1.მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ,2.ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს.3.ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.4.თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ.5.მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.6.და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.7.უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.8.გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე9.ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.10.სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.11.ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.12.ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.13.მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.14.როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.15.გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის.16.დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც.17.მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება.18.სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.19.აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!20.კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.21.უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.22.უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,23.თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.24.გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
დიდი სიკეთეა, საყვარელნო, საღვთო წერილის კითხვა. ის სულს განაბრძნობს, გონებას ცისკენ მიმართავს, ადამიანს მადლიერებისკენ განაწყობს, არ აძლევს ნებას ამქვეყნიურს მიეჩვიოს, აიძულებს ჩვენს გონებას მუდმივად ცაში იმყოფებოდეს, გვაიძულებს ყველაფერი მეუფის საზღაურის იმედით ვაკეთოთ და უდიდესი მოშურნეობით სათნოების ღვაწლისკენ ვისწრაფოდეთ. აქ, წერილში, კარგად შეიძლება გაიგო, რა სწრაფია ღვთის განგების შეწევნა, რა მტკიცეა მართალთა სიმამაცე, რა დიდია მეუფის სახიერება და...
...სხვა მხრივ, აბრაამიც მდიდარი იყო, მაგრამ მსახურების ყოლით. მაშ, რა?ნუთუ ისინი არ იყიდა?არანაირად; ამიტომ თქვა წერილმა, რომ „აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი“ ().და „იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები“ ().მაშ, ოქრო საიდან გაუგზავნა რებეკას?ეგვიპტიდან, როცა ძღვენი მიიღო, არა ძალადობით, არც უსამართლოდ მოქცევით.
4.
მითხარი, საიდან გამდიდრდი?ვისგან მიიღე?და სხვა საიდან გამდიდრდა?პაპისგან, ამბობს, მამისგან.მაშ შეძლებ, გვარის ხაზს შორს აჰყვე და ასე აჩვენო, რომ ქონება სამართლიანია?მაგრამ ვერ შეძლებ; აუცილებელია, რომ მისი დასაწყისი და ფესვი რომელიმე უსამართლობიდან იყოს....
...ბსა და სამუდამო სახლებს აშენებთ — შეხედეთ, რისგან შედგებოდა მართლის ქონება. არსად აქვს მინდორი, არსად შენობები და რაიმე ზედმეტი ფუფუნება, არამედ მხოლოდ „ცხოვარნი და ზროხანი, აქლემი და ვირნი, მონები და მჴევლები". იმის გასაგებად, საიდან ჰყავდა ამდენი მონა, წერილი სხვა ადგილას ამბობს, რომ ყველანი „მონანი" () იყვნენ. მაშ, ჩემმა ამ ბატონმა, ასეთ სიმდიდრეში მცხოვრებმა და ზეციური ასეთი დიდი შემწეობის ღირსმა, უკვე მოხუცებულმა სარრასგან ძე მიიღო. ეს ერთადერთი ძე რომ ჰყავდა, მისი მემკვიდრეც ხომ დაადგინა: „მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი". ამგვარად, ბატონის დიდებისა და ისაკის შობის შესახებ რომ უამბო, მონა შემდეგ ბატონისგან მიღებულ ბრძანებაზეც ამბობს, რომლის მიხედვითაც ქარანში მოვიდა. „და მაფუცა მე, — ამბობს, — უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით" (). ასე მიბრძანა. მაშინ მე, ამ საქმის სიძნელეებს წარმოვიდგენდი რა და მის სირთულეზე ვფიქრობდი, ვკითხე ჩემს ბატონს: რა იქნება, **„უკეთუ არა მოვიდე...
3. ლოტის გათავისუფლება და მელქისედეკის კურთხევა (14:19–15:1):
...იდი სული, როგორ ერთდროულად ავლენს თავის სიბრძნეს, აჩვენებს, რომ ასეთ ძღვენზე მაღლა დგას, და ღვთისმოსაობის შეცნობისკენ მიჰყავს მეფე, — მამამთავარმა უბრალოდ კი არ უთხრა: ნებას ვერ მივცემ თავს, შენგან რაიმე ავიღო, რადგან არანაირ ჯილდოს არ ვსაჭიროებ, — არამედ რა? „განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა" (). თითქოს ასე ეუბნებოდა მეფეს: ღმერთები, რომლებსაც შენ ეთაყვანები, ღმერთები არ არიან, არამედ ქვა და ხე; ერთია ყველას თავზე მდგომი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა" არაფერს ავიღებ შენგან (), რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ამისთვის შურისძიება ავირჩიე შენთვის, და, რათა ვერ ამბობდე, თითქოს შენ გამამდიდრე. ის, ვინც გამარჯვება მიანიჭა და წარმატებით მაჯილდოვა, თავადვე მომცემს გამდიდრების საშუალებასაც. შეხედე, რა სარგებელი შეიძლებოდა მეფეს მიეღო პატრიარქის სიტყვებიდან, ნება რომ ჰქონოდა: ასწავლიდა, ამიერიდან საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონოდა, არამედ შეეცნო ყოველივეს მიზეზი, ხელით ნაკეთი ღვთაებები ეზიზღა და ყველაფრის შემოქმედ ღმერთს, სიკეთეთა წყაროს, ემსახუროს. და საერთოდ, ყველაფერში შეეძლო მეფეს აბრაამის სათნოება დაენახა. ხოლო, რათა მეფეს არ ეფიქ...