1.როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე.2.და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ.3.ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ.4.ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:5.უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.6.მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.7.მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე.8.დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.9.ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!10.როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?11.ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.
12.შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.13.და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.14.მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.15.როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.16.და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?17.მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.
18.ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;19.დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.20.ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?21.ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.22.და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
23.როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა?24.იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას:25.ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?26.ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.27.და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
28.ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში.29.ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.30.მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა.31.ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში.32.ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი.
33.სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.34.და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.35.ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.36.ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.37.ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.38.მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.39.შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.40.მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?41.უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.42.უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.43.ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.44.ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.45.როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას.46.და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა მიეახლა იერუსალჱმდ და მოვიდა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“ (21,1-3).
მრავალგზის ამისა პირველადცა აღვიდა იერუსალჱმდ, გარნა ესევი-თარითა განცხადებულებითა და...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).
ამას საქმესა იოვანეცა წარმოიტყჳს, არამედ იგი დაწყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“...
1-5. და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი...
გილოცავ თქვენ, საყვარელნი ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კურთხევა ეკკლესიისა ამის თქვენისა. ვსთხოვ ღმერთსა, რათამცა წმიდა ეკკლესია ამიერითგან იყოს თქვენთვის წყაროდ სულიერისა მადლისა, ნუგეშინის-მცემელად, განმწმენდელად, განმანათლებლად და მაცხოვნებლად. კიდეც ვესავ ღმერთსა, რომელ იგი აღასრულებს ჩემსა ამას ვედრებასა. თქვენცა მისთვის დაშვერით და შეამკეთ, რათა სულთა თქვენთათვის; გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უკეთუ ჭეშმარიტად გსურსთ და მოელით, რომ ამ ეკკლესიამ მოგცესთ სულიერი მადლი და სიწმიდე,...
ძმანო ქრისტიანენო! თუმცა მე არა ერთ-გზის მიწირავს ამ თქვენს ძველს ეკკლესიაში, გარნა მოძღვრება და დარიგება ჯერედ ერთხელაც არ მომიცია თქვენთვის, ვითარცა სხვათა სოფლის ეკკლესიათა შინა, ჩვეულებისა და მოვალეობისამებრ ჩვენისა. ეს მოხდა მისთვის, რომელ წირვა ჩვენი აქა ყოველთვის დაემთხვია უბრალო, სანიადაგო დღეებში, როდესაც თქვენ იყავით მუშაობაში და მოსვლა საყდარში არ გცალოდათ. თუმცა დღესაც უბრალო დღე არის, მაგრამ დღეს მე განგებ დაგიბარეთ თქვენ წირვის მოსასმენად, რადგანაც მსურდა დღეს მაინც გადამეხადა...
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ...
კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი, და ზღუდე გარე მოსდგა მას,და ჰქმნა მას შინა საწნახელი, და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა ქვეყანისათა. (მათე 21, 33)
საყვარელნო ყრმანო, საერო და სასულიერო სასწავლებელთა მოსწავლენო! წარსულს წელიწადს, წინად სწავლის დაწყებისა დაგიბარე მე თქვენ წმიდასა ამას ტაძარსა შინა და მოგეცი დარიგება, მსგავსადვე ახლაც მსურს აღვასრულო ჩემი თქვენდამი მოვალეობა. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთთა მაინც თქვენგანთა ახსოვს ის სწავლა, რომელიც მოგეცი თქვენ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).:
...შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“, ; და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“, და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრულ და მეორისა - დასაბამ. რამეთუ აღსასრულ მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა, რომელ იტყჳს: „გიხაროდენ, ასულო სიონისაო, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდი“. ; ; ; ხოლო რომელ-იგი დაჯდა კარაულსა ზედა, მომასწავებელი იყო მომავალისა საქმისაჲ, ესე იგი არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთაჲ. ხოლო ვითარ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მოწაფენი წარავლინნა მოყვანებად კარაულისა და კიცჳსა მის“,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).:
...ძალ-ედვა ჯუარმცუმელთა მათ მისთა წამის-ყოფით ოდენ განჴმობად, ვითარცა ლეღჳ იგი განაჴმო, არამედ ნეფსით თავსიდებდა ყოველსავე.
და ვითარცა-იგი შევიდოდა რაჲ იერუსალჱმდ, წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად კარაულისა მის და ჰრქუა: „უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“,
ეგრეთვე აქა ჰრქუა: „არქუთ სახლისა უფალსაო: გეტყჳს შენ მოძღუარი: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“. გინა თუ ვითარცა ლუკა იტყჳს: „გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?“ და არა ესე ხოლო არს საკჳრველ, რომელ კაცმან უცნაურმან შეიწყნარა იგი, არამედ რომელ იცოდა, ვითარმედ შეწყნარებითა მისითა მტერობად თჳსად აღადგენდა ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და ფარისეველთა და მთავართა ერისათა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამეთუ სიტყუამან მან უფლისამან განაჴურვა გონებაჲ მისი.
ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთჳს სასწაული მისცა, ვითარმედ: „შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლი-თა ზეედგას; შეუდეგით მას სახედ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, განეშორა და წარვიდა იგი მარტოჲ“ (6,15).:
...სწაოს შეურაცხებაჲ სოფლისაჲ. ამისთჳს პილატეს ეტყოდა: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ქუეყანისაგან“. ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მეუფჱ შენი მოვალს“, ; ; ; მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.
სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ
ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“. ხოლო რაჲ არს უდარეს ყუავილისა და თივისა? დაღაცათუმცა არა ამაოჲ იყო, სულსა რაჲმცა არგო? არარაჲ! რამეთუ ავნებსცა უზომოდ და მონათა მონა-ჰყოფს მეძიებელთა მისთა. ხოლო არა უმჯობეს არს...