1.ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.2.ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.3.მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.4.რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.5.რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),6.ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.7.მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.8.მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.9.მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის.10.რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?11.და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.12.ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.13.ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.
მოციქულისაჲ: ხოლო ნაკერპავთა მათთჳს ვიცი, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გაქუს (8,1).
თარგმანი: მიზეზი ნაკერპავთათჳს მხილებისაჲ ესე არს, რამეთუ რომელნიმე სრულნი იყვნეს სარწმუნოებითა და იცოდეს, ვითარმედ "არა შემავალი შეაგინებს კაცსა", და ვითარმედ კერპნი ქვანი და ძელნი არიან და არარა. ამისთჳს უკრძალავად შევიდოდეს ტაძრებსა კერპთასა და ჭამდეს ნაკერპავსა. და ესე საქმე თჳთ მათ სრულთაცა ავნებდა, რამეთუ ტაბლასა ეშმაკთასა ეზიარებოდეს და უსწავლელთაცა ავნებდეს, რამეთუ არა გამოიძიებდეს იგინი თუ გრილითა...
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).
თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა,...
...ამიტომ, როცა ეს ვიცით, ჩვენს მსჯელობას აღვირი დავადოთ; ნუ გადავცდებით ცოდნის იმ საზღვრებსა და ზომებს, რომლებიც ჩვენთვისაა მოცემული. რადგან ამბობს: „უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ.“ ().ამ სიტყვას მხოლოდ ღმერთზე კი არ ვამბობ, არამედ ყოველ საგანზე.აბა, მიწის შესახებ რისი გაგება გსურს?რა იცი, მითხარი?რამდენია მისი ზომა?რაოდენია მისი სიდიდე?როგორია მისი მდებარეობა?რა არის მისი არსება?როგორია მისი ადგილი?სად დგას და რაზე?მაგრამ ამათგან ვერაფერს იტყოდი.აი, ის კი შეგიძლია თქვა, რომ მიწა ცივია, მშრალია და შავი, მაგრამ ამის იქით არაფერი.მაგრამ ზღვის შესახებ?...
...12). და თვით ქრისტეც ამბობს: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ“ ().სხვაგან კი კვლავ პავლე ამბობს: „ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ“ ().სწორედ ამიტომაც იგი გამუდმებით, აქეთ-იქით, საკუთარ თავს „მოწოდებულს“ უწოდებს და აჩვენებს, რომ თვითონ არ შევარდნილა წინ, არამედ ჯერ მოწოდებულ იქნა.ასე ამბობს სხვაგანაც: „ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ“ ().არ უთქვამს: „მივწვდი“, არამედ თქვა: „წევნულ ვიქმენ“ ().მაგრამ როგორ ამბობს იგი: „რა არს კაცი“ ()?თუმცა სხვა ამბობს: „დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე“ ().და კიდევ ს...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ტიმ. 4,1-3) ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.
ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწ...