1.უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.2.გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.3.ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.4.წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.5.თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.6.გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.7.გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.8.გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.9.მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.10.შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.11.როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.12.დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.13.თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.14.როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.15.დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.16.ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.17.დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.18.მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?19.რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!20.მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.
დიდად გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ გუშინაც სიხარულით მიიღეთ ლოცვის შესახებ სწავლება და დღესაც ასეთი მოშურნეობით მიისწრაფვით მოსასმენად. ეს ჩვენც უფრო მოშურნეებს გვხდის და გვაიძულებს, უფრო უხვი სულიერი ნადიმი შემოგთავაზოთ. ისევე როგორც მიწის მუშაკი, როცა ხედავს, რომ მისი ყანა უხვად აღმოაცენებს მასში ჩაყრილ თესლს და მდიდარ მოსავალს იძლევა, ყოველდღიურად არ წყვეტს ყოველგვარ ძალისხმევას, სათანადო მზრუნველობას იჩენს და დღედაღამ ზრუნავს, რომ მისი შრომა...
დიდი და გამოუთქმელი საუნჯეა, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავში და საჭიროა ყურადღებიანი გონება, ფხიზელი და მღვიძარე აზრი, რათა არაფერი გამოგვეპაროს ამ მოკლე სიტყვებში მოცემულიდან. კაცთმოყვარე ღმერთმა ხომ სწორედ იმიტომ არ ინება, რომ წერილში მოცემული ყველაფერი ადვილად გასაგები და ნათელი ყოფილიყო ჩვენთვის მაშინვე, უბრალო კითხვისას, — რომ ძილისგან გამოგვეღვიძა, და ჩვენ, დიდი ფხიზლობის გამოჩენით, მისგან სარგებელი მიგვეღო. ჩვეულებრივ, რაც შრომითა და ძიებით...
...ეტი მზრუნველობის ღირსი გახდება ზეგარდამო, თუ თავადაც სათნო იქნება. მაშ, რას ნიშნავს: „ერჩდა ჴმასა ჩემსა და დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი"? როცა ვუთხარი: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (), — მან ყოველივე, რაც ხელთ ჰქონდა, მიატოვა და უცნობისკენ გაეშურა, სულით არ შერყეულა, არ დაყოვნდა, არამედ სრული მზადყოფნით ჩემი ბრძანება შეასრულა და ჩემს ხმას დაემორჩილა. შემდეგ, რაღაც ბუნებაზე აღმატებულს ვჰპირდებოდი, როცა მისი ასაკიც აღარ აძლევდა იმედს, და არც თავად, არც დედაშენი — ვერც ერთი ვერ შობდა; მაგრამ, როცა ჩემგან ესმოდა, რომ მისი შთამომავლობა ისე გამრავლდებოდა, რომ მთელ ქვეყანას აავსებდა, — მაშინაც არ შეშფოთებულა ფიქრით, არამედ ირწმუნა. და ეს მას სიმართლედ შეერაცხა, რადგან ჩემი ძალა რომ ირწმუნა და ჩემს აღთქმებს მიენდო, ადამიანური უძლურების ზემოთ აღიმაღლა. შენი შობის შემდეგ კი, როცა დედაშენმა იწყინა ისმაელზე, მხევლისგან შობილზე, და სურდა იგი აგარითურთ სახლიდან გაეძევებინა, რათა შენთან საერთო არაფერი ჰქონოდა, — მამამთავარი, თუმცა მამობრივი სიყვარულით მისადმიც გარკვეულ მიდრეკილებას გრძნობდა, მაგრამ ჩემგან ბრძანება რომ მოი...
...ათნოებამ და მშობლებისადმი სიყვარულმა მამაც წამოყოლებას აიძულა.
როცა ხარანში მივიდნენ, იქ კარავი აღმართეს. ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ (ასე ერქვა მის მამას), ღმერთი კვლავ ბრძანებს იქიდან გამოსვლას. „გამოვედ, — ეუბნება, — ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა... და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (). ვინაიდან მთელ ოჯახთან ერთად ხარანში გადასახლდა, ბრძანების გამცემი, იქიდან გამოსვლას რომ უბრძანებს, დასძენს: „ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა", ამით აჩვენებს, რომ სურს, მარტო აღასრულოს მგზაურობა და თან არ წაიყვანოს არც ძმა, ანუ ნაქორი, და არავინ სხვა. „ქუეყანისაგან შენისა", — უთხრა ღმერთმა, — იმიტომ, რომ იქ არცთუ მცირე ხნის ცხოვრებით იმ მიწაზე საცხოვრებელი მოეწყოთ, თითქოს უკვე საკუთარ სამშობლოში. და, თუმცა ჯერ კიდევ მშობლებს დასტიროდა, თუმცა მაშინ მგზაურობა ბევრ სიძნელესა და უხერხულობას წარმოადგენდა, მაინც დიდი მოშურნეობით იჩქარა უფლის ბრძანების აღსრულებისკენ, ისიც კი არ იცოდა, სად დამთავრდებოდა მისი მგზაურობა. მართლაც, უფალმა არ უთხრა: წადი ამა თუ იმ მიწაზე, არამედ — „რომელიცა გიჩუენო შენ". და მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ასე განუსაზღვრელი იყო, მან, არაფრის გამოკვლევის გარეშე, აღასრულა ნაბრძანები. თა...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ეთ, რომელნი საგონებელ არიან, თუ სხუათასა უმეტესი მიეცა აქავე შუებაჲ და განსუენებაჲ. ვთქუათ აბრაჰამისთჳს. ისმინე, დაწყებასა მებრ ღმრთისმსახურებისა მისისასა რაჲ-იგი ღმერთმან ამცნო მას: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ“. არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: „გყო შენ ნათესავად დიდადო“. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა, ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემ-თხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული, და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა.
ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღესრულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი...