1.ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:2.მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.3.ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.4.და როცა მოვა სარდალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.5.ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.6.მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.7.მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.8.იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.9.წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.10.ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.11.დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.12.სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.13.მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.14.სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
მოციქულისაჲ: ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი. მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით: ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ; ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ სამნოსა მას, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას და გამოჩინებასა მას მწყემსთმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი (5,1-4).
თარგმანი: ზოგადი არს მცნებაჲ ესე ეპისკოპოსთა მიმართ და ხუცესთა,...
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. მისსა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (5,10-11).
თარგმანი: იხილე ვითარ მასვე დაწყებასა სიტყჳსასა ჰყოფს დასასრულ სიტჳსა. გარნა ხოლო მუნ ძისა მიერ იტყჳს შეწყალებასა ჩუენსა მამისა მიერ, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ შემიწყალნა ჩუენ. ხოლო აქა კუალად მამასა იტყჳს...
...ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“....
...დღეებში? მხოლოდ, გთხოვთ, „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" () და არავითარი ხელი არ მისცეთ თქვენი ცხონების მტერს. იგი, ხედავს რა ახლა თქვენს სულიერ სიმდიდრეს, მძვინვარებს და ბობოქრობს, და „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (). მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით, ღვთის მოწყალებით, არავის სძლევს.
2. სულიერი საჭურველი და სამყაროს შექმნა
ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც სულიწმიდის მადლმმა შემოგვმოსა, როგორც გუშინ ავხსენით, საყვარელნო. ამრიგად, თუ ამ იარაღით მუდმივად შემოვზღუდავთ ყველა ასოს, მტრის მიერ გასროლილი ისრებიდან არცერთი ვერ გვეხება, არამედ ყველა უშედეგოდ დაუბრუნდება მას: ღვთის მადლი ალმასზე მტკიცესა და სრულიად დაუძლეველს გაგვხდიდა, თუ გვსურდა. როგორც ალმასს რომ ურტყამ, არავითარ ზიანს არ აყენებ მას, მხოლოდ საკუთარ ძალას ხარჯავ, და ვინც ეკალს დააბიჯებს, მხოლოდ საკუთარ ფეხებს სისხლისღვრამდე ჭრის, ასე იქნება ჩვენთანაც და ჩვენი ცხონების მტერთანაც, თუ მუდმივად სულიწმიდის მადლის მიერ მოცემულ იარაღს შემოვიმოსავთ. მათი ძალა იმდენად დიდია, რომ მათ ბრწყინვალებასაც კი ვერ იტანს მტერი – მათგან გამომავალი სინათლე მის თვალებს აბრმავებს. ამ იარაღით მუდმივად...