1.გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.2.ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.3.ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?4.იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.5.ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.6.გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.7.რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.8.ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.9.მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.10.მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.11.მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.12.და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.13.ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.14.და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.15.ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),16.მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.17.და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.18.ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.19.ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.20.ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.21.რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.22.და რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.23.მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.24.რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.25.აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.26.ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.27.ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.28.რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.29.და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.30.და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.31.მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.32.ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.33.ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.34.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.35.ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.36.მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.37.და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.38.ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,39.და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.40.მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.41.ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.42.მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.43.ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.44.ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.45.ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?46.ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.47.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.48.მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,49.და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,50.მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,51.შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთ სამე ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირ-ღუეს“ (24,1-2).
ვინაჲთგან ზემო თქუა უფალმან ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: „დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“, და სხუანი იგი მრავალნი ძნელოვანნი მოწევნადნი მათ ზედა აუწყნა, ესმა ესე ყოველი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარეუკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა“ (24,16-18).
პირველად თქუა ბოროტთა მათთჳს, რომელნი მოწევნად იყვნეს ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხუევად იყვნეს მოციქულთადა, და ვითარ უძლეველ-ყოფად იყვნეს და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლაჲ ქადაგებითა მით საღმრთოჲთა; ხოლო აწ კუალად ბოროტთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).
ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა,...
1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას...
...და რა არის საკვირველი, თუ ჩვენც ეს გვემართება? რადგან თვით იმ წმინდა მოციქულებსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს ემართათ: ვნებამდე მივიდნენ ქრისტესთან და უთხრეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ().ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი მას ეუბნებოდნენ: „უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?“ (), და ამაზე უწინ მას არაფერს ეკითხებოდნენ.
მაგრამ ამის შემდეგ ასე აღარ იყო: როცა სულიწმინდის ღირსნი გახდნენ, არა მხოლოდ თვითონ აღარ კითხულობდნენ და არც უცოდინრობაზე შფოთავდნენ, არამედ იმათაც აცხრობდნენ, ვისაც ეს უდროო ცნობისმოყვარეობა სნეულებად შეჰყროდა.მაშ, მოისმინე, რას ამბობს ახლა ნეტარი პავლე: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა,“ ().რატომ არ თქვა: „არავინ იცისო“?რატომ არ თქვა: „არ გამოცხადე...
...ამასვე ცხადყოფს ქრისტე, როცა ამბობს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (); და კვლავ: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (). ამან შვა ყველა მწვალებლობა.რადგან, როცა თავიანთი ძმები არ უყვარდათ, წარჩინებულებს შურდათ; შურიდან პირველობისმოყვარეობაში ჩავარდნენ, ხოლო პირველობისმოყვარეობიდან მწვალებლობებს შობდნენ.ამიტომ პავლემაც, როცა თქვა: „რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ“ (), იქვე უჩვენა ის გზაც, რომლითაც ეს შესაძლებელი ხდება.მაშ, რომელია ეს გზა?სიყვარული.
ამიტომ, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (), ანუ აღსრულება, და ეს იმათ უკავშირდება, ასევე ეს მცნება სი...
...ას, ვითარცა-იგი იხილეთ, პეტრე და იოვანე ვითარ იყვნეს, და კუალად პავლე ვითარ იყო მათა მიმართ, რომელთა-იგი ყოველივე სათნოებაჲ აქუნდა, რამეთუ ესე საქმჱ სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო სადა უკეთურებაჲ იყოს, ესე ნერგი განჴმების, რამეთუ „რაჟამს განმრავლდეს უშჯულოებაჲ, განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“. და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვი-თარ საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ სათნოჲ, ხოლო ცხორებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყუარული. რამეთუ რაჟამს ქადაგებაჲ იგი არღა განვრცელებულ იყოს, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი, ხოლო აწ უფროჲსად საქმეთა კეთილთა ჯერ-არს მოგებაჲ, რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეარცხუენს წარმართთა, ვითარ სათნოებაჲ, ვერცა რაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურებაჲ; რამეთუ რაჟამს იხილოს მასწავლელი სიყუარულისაჲ სიძულილსა შინა და ანგაჰრებასა და ტაცებასა, არა ტყუვილად შეჰრაცხოსა სწავლაჲ იგი? და ჩუენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა, რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩუენი ესე უყუარს, არამედ საქმეთა ჩუენთა მიერ დაიხრწევიან. ხოლო უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: პირველთა რად არა ჰბაძვენ? არამედ იგინი ჩუენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გუხედვენ და იტყჳან: გჳჩუენეთ სარწმუნოებაჲ თქუენი საქმეთა მი...