1.წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.2.ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.3.გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,4.სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.5.ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.6.ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.7.ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.8.უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.9.განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.10.გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.11.აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.12.აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.13.ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.14.უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.15.მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.16.ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.17.ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.18.აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1. სულიერი ვალის დაბრუნება და აბრაამის გამდიდრება (13:1-4)
როცა ვხედავ თქვენს დღევანდელ გულმოდგინე შეკრებას აქ და მოსმენისადმი მზადყოფნას, საყვარელნო, მინდა ვალს დაგიბრუნოთ. ვიცი, რომ თქვენ, შესაძლოა, უკვე დაგავიწყდათ ეს ვალი, რადგან ბევრი დღე გავიდა წინა და ამჟამინდელ საუბარს შორის და ჩვენი საუბარი სხვა საგნებისკენ იყო მიმართული. წმინდა დღესასწაულის მოსვლამ ჩვენი სწავლების წესრიგი შეწყვიტა. შეუფერებელი იქნებოდა, იმ დროს, როცა უფლის ჯვარს ვდღესასწაულობდით, სხვა საგნებზე გვესწავლებინა;...
გუშინ თქვენ, საყვარელნო, შეიტყვეთ პატრიარქის საკვირველი თავმდაბლობის შესახებ, იხილეთ მისი უჩვეულო სიმშვიდე. მართლაც, არცთუ მცირე საქმე იყო ის, რომ მოხუცმა, რომელმაც ამდენი კეთილი საქმე აღასრულა და ყოველივეს მეუფის მხრიდან ასეთი კეთილგანწყობის ღირსი შეიქნა, ახალგაზრდა ძმისშვილს ისეთი პატივი მიაგო, რომ პირველი ადგილებიც კი დაუთმო მიწის არჩევისას, თავად კი უარესი აიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ მხოლოდ დავა შეეწყვიტა და დავის მიზეზი აღმოეფხვრა. მას ჩვენ ყველანი...
8. მოთმინების ნაყოფი — აბრაამის დიდებით დაბრუნება (12:20–13:1):
...დიდრით დაბრუნდნენ. ასეთია ჩვენი ბრძენი მეუფე: ჯერ უბედურებების უკიდურეს ზომამდე გაზრდას დაუშვებს, შემდეგ კი ქარიშხალს გაფანტავს, სიმშვიდეს მოჰგვრის და ყოველივეში დიდ ცვლილებას, სურს ამით გვიჩვენოს თავისი ძალის სიდიადე. „ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ" (). ადგილზე იქნება ამ მართლისთვის იმ სიტყვების მიყენება, რომლებიც ნეტარმა დავითმა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულთა შესახებ წარმოთქვა: „რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი" (ფსალმ 125:5–6). ხედავ, როგორ შესვლა შფოთითა და შიშით იყო სავსე, თანაც სიკვდილის შიშითაც კი? ახლა კი შეხედეთ, როგორ დაბრუნება დიდი პატივითა და დიდებით სავსეა, როგორ მართალი ბოლოს ყველასთვის პატივსაცემი გახდა — ეგვიპტელთათვისაც და პალესტინის მცხოვრებთათვისაც. და ვინ არ პატივს სცემდა ადამიანს, რომელსაც ღმერთი ასე იცავდა და ასეთი მზრუნველობით ეხვეოდა? ალბათ, არავისთვის არ დარჩა ფარული ის, რაც მეფეს და მის სახლეულს მოხდა. ასე რომ, ეს ყველაფერი დაშვებული იყო, და მართლის განსაცდელები ამ ხარისხამდე მივიდა — იმისთვის, რომ მისი...
2. ეგვიპტის განსაცდელი და ლოტის განშორება (12:7–13:15):
...ტით ჯილდოვდება, ისეთით, რაც ადამიანურ ძალას მრავალგზის აღემატება. ხედავ მართლის მოთმინებას? შეხედე ახლა, ეგვიპტიდან დაბრუნებისას, რა დიდი იყო მისი სიმდაბლე და რაოდენი სიმშვიდე. როცა ეგვიპტიდან დაბრუნდა დიდი სიმდიდრით, და მარტო არ იყო, არამედ ძმისწულიც თან ახლდა, „არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად" (), რადგან ბევრი ქონება ჰქონდათ, რის გამოც ლოტისა და აბრაამის მწყემსებს შორის შუღლი წარმოიშვა. მაშინ მართალმა, სულის სიმშვიდესა და სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე რომ ავლენდა, ლოტს მიუხმო და უთხრა: „ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ" (). თითქოს ასე უთხრა ლოტს: არაფერია მშვიდობაზე უკეთესი და არაფერია შუღლზე უარესი; მაშ, შუღლის ყოველი საბაბის მოსაშორებლად, აირჩიე, რომელი მიწა შენ გინდა, ხოლო მე მეორე დამრჩეს და შორს ვიქნებით ყოველი შუღლისა და დავისგან. ხედავ ამ კაცის სათნოებას? ახალგაზრდას უკეთესი მიწის არჩევანი დაუთმო, ხოლო თავად უარესით დაკმაყოფილდა. შეხედე ახლა, რა დიდი ჯილდო მიიღო ამ საქციელისთვის. ოღონდ კი განყოფა მოხდა და ლოტი წავიდა, ღმერთი ეუბნება აბრაამს: „აღიხილენ თუალნი შენნი", დათვალიერე მთელი ეს მიწა, ყოველი მხრიდა...
...მისი ნების საწინააღმდეგოდ წაართმევენ, ამას მშვიდად აიტანდა. ამიტომ სწორედ ეს არის უფრო სულის სიბრძნე.და ამას აბრაამთან მომხდარადაც ვხედავთ; რამეთუ, ამბობს, ლოთმა „იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ“ (), „ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ“ () და „გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ“ ()3.აბრაამს კი არაფერი შეუპასუხებია.ხედავ, რომ არა მხოლოდ უსამართლობას არ სჩადიოდა, არამედ თავადაც უსამართლობას ითმენდა?
რატომ სდებ ბრალს საკუთარ შვილებს, კაცო?ღმერთმა შვილები იმისთვის როდი მოგვცა, რომ სხვათა ქონება მივიტაცოთ.ფრთხილად იყავ, ამას რომ ამბობ, ღმერთი არ განარისხო.რამეთუ თუ ამას ამბობ, რომ ისინი შენთვი...