1.ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.2.იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.3.ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.4.და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი.5.ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.6.და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.7.ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს.8.განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.9.რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.10.ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.11.მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.12.სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.13.გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,14.მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ.
მოციქულისაჲ: ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი. მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით: ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ; ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოსა მას, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას და გამოჩინებასა მას მწყემსთმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი (5,1-4).
თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა,...
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. მისსა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (5,10-11).
თარგმანი: იხილე ვითარ მასვე დაწყებასა სიტყჳსასა ჰყოფს დასასრულ სიტჳსა. გარნა ხოლო მუნ ძისა მიერ იტყჳს შეწყალებასა ჩუენსა მამისა მიერ, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ შემიწყალნა ჩუენ. ხოლო აქა კუალად მამასა იტყჳს...
...ა ისინი. რადგან თუ ღმერთს „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () უყვარს, მაშინ, საპირისპიროდ, „ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.” ().
ამრიგად, ამპარტავნების ტოლი ბოროტება არაფერია; იგი ადამიანს ეშმაკად აქცევს, შეურაცხმყოფელად, ღვთისმგმობლად, ფიცის გამტეხად, სიკვდილთა და მკვლელობათა მოსურნედ ხდის.ამპარტავანი მუდამ მწუხარებებთან ერთად ცხოვრობს, მუდამ დრტვინავს, მუდამ მოუსვენარია; არაფერია ისეთი, რაც მის ვნებას გააძღობს; თუნდაც მეფე ნახოს, მის წინაშე თავსაც რომ ხრიდეს და თაყვანსაც სცემდეს, მაინც არ გაძღება, არამედ უფრო მეტად აღიგზნება.რადგან როგორც ვერცხლისმოყვარენი რამდენსაც მიიღებენ, იმდენად მეტს საჭიროებენ, ასევე უგუნურებაში ჩავარდნილნიც რამდენ პატივსაც მიიღებენ, იმდენად მეტს ესწრაფვიან; მათში ვნება იზრდება, რადგან ვნებაა, ხოლო ვნებამ საზღვარი არ იცის და მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა მის მქონეს მოკლავს.ვერ...
...ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“....