვის დასასრულამდეც, მარხვის ცურვა დავასრულეთ და, ღვთის მოწყალებით, ბოლოს ნავსადგურსაც მივაღწიეთ. მაგრამ ამის გამო არ უნდა დავეცეთ უზრუნველობაში, არამედ კიდევ უფრო მეტი მოშურნეობა და ფხიზლობა გამოვიჩინოთ. მეზღვაურებიც, როცა უამრავ საზღვაო უფსკრულს გადალახავენ და უკვე აფენილი აფრებით, ზემოთ ამოტანილი ტვირთით ნავსადგურში შესვლას ემზადებიან, სწორედ მაშინ იჩენენ განსაკუთრებულ ყურადღებას და გულმოდგინებას, რათა...