1.პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.2.ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.3.ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.4.მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.5.და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
6.იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.7.ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.8.არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.9.იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.10.სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.11.თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.12.ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,13.რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.14.და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.15.იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.16.და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.17.რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.18.ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.19.და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?20.და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.21.და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.22.და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?23.და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.24.და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.25.ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?26.მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,27.რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.28.ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.
29.ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.30.ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.31.და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.32.და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.33.და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.34.და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.
35.ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.36.და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ.37.და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს.38.მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?39.ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე.40.იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას.41.პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“.42.ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.43.ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე.44.ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა.45.პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.46.და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.47.იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.48.ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.49.მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.50.მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.51.და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).
სასწავლოდ ახლად მოსრულთა ყრმათა მოძღუარნი არცა მეყსა შინა ფრიადსა სწავლასა მიუთხრობენ, არცა დასდებენ მათ ზედა მძიმეთა ტჳრთთა სწავლისათა, არამედ მცირედ-მცირედ ასწავლიან მათ და ერთსა სიტყუასა მრავალგზის უთხრობენ, რაჲთა ესრეთ კეთილად შევიდენ სწავლანი იგი გონებად მათა, და რაჲთა არა შეშინდენ პირველვე დაწყებასა ფრიადთა მათ სწავლათაგან და იწყონ უდბებად. ხოლო მეცა ამისვე სახისათჳს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: განკრძალულად სმენისათჳს არღარად საჴმარ არს თქუმად, რამეთუ თქუენ სწავლაჲ ჩემი საქმით აღასრულეთ, რომელნიეგე ესრეთ მოსწრაფე იქმნენით შემოკრებად და სმენად სიტყუათა ჩემთა, ვიდრეღა შეაიწრეთ ერთმანერთი შემოკრებად აქა და სმენად კეთილად და არა განეშორენით, ვიდრემდის აღასრულეთ სულიერი იგი კრებაჲ.
და ესე ყოველი სახჱ არს სიმჴურვალისაჲ მის, რომელი აქუს სულთა თქუენთა, არამედ ამისთჳს გევედრები, რაჲთა ეგნეთ მაგასვე მოსწრაფებასა ზედა და...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).
უკუეთუმცა იოვანეს ეგულებოდა ჩუენდა მომართ სიტყუად და თჳსთა თქუმულთა თხრობად, ჩუენდა კეთილ იყო, რაჲთამცა ნათესავიცა მისი და აღზრდილობაჲ და მამული ვთქუთ. ვინაჲთგან უკუე არა იგი, არამედ ღმერთი მისითა პირითა იტყჳს ბუნებასა კაცთასა, აწ არა საჴმარ არს თქუმად ამისთჳს, და უფროჲსად ესრეთცა არავე უჴმარ არს, არამედ ფრიადცა საჴმარ. რამეთუ რაჟამს სცნა, თუ ვინ იყო და ვინაჲ, ანუ ვი-თარი, და მერმე გესმეს ჴმაჲ მისი და იხილო ესევითარი იგი სიბრძნე, მა-შინ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, რომლისა სახელი იოვანე“ (1,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა დაწყებასა სიტყჳსასა სიტყჳსათჳს ღმრთისა მოკლედ და ძლიერად და აწ შემდგომითი შემდგომად მოვიდა ქადაგსაცა თანა სიტყჳსასა, თანამოსახელესა თჳსსა იოვანეს. ხოლო შენ გესმეს რაჲ, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ნუსადა კაცობრივსა გულისხმაჰყოფ მის მიერ თქუმულთაგანსა, რამეთუ არარას იტყჳს თჳსსა, არამედ ყოველსავე მომავლინებელისასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“; ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამისთჳს, ჵ სასურველნო შვილნო, მცირედმცირედ დაგიგებთ თქუენ საშუებელსა მას წმიდათა წერილთასა და არა ყოველსავე ერთბამად გეტყჳთ, რაჲთა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქუმულთა მათ დამარხვად. რამეთუ რომელი-იგი კედელსა აღაშენებნ, და ვიდრე ერთი ქვაჲ არა დაამტკიცის, სხუაჲ დადვის თუ მის ზედა, იგი უჴმარსა კედელსა აღაშჱნებს, ხოლო რომელი პირველ დადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს და...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთი კაცთმოყუარე არს და ქველისმოქმედ, საყუარელო, და ყოველსავე ღონესა ეძიებს, რაჲთამცა სათნოებითა შემკულ ვიყვენით ჩუენ, და ამისთჳს იძულებით და უნებლიაჲთ არავის მოიყვანებს სათნოებად, არამედ კეთილის-ყოფითა და ნებსით მოიზიდავს მისა მიმართ. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელთამე შეიწყნარეს იგი და რომელთამე - არა, რამეთუ არცა ერთისაჲ ჰნებავს, რაჲთამცა უნებლიაჲთ დაიმონა, არამედ ნებსითთა ეძიებს, რომელნი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ პირველნი იგი სიტყუანი გაჴსოვდენ, გულსმოდგინებით აღვაშენოთ ნაკლულევანიცა იგი, ვითარცა წარმართებულნი და განმარჯუებულნი, რამეთუ უკუეთუ პირველთქუმულნი იგი გაჴსოვდენ, თქუენცა კეთილად ისწაოთ ყოველივე და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შემამთხჳოთ, რამეთუ რომელი პირველსწავლულსა წარსწყმედდეს, მას მარადის ეჴმარების მასწავლელი და ვეროდეს იქმნას სწავლულ. ხოლო რომელი სწავლულსა დაიმარხვიდეს და ესრეთ სიტყუასა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე მძიმედ აღგიჩნდა პირველი სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ გაყუედრეთ უდბებისათჳს? არამედ უკუეთუმცა ჩუენისა თავისათჳს რასმე დაგიმძიმებდი, სიტყუაჲმცა გაქუნდა. ვინაჲთგან უკუე თქუენისა უმჯობესისათჳს ვიქმ ყოველსავე, რაჲსათჳს იყოს დამძიმებაჲ? და არა უფროჲსად მმადლობდეთ სიყუარულისა მისთჳს, რომელი მაქუს თქუენდა მიმართ? რამეთუ მეშინის, ნუუკუე მე ვშურებოდი და...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა ვითხოვ თქუენ ყოველთაგან, ვიდრეღა არა მიწყიეს სიტყუათა ამათ სახარებისათა, და ნუ ურჩ მექმნებით თხოვასა ამას, რამეთუ არცა მძიმესა რასმე ვითხოვ, არცა ჩემისა თავისა სარგებელად, არამედ თქუენთჳს. რამეთუ ესე არს თხოვაჲ ჩემი, რაჲთა ყოველთა შაბათთა, რომელთა წარგიკითხავ და გამოგითარგმანებ სახარებისა სიტყუათა, წინადღით აღიღებდეთ და აღმოიკითხვიდეთ თჳსაგან თითოეული და გამოეძიებდეთ ძალსა მათ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ამაოდ ვშურებითა, ნუუკუე ქვათა ზედა ვსთესავთა, ანუ გზასა ზედა, ანუ ეკალთა შინა? რამეთუ მეშინის ფრიად, ნუუკუე უჴმარ იქმნეს და უნაყოფო მუშაკობაჲ ჩუენი. და ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მე რაჲ მევნების უნაყოფოებისა მისგან, არამედ თქუენისა სიყუარულისათჳს, რამეთუ არა ესრეთ არს ჩუენი სამუშაკოჲ,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (1,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ვიტყოდეთ, ვითარმედ იოვანეს ენება დაჴსნად ძიებაჲ მათი, რომელთა ეგულებოდა ძიებად, თუ ვითარ, რომელ უფალი უკუანაჲს მოვიდა ქადაგებად, და უპირატეს და უბრწყინვალეს მისა იქმნა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, და ერთი ესე არს მიზეზი, ხოლო თქუა მეორეცა მიზეზი, რომელსა აწ ესე იტყჳს:
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).
სახელთა და სიტყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ კაცთაჲ უდები არს და მოსწრაფე წარწყმედისა მიმართ; არა თუ თჳთ ესრეთ დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, არამედ სიბოროტისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა. ამისთჳს ფრიადი უჴმს სწავლაჲ; რამეთუ ქუეყანამან ერთგზის რაჲ მიიღის თესლი, მეყსეულად გამოიღის ნაყოფი, და არა უჴმნ მეორედ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პოვა მან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: ქრისტჱ. და მოიყვანა მან იესუჲსა“ (1,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთმან დაჰბადა რაჲ დასაბამსა კაცი, არა უტევა იგი მარტოდ, არამედ მისცა მას შემწედ დედაკაცი, რამეთუ იცოდა, ვი-თარმედ ფრიადი სარგებელი იქმნებოდა ერთობისა მისგან. დაღაცათუ ქველისმოქმედებაჲ იგი დედაკაცმან მან ბოროტად იჴმარა, არამედ უკუეთუ ბუნებაჲ ვინ გულისხმა-ყოს კეთილად, ფრიადი სარგებელი პოვოს ერთობისა მისგან. და არა ცოლსა ზედა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“ (1,49-50).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო, რაჲ-თა სიღრმჱ წმიდათა წერილთაჲ გულისხმა-ვყოთ, რამეთუ ესრეთ უშრომელად არა იქმნების გულისხმის-ყოფაჲ მათი, არამედ გჳჴმს ლოცვაჲ მჴურვალჱ და მოსწრაფებაჲ დიდი, რაჲთა გულისხმა-ვყვნეთ სიტყუანი იგი. რამეთუ აჰა ესერა დღესცა არა...
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს::
...ს მიმართ; იმ სიმაღლეების მიმართ, რასაც მიაღწია კაცობრიობამ ანტიკურ ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა საშუალებით.
პირველი, ვინც წინ აღუდგა ამ მიმართულებას და ანტიკურ ლოგოსს - სიტყვას ქრისტიანული სული შთაბერა, იყო წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. გავიხსენოთ როგორ იწყება მისი სახარება: „პირველითგან იყო სიტყვა“ (ლოგოსი) ().
ამიტომაც კლიმენტი ალექსანდრიელი ითვლება მოციქული იოანე ღვთისმეტყველის მოწაფედ და მიმდევრად. მისი წიგნი „სტრომატები“ არის მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც ავტორი იცავს ჭეშმარიტ ფილოსოფიას და მიიჩნევს მას მაღალ სულიერ და ინტელექტუალურ ღირებულებად.
მკვლევარები კლიმენტი ალექსანდრიელის ნაწერებში ხედავენ ერთ მთელად ქცეულ სამ ძირითად საწყისს, რომელმაც მშვენიერ შედეგი გამოიღო: 1) წმიდა წვრილი, 2) ღვთისმეტყველური გონებით დანახული და გაანალიზებული ძველი ფილოსოფია, 3) პირადი სულიერ-მისტიური მოღვაწეობა.
კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, ღმერთი და ჩვენი ყოფის ღვთაებრივი აზრი რწმენისა და გონების გადაკვეთაზე უნდა ვეძიოთ. მას აქვს ასეთი შესანიშნავი გამოთქმა: „როგორც წმიდა ზეთი იღვრებოდა აარონის თავიდან წვერზე და მისი სამოსლის ბოლოებზე, ასევე ჭეშმარიტების ღვთაებრივი მირონი ლოგოსისგან - მარადიული პირველმღვდელმსახურისგან თავდაპირველად გარდამოედინებ...
...ს გამო გამოიჩინა ასეთი შემწყნარებლობა, შეხედე ქუხილის ძეს, როგორ ის, როცა კაცთა მოდგმამ სრულყოფილებაში წარმატებას მიაღწია, უკვე არა ამ გზით, არამედ სხვით მიდის, მსმენელებს უმაღლესი სწავლებისკენ მიმავალი გზით. იმის თქმის შემდეგ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი" (), მან დაუმატა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (). როგორც აქ ეს გრძნობადი ნათელი, უფლის ბრძანებით წარმოქმნილი, ხილულ წყვდიადს განდევნიდა, ისე სულიერი ნათელი ცთომილების წყვდიადს განდევნიდა და ცთომილებაში მყოფთ ჭეშმარიტებისკენ მოაქცევდა.
3. ღვთის შემწყნარებლობა და პირველი დღე (1:4-5)
მაშ, დიდი მადლიერებით მივიღოთ საღვთო წერილის სწავლებანი, ნუ აღვუდგებით ჭეშმარიტებას წინ და ნუ დავრჩებით წყვდიადში, არამედ ვისწრაფოთ ნათლისკენ და ვაქმნიოთ ნათლისა და დღის ღირსი საქმენი, როგორც პავლეც მოუწოდებს და ამბობს: „და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით", და „განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი" (რომ 13:12–13). „და უწოდა, — ამბობს (წერილი), — ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე". მაგრამ ჩვენ თითქმის გამოვტოვეთ რაღაც; უნდა დავბრუნდ...
...ლებით გამოცხადებულსა, ხოლო ერთსა სამებისაგანსა, ძესა მხოლოსა ორითა ბუნებითა, ერთ ხატად შეურწყმელად, რომელი უწინარეს საუკუნეთაჲსა შეუცავითა მით ღმრთეებისა ბუნებითა იყო მამისა თანა.
ვითარცა ოხრის ნესტჳ იგი ღმრთისმეტყუელებისაჲ და ჭური სიწმიდისაჲ, მიმთხრობელი უჟამოსა მას არსებასა, და იტყჳს: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“, ესრეთ აღამაღლებს გონებათა ჩუენთა პირველისა მის მიმართ, რომლისა მიწდომაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ რაოდენცა ამაღლდეს გონებაჲ სიმაღლისა მიმართ ჟამთაჲსა, პირველ იგი უმაღლეს იპოვების.
არამედ მოვიყვანოთ გონებაჲ თჳსავე სადგურად და ვისმინოთ ამისვე საღმრთოჲსა მახარებელისაჲ, რამეთუ პირველადვე მოგჳთხრობს მიუწდომელსა მას და უსაზღვროსა არსებასა და კუალად ღაღადებს უცნაურსა მას საიდუმლოსა და მიზეზსა ჴსნისა ჩუენისასა, სავსესა ყოვლითა საშინელებითა, და იტყჳს: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“.
ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი პირველითგან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“, და სავსებისაგან ღმრთეებისა მის...