1.პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.2.და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,3.რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან.4.მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა.5.ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.6.ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე!7.და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი.8.და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა.9.და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა;10.იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა.11.და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.12.ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?13.ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი.14.ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა.15.ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე.16.და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა.17.და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა.18.ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.19.შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი,20.რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ,21.რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა.22.რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ.23.და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან.24.და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ.25.რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.26.თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით...
...ჳსისა თანა“, ხოლო აქა თჳთ ადიდებს მამასა, რამეთუ რა-ჟამს გამოჩნდეს ფრიადი იგი ძალი ძისაჲ, მაშინ მამაჲცა იდიდების. ხოლო რაჲ არს იგი, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა“? ესე იგი არს, რომელსა იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე!“ რამეთუ ყოველნი სასწაულნი რომელნი ქმნნეს, იგი იქმოდა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ იყო მათ თანა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უფლებასა ამას, რამეთუ სხუათა მიერ იგი იქმს? ვითარ უკუე ცუდადმეტყუელებენ უკეთურნი, ვითარმედ მას თჳთ შეწევნაჲ უჴმდა? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მამისა მივალ“, ესე არს, ვითარმედ: არა წარვწყმდები, არამედ ჩემსა პატივსა შინა ვჰგიე და ცათა შინა ვარ. ხოლო ამას ყოველსა ნუგეშინისსაცემელად მათა იტყოდა, რამეთუ ვინაჲთგან არღა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და შეწუხნებოდეს, ამისთჳს აღუთქუამს, ვითარმედ: მე მარადის ცხოველ ვარ, და რაჲცა ითხოვოთ, მოგცე თქუენ, და უჩუენებს, ვითარმედ ეგოს იგი უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმ...
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:
...მცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთადა? ჰე, ჭეშმარიტად; რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროჲცამცა უხუებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთჳს პეტრეს არა სირცხჳლ-უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროჲსად იქადოდა და იტყოდა: „ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, მიგცეთ შენ“. აწ უკუე პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო: აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი ანუ მკუდარნი, არამედ: „განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.
და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს...
...ძლიერებდა და აცოცხლებდა მათ მოშურნეობას. აი, თვითონ ნეტარმა პეტრემ, როცა დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველანი უკვირდათ და აღფრთოვანდნენ, თავისი ჩვეული გულწრფელობით ბრძანა: "კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). რატომ, ამბობს, ასე გაოცდით და გაკვირდით ამ მოვლენით? განა ჩვენ თავად მოვახდინეთ ეს, განა საკუთარი ძალით დავუბრუნეთ მას ჯანმრთელობა და სიარულის უნარი მივეცით? "ჩუენ რაჲსა გუხედავთ?" ჩვენ, ჩვენი მხრივ, არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენი ენა ვიხმარეთ (სიტყვების წარმოსათქმელად); ყველაფერი უფალმა და ბუნების შემოქმედმა მოაწყო. მან, "ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან", რომელთაც თქვენ პატრიარქებად პატივს მიაგებთ; მან, "რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი"; მან მოახდინა ეს; მან, რომელიც, **"წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მის...