1.ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.2.თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.3.იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.4.ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.5.და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.6.რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.7.თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?8.ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.9.ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?10.რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.11.ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.12.მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.13.მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.14.თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.15.ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.16.რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.17.რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.18.რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,19.არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.20.რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.21.იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.22.არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,23.მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,24.ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.25.ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?26.ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.27.ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.28.ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.29.რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
თარგმანი: კურთხევისათჳს იტყჳს ისაკისა, რამეთუ ცრემლით ეძიებდა და ვერ პოვა. და არა თუ იტყჳს თუ: სინანული არა მოეცა; ნუ იყოფინ, რამეთუ საქმე იგი არა სინანულისაჲ იყო, ვითარცა-იგი მწუხარებაჲ კაენისი არა სინანულისათჳს იყო. ამისთჳსცა მოკლა ძმაჲ თჳსი. ეგრეთვე ესავის სიტყუანი არა სინანულისაგან იყვნეს, რამეთუ ყოვლითა გულითა ეძიებდა მოკლვასა იაკობისსა.
ყოველივე სწავლაი მეყვსეულად არა არნ სიხარულ,არამედ მწუხარება; ხოლო უკანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაიმის მიერ წურთილთა მათ მოაგის სიმართლე (ებრ. 12,11)
წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რომ, თუ კაცი ჩავარდა რომელსამე სწავლაში, ანუ სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება; ნაყოფსა მშვიდობისასა გამოიღებს და სიმართლეს მოიგებს. უბრალო და კეთილი ყოფა-ქცევის კაციც რომ იყოს სასჯელში...
სწავლაჲ ლე ვითარმედ ჯერ-არს ყოველსავე ზედა მადლობაჲ ღმრთისაჲ:
...დეს სენისაგან. არამედ ჯერ-არს, რაჲთა გინა თუ ვიხილოთ ესევითარი სასწაული, გინა თუ არა, ყოველსავე ზედა ვჰმადლობდეთ უფალსა და ვადიდებდეთ, რამეთუ ესე არს საქმჱ ერთგულთა მონათაჲ, ესე არს სახჱ სიყუარულისა ღმრთისაჲ, რაჲთა გინა თუ გუტანჯვიდეს, გინა თუ გჳლხენდეს, გჳყუარდეს იგი, რამეთუ უფალსა რომელი უყუარნ, ტანჯის; ხოლო რაჟამს განსუენებისა ჟამსა ოდენ გჳყუარდეს იგი, მაშინ არა არს სიყუარული იგი. რამეთუ რად ვიტყჳ სენთა ანუ ჴორციელთა განსაცდელთა? არამედ დაღაცა-თუ გეჰენიაჲ გესმეს და ჯოჯოხეთი, არცა მაშინ გიჴმს მადლობისაგან ღმრთისა დაცხრომაჲ, რამეთუ ესე არს სახჱ სრულისა კეთილისაჲ; და რომელი ესრეთ იყოფებოდის, ესეცა ცხორებაჲ განსუენებით წარვლოს და საუკუნეთა კეთილთა მიემთხჳოს და კადნიერებაჲ პოვოს წინაშე ღმრთისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (). მაშ, გთხოვთ, განვიწმინდოთ სინდისი და გონება, რათა ყოველი არაწმინდა აზრისგან გათავისუფლებულნი, სულიწმიდის მადლი მოვიზიდოთ, ეშმაკის მზაკვრობას ვძლიოთ და საუკუნო, გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობის ღირსნი გავხდეთ, რისიც ღირსნი გავხდეთ ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...ცხოვრების ღირსი გახდები და სიძესთან ერთად შეხვალ, ოღონდ ლამპრები ანთებული იყოს და მათში საკმარისი ზეთი — ანუ კეთილი საქმეები — გქონდეს, როგორ არ გადაიტან სრული სიმსუბუქით ყველა სიმძიმეს, გაიხსენო რა ნეტარი პავლეს სიტყვებიც: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი" ()? ხედავ, როგორ მოციქული მშვიდობას სიწმინდესთან აკავშირებს? რათა ვიცოდეთ, რომ არამხოლოდ სხეულის სიწმინდეს მოითხოვს, არამედ მშვიდობასაც, დროულად ახსენა ორივე, ორივეს დამკვიდრების სურვილით, რათა ჩვენი ზრახვებიც შევაკავოთ, არანაირ არეულობას ან აშფოთებას არ შევუშვათ, არამედ მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებით ვიცხოვროთ, და ყველა სხვა ადამიანთანაც მშვიდობიანად მოვექცეთ, ვიყოთ მშვიდი, წყნარი და შემწყნარებელი, ისე, რომ სათნოების ყველა თვისება ჩვენს სახეზე აისახებოდეს. ამგვარად, შეგვეძლება ამქვეყნიური ცხოვრების დიდებაც ვეზიზღოთ, ჭეშმარიტ დიდებას უპირატესობა მივცეთ, თავმდაბლობაზე უფრო ვიზრუნოთ და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველი ბედნიერება არად მივიჩნიოთ, რათა ჭეშმარიტი და მყარი ნეტარებით ვიტკბოთ და ქრისტეს ხილვის ღირსნი გავხდეთ. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). მაშ, განვწმი...