1.რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა.2.რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი.3.ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ.4.ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა.5.უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.6.ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.7.კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.8.ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.9.ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.10.ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ.11.ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა.12.რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა.13.გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა.14.და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა.15.ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა.
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა (8,1).
თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა...
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):
...ვიყუროთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, ვინც თავის თავზე მიიღებს ყველაფერს, რაც ღარიბთათვის კეთდება, ვინც ჯილდოს გვპირდება მოწყალებისთვის: მისკენ, მისკენ მიმართოთ გონება და მთელი გულმოდგინებით ვეცადოთ, უხვად ვთესოთ, სანამ დროა, რათა უხვი მოსავალიც მოვიმკოთ: ვინც, ნათქვამია, „სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს" (). მაშ, ნუ ძუნწი ხელით დავთესავთ ამ კეთილ თესლს, რათა თავის დროზე უხვად მოვიმკოთ. ახლა თესვის დროა: ნუ გავუშვებთ ხელიდან, რომ მიგების დღეს აქ დათესილის ნაყოფი მოვიმკოთ და ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ. ვერანაირი სხვა სათნოება ვერ ჩააქრობს ჩვენს ცოდვის ცეცხლს ისე, როგორც უხვი მოწყალება. იგი ჩვენს ცოდვებს ანადგურებს, ღვთის წინაშე კადნიერებას გვაძლევს და გამოუთქმელ სიკეთეთა ტკბობისთვის წინასწარ გვამზადებს. მაგრამ საკმაოდ ითქვა თქვენი აღშენებისთვის და იმის ახსნაც გავაკეთეთ, რომ მცირედის მიცემით, უფლისგან მეტს ვიღებთ. ჩვენი სიტყვა მოწყალების შეგონებისკენ გადაიხარა იმის გამო, რომ ვთქვით: პატრიარქმა ლოტს მიწის ნაწილი და თანაც საუკეთესო მიწაც კი დაუთმო, თავად კი უარესი აიღო და ამისთვის ღვთისგან ისეთი უხვი ჯილდო მიიღო, რომ ღმერთმა მას ყოველგვარ გონებასა და წარმოდგენაზე აღმატებული აღთქმა მისცა. **„აღიხილენ თუალნი შენნი, — ნათქვამია...
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...უარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა თუ წარსაგებელი არს საქმე ეგე, სარგებელი არს და შესაძინელი, ვაჭრობაჲ არს კეთილი, სათესავი არს ნაყოფიერი. არა უწყია, ვითარმედ სადა თესლი იყოს, მუნ მკაჲცა იქმნების? ხოლო შენ უკუეთუ ყანისა ნაყოფიერისა თესვაჲ გენების, არა თუ შენი ოდენ სთესე, არამედ სხუათაგანცა ივასხი და ზღვევად გიჩნნ ესევითარისა ქუეყანისა თესვასა რიდობაჲ. ხოლო აწ წინამდებარე არს სათესავად ყანაჲ იგი ზეცისაჲ, რომელსა ვერ რომელი უწესობაჲ ჰაერთაჲ ავნებს, არამედ უეჭუელად ასეულად და ათასეულად მოგცემს ნაყოფსა. გცონის თესვად და ჰრიდებ; არა უწყია, ვითარმედ მრავალგზის რიდობაჲ მიზეზ იქმნის ზღვევისა, და არარიდობაჲ - მიზეზ შეძინებისა?
აწ უკუე განაბნიე საფასე, რაჲთა მრავალწილად შეიკრიბო. ნუ ჰმარხავ, რაჲთა არა წარსწყმიდო; წარაგე, რაჲთა შეიძინო; და უკუეთუ დამარხვაჲ გნებავს, ნუ დაჰმარხავ, რაჲთა არა ყოველივე წარსწყმიდო. მიანდვე ნამარხევი იგი ღმერთსა, რამეთ...