1.მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.2.და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.3.და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.4.და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.5.და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.6.და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.7.ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.8.და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.9.და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.10.აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.11.და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.12.და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.13.და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.14.და მასონ და იდუმა და მასე.15.და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.16.ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.17.და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.18.და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.19.და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.20.და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად21.და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა22.და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.23.და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.24.და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.25.და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.26.და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა27.აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.28.უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.29.შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.30.და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.31.და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.32.ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?33.ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.34.ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.
კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა...
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33)
გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:
...ა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.
ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა განკითხვისასა.
და კუალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს ისმინა უფალმან თხოაჲ იგი ეშმაკთაჲ და უბრძანა კოლტსა მას ღორთასა შესლვად? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ არა თუ მა-თისა სიტყჳსათჳს უბრძანა ესე უფალმან, არამედ ამასცა შინა გ...
3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11):
...და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას"** (დაბ 28:10–11). ხედავ გამოუთქმელ სიბრძნისმოყვარეობას? ხედავ, როგორ მოგზაურობდნენ ძველად? ადამიანი, სახლში გაზრდილი (კვლავ იმავეს ვიტყვი), ისეთი მომსახურებით სარგებლობდა რა, რადგან „კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა" — ნათქვამია (), — გზას რომ დაადგა, არც ასატვირთი ცხოველები მოითხოვა, არც ამალა, არც სამგზავრო მარაგი; არამედ გზას ადგება, თითქოსდა უკვე მოციქულურ მაგალითს მისდევდეს. როცა მზე ჩავიდა, იქ დაიძინა, სადაც ღამემ მოუსწრო. „მოიღო, — ნათქვამია, — ლოდი და დაიდვა სასთუნალად". ყურადღება მიაქციე ჭაბუკის მამაკაცურობას: ლოდი სასთუნალად გამოიყენა და შიშველ მიწაზე დაიძინა. სამაგიეროდ, ვინაიდან სიბრძნისმოყვარე სული ჰქონდა, მტკიცე გონება და ყოველგვარი ამქვეყნიური ამაოებისგან თავისუფალი იყო, საოცარი ხილვის ღირსი შეიქნა. ასეთია ჩვენი უფალი: როცა ხედავს კეთილგონიერ სულს, ამჟამინდელზე ცოტათი მზრუნველს, მის მიმართ დიდ განგებულებას გამოიჩენს.
4. იაკობის ხილვა კიბისა და ღვთის აღთქმანი (28:12–19)
მაშ, შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭვრეტს, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — თავად ღვთის გამოცხადების ღირსი ხდება. **„და ჩუენებასა იხილვიდა, — ნათქვა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:
...ოჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“, არამედ ღმერთმან უმანკოებისა მისთჳს იაკობისა ყოველივე მას განუმარჯუა და ყოველსა ზედა მძლე ექმნა ძმასა თჳსსა, მჴნესა მას და მეცნიერსა. ეგრეთვე იოსებ მშჳდი იყო და წრფელი და უაღრეს იქმნა ძლი-
ერთა მათ და მჴნეთა და მრავალღონეთა ძმათა თჳსთა. იყო დავითცა კაცი მშჳდი და წრფელი გულითა, და ძმანი მისნი უშუენიერესნი და უკეთესნი, არამედ არა სთნდეს უფალსა, ხოლო დავით სთნდა და მეფობაჲ წინაწარმეტყუელებითურთ მიანიჭა.
აჰა ესერა ჰხედავთ, ვითარმედ ზემოჴსენებულთა ამათ მშჳდთა, იაკობ და იოსებ და დავით, დაიმკჳდრეს ქუეყანაჲცა და ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსაცა; და ძუელსაცა შინა წერილსა იპოების ესევითარი ქებაჲ სიმშჳდისაჲ. ამისთჳსცა უფალმან მისვე წესისაებრ თქუა: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“. არა თუ სასყიდელად მშჳდთა ქუეყანაჲ ესე ხოლო ხილული დადვა, არამედ ამის თანა მერმესა მასცა დაუსრულებელსა ცხორებასა მიანიჭებს, რამეთუ ნიჭნი მი...