მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:24

23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.25. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
სახარებაჲ მათესი თავი 15
24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩუენა სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა: „შემიწყალე მე, უფალო!“ და არარაჲ მიუგო უფალმან; არავე უდებ იქმნა იგი, არცა სასოებაჲ წარიკუეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა, მოაჴსენეს მისთჳს იესუს, და მიუგო მათ სიტყუაჲ, უფროჲსადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაჲ ესე დედაკაცსა მას, ნუუკუე წარიკუეთაა სასოებაჲ ანუ დაიდუმა ვედრებაჲ? ნუ იყოფინ! არამედ უმჴურვალესნი სიტყუანი წარმოთქუნა.

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვყვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხჳნეთ თხოასა მას, მეყსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთ ყო, არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთჳს და არა მიემთხჳნეს თხოასა მას, არავე დაიჴსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაჲ და ურცხჳნელობაჲ კეთილი, მიუჴდა და თაყუანის-სცემდა და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

რაჲ არს ესე, დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთაჲსა გაქუს კადნიერებაჲ? კადნიერებაჲ არცა ერთი მაქუსო, არამედ მრავლითაცა სირცხჳლითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკუეთ სასოებასა, არამედ ვევედრები, ვიდრემდის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:21-28 — ქანანელი დედაკაცის რწმენა:

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა...

სრულად ნახვა
მოძღვრება მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა (მათ. 15, 22-28).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი, შეურყეველი სარწმუნოება, გონიერება, სიმდაბლე და სიმშვიდე გამოიჩინა უბრალო სოფლის ქალმა წინაშე იესო ქრისტესა! იგი იყო ქანანელი, მაშასადამე, წარმართი. იგი სცხოვრებდა საზღვართა ზედა ურიასტანისათა, გაგონილი ქონდა იესო ქრისტეზე და მისთა სასწაულთა ზედა, იქნება კიდეც ნახა იგი მან ოდესმე და გაიგონა მისი სწავლა, ამისთვის მის გულში გაჩნდა შეურყეველი სარწმუნოება იესო ქრისტესადმი. ამ უბრალო, უსწავლელმა ქანანელმა დედაკაცმა აჯობა სარწმუნოებით თვით ურიცხვთა სწავლულთა, მწიგნობართა, ერის მოძღვართა, რომელნი ყოველდღე ხედვიდენ იესო ქრისტეს, კიდეც იცოდენ წიგნთაგან...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...ნ"** (), — თითქოს ამბობდნენ: გვიხსენი ამ მოსაბეზრებლისგან, გაგვათავისუფლე მისი ყვირილისგან. რა უპასუხა უფალმა? მათ ეგონათ, რომ მე უმიზეზოდ ვდუმვარ და პასუხით არ ვაღირსე? მოისმინეთ: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (). განა არ იცით, რომ ეს ქალი უცხოტომელია? განა არ იცით, რომ მე თქვენც გიბრძანეთ — წარმართთა გზაზე არ წასულიყავით? მაშ, რატომ უგამოცდელად გინდათ ასეთი თანალმობის გამოჩენა? შეხედე ღვთის განგების სიბრძნეს: მაშინაც კი, როცა უკვე კეთილინება პასუხის გაცემა, თავისი პასუხით მდუმარებაზე უფრო ძლიერად შეარხია იგი და, ასე ვთქვათ, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, სურდა რა, თანდათან ეიძულებინა იგი, ისე ისაუბროს, რომ მოწაფეებმა, რომლებმაც იგი არ იცნობდნენ, მასში დამალული რწმენა დაენახათ. ქალს სული არ დაუკარგავს, მოშურნეობა არ დაუკარგავს მას შემდეგაც, რაც დაინახა, რომ მოწაფეებმაც მეტი ვერაფერი გააკეთეს, და თავის თავს არ უთქვამს: თუ მათ ვერ შეძლეს თავიანთი შუამდგომლობით ჩემთვის ღვთის მოწყალების მოპოვება, მაშ, რატომ ვხარჯავ ძალას ამაოდ? პირიქით, თითქოს ცეცხლში იწვოდეს, აალებული სულითა და შემუსვრილი გულით, მიეახლა, თაყვანი სცა და თქვა: **„უფალო, შემიწყ...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის დაყოვნება მართლის განდიდებისთვის (16:3):

...ის სწავლება, რა ნაკლებად ესმოდათ მისი კაცთმოყვარეობა, ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ქალის გულსაც შეარხევდა, სულის სიმტკიცე რომ არ ჰქონოდა, მხურვალე სურვილი და ძლიერი მოშურნეობა, და მოწაფეთა შუამდგომლობასაც შეაჩერებდა. „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, — ამბობს, — გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (). და მართლაც, მოწაფეებმა ამის შემდეგ შეწყვიტეს ქალისთვის ვედრება; მაგრამ ის არ დანებდა, — პირიქით, კიდევ უფრო შეუპოვრად ევედრებოდა. ასეთია მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულმოდგინებით მოდის: ყურადღებას არ აქცევს იმას, რასაც ეუბნებიან, არამედ მხოლოდ ერთზე ფიქრობს — როგორ მიაღწიოს სასურველს. სწორედ ასე მოიქცა ეს ქალიც. ის სიტყვები რომ მოისმინა, ისევ თაყვანს სცემდა, როგორც წერილი ამბობს, და ეუბნებოდა: „უფალო, შემიწყალე მე!" (). ის იცნობდა მეუფის გულმოწყალეობას, ამიტომაც ასეთ დაჟინებას იჩენდა. შეხედე კვლავ, რა ბრძენია მეუფე და რა საკვირველად წარმართავს საქმის მიმდინარეობას: ახლაც არ დაიხრება ქალის ვედრებისკენ, არამედ კიდევ უფრო მკაცრ და ხისტ პასუხს აძლევს. მან იცოდა ქალის სულის სიმტკიცე და სურდა, რომ არამხოლოდ ფარულად მიეღო ქველმოქმედება, არამედ, რომ მოწაფეებმაც ამ შემთხვევიდან შეი...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათდა, რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა (15,27).:

...5,27).

თარგმანი: განაცხადებს ვითარმედ არა ხოლო ვითარცა მოწყალებისა, არამედ ვითარცა თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მო არიან.

მოციქულისაჲ: ესე აღ თქუენ მიერ სპანიად (15,28).

თარგმანი: ვითარცა წარუველ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? - ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართთაჲ იქმნა საშურვებელად მათდა (11,11).:

...აჲ არა იქმნებოდაა?" —არა ვიტყჳ, ვითარმედ ყოვლად არა იქმნებოდა, არამედ არა ესრეთ მსწრაფლ იქმნებოდა, რაჲთამცა ვიქმნენით უკუანანი წინა, შემდგომნი —პირველ, მებოძირთანი — მეინაჴე, მეათერთმეტისანი — სწორ პირველთა; რამეთუ ჩუენ ზედა აღესრულებიან ყოველნი ესე იგავნი სახარებისანი; ვინაჲთგან "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარო" (), და "მივედით, — ნუ ლიტონითა მისლვითა, — არამედ უფროჲსღა მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), რამეთუ მათდა მოვიდა უფალი, მათ მიუვლინნა მოციქულნი, ხოლო იგინი რაჲ ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, მათ წილ ჩუენ გჳწოდა, და აწ ჩუენ ვართ პირმშო პირმშოთა მათ, ოდესცა მოიქცენ; დაღაცათუ მოციქული მითვე პირველითა ჩუეულებითა ჰურიასა პირველად იტყჳს, და მერმე — წარმართსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! (11,12).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჟამერთ დაყოვნებამან ჰურიათა რწმუნებისამან და ჰურიასტანით განსხმამან ქადაგთამან განამდიდრა სოფელი მრავალთესლთა წარმართთა მიერ, რაოდენ არა უფროჲს სავსება ექმნეს სოფელსა შემდგომად წარმართთასა მოქცევაჲ ჰურიათაჲცა. ხოლო ამას ყოველსა ი...

სრულად ნახვა
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და წინაჲსწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა (1,11).:

...ცხორებაჲ ჩუენი, ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან ყოველივე შექმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისსა შემდგომად იტყჳს "ზრახვისაებრ ნებისა მისისასა", ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჰურიათა ეტყოდა აღსაშენებელად მათდა, ვითარმედ: "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), არამედ ნუვინ ჰგონებს თუ ჰურიათა განდგომისათჳს იქმნა ცხორებაჲ წარმართთაჲ, რომელი-იგი წინა-განჩინებულ იყო ნებითა ღმრთისაჲთა, ხოლო იქმნა თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი ჯერ-იყო ქმნად.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).

თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...ან. 5,21) და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმართ? არამედ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამაო არს სიტყუაჲ იგი, სიტყჳსა მისთჳს, რომელი პირველ თქუა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათთჳს წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა“. და უჩუენებს ამისთჳს, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. ხოლო უკუეთუ სიმდაბლისა სახითა ესრეთ თქუა, ნუ გიკჳრს, რამეთუ ყოველსავე იქმოდა მათთჳს, რაჲთამცა უფროჲსად აღაშენნა, რამეთუ იგინი მას ზედა აღეშენებოდეს. და კუალად შემდგომად მათ ნათესავთა დაარწმუნებდა გარდამატებულებითა მით სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა იტყოდა. ხოლო რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ყოველთა ჴორციელთაჲ“, რამეთუ არა თუ ყოველთა ჰრწმენა? გარნა ესე არა ამისი არს ბრალი, არამედ მათი, რომელთა არა ისმინნეს სიტყუანი მათნი. რომელთაცა ისმინნეს, ცხოვნდეს, ხოლო რომელთა არა ისმინნეს, მათ ნეფსით წარიწყმიდნეს თავნი თჳსნი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ კაცობრივ იტყჳს აქა, რამეთუ პირველთქუმულთა მათ მიზეზთათჳს იქმს ამას, რამეთუ მარადის ეკრძალებოდა თქუმად თავისა თჳსისათჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

...მისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).:

...დეს მოციქულნი, ვითარმედ: „თქუენდა ჯერიყო თქუმად სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე უღირსად გამოა-ჩინებთ თავთა თქუენთა, ამისთჳს მივიქცეთ წარმართთა მიმართ“. და ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. ვინაჲთგან უკუე მათ არა ისმინეს, ამისთჳს განუღო კარი წარმართთა. და ესრეთცა არა განზრახვით, არამედ გარეწარად მივიდა მუნ, წარჰვლიდა რაჲ; მი-უკუე-ვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.

ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...ეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“. და ამას ყოველსა ზედა ესრეთ დაიბრმნეს თუალნი მათნი და დაიყვნეს ყურნი მათნი და არა მოვიდეს ყოვლადვე ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ.

ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა ესევითარი, არცა ოდეს სიტყუანი საღმრთონი ასმიოდეს, არცა თუ სიზმრივ ეხილვნეს ესევითარნი საქმენი, არამედ მარადის ზღაპართა და უკეთურებათა შექცეულ იყვნეს, მსახურებასა ღმერთთა მტყუართასა, ძელთა და ქვათასა, რომელნი უშჯულოებითა თაყუანის-იცემებოდეს, და ესევითარნი იგი მეყსა შინა, ვი-თარცა ზეცით გამოსრულნი, ესრეთ ბრწყინვალედ გამოჩნდეს. ხოლო სადაჲთ იქმნა ესე და ვითარ, ისმინე პავლესი, რამეთუ მან ნეტარმან ფრიად გამოიძია საქმე ესე და პოვა მიზეზი მისი და გუასწავა. ისმინე უკუე მისი, რომელი იტყჳს მიზეზსა ესევითარისა მის სიბრმისა მათისასა და ღაღადებს, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“,...

სრულად ნახვა