1.გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად.2.დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.3.გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.4.უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.5.გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.6.გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.7.იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.8.ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.9.დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.10.დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.11.უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.12.დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.13.მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.14.უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.15.მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.16.ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.17.თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.18.მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.19.არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში.20.მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:21.მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები.22.მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი.23.განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ.24.დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა.25.მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.26.მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.27.მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.28.წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.29.მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.30.უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.31.უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?
1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)
გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:
...მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.
ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმ...
1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13):
...ვ, — რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა"** (). რადგან იაკობი, სიმეონისა და ლევის ცნობილი საქციელის გამო ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი" (), — და ყველაფერში სულმოკლეობასა და დიდ შიშს ავლენდა, ამიტომ კაცთმოყვარე უფალი ახლა ეუბნება: შენ თქვი: „მცირე ვარ რიცხჳთ", მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი მისადაგებული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბობს, რომ ღვთაებას რაიმე ადგილით შემოსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, არამედ იმისთვის, რომ ამაშიც ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა შევიცნოთ. ამგვარ თხრობაშიც სულიწმიდის მადლი ადამიანურ სისუსტეს შეუწყნარდება. სიტყვები *...