1.ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.2.ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.3.ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.4.ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,5.ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.6.და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,7.თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,8.თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.9.დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.10.ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.11.გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.12.გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.13.შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.14.აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.15.ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.16.ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.17.ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.18.თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.19.თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.20.ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.21.ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
პავლესი: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის (12,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისათჳს, რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ: რომელი არა მდაბალ იყოს, არცა სიწმიდე აქუს.
პავლესი: ეცით ადგილი რისხვასა (12,19).
თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს? — გარნა ღმრთისასა! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ბოროტი ვინმე გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, რამეთუ უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური, და...
გლოცავ თქვენ, ძმაო, ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას,არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისაითა,რაითა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნებაი ღმრთისაი,კეთილი, სათნო და სრული (რომაელთა 12, 2).
დღეს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. რისთვის იცვალა იესო ქრისტემ ფერი? რისთვის გამოიჩინა მან დღეს თვისი ღვთაებრივი დიდება წინაშე მოწაფეთა? მისთვის, რათა გვაჩვენოს ჩვენ ის დიდება, ის სახე და მდგომარეობა, რომელიც მიეცემა ყოველსა...
...იება. მაშ, შენი ცხოვრება ისეთი იყოს, რომ შენი მეუფე კეთილად მოიხსენიებოდეს, და ამით სრულყოფილ მსხვერპლს შეწირავ.ამავე მსხვერპლს პავლეც ეძიებს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა“ ().და სხვა ადგილას კვლავ იგივე წინასწარმეტყველი ამბობს: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი.“ ()ასე სწირავდა იობიც იმ ბუნებაზე აღმატებული დარტყმების შემდეგ: მადლობდა და ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: „უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.“ ()და კიდევ: „და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი“ ().აქ ვედრებებს გულისხმობს, რათა ლოცვაში განუწყვეტლივ ვიდგეთ და, რაც კი...
...აქებას უბრძანებდა, ასევე ჩვენ გვიბრძანებს, სხეულის ყველა ასოთი ვუგალობოთ ღმერთს: თვალით, ენით, სმენითა და ხელით. ამასვე პავლეც ცხადყოფს, როცა ამბობს: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ ().თვალიც აქებს, როცა უწესოდ არ უყურებს; ენაც, როცა ფსალმუნებს გალობს; სმენაც, როცა ბოროტ სიმღერებსა და მოყვასის წინააღმდეგ ბრალდებებს არ იღებს; გონებაც, როცა ხრიკებს არ ქსოვს, არამედ სიყვარულს აღმოადენს; ფეხებიც, როცა ბოროტებისკენ კი არ გარბიან, არამედ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად მიემართებიან; ხელებიც, როცა მიტაცებისკენ, მომხვეჭელობისა და დარტყმებისკენ კი არ იწვდიან, არამედ მოწყალებისა და უსამართლოდ ჩაგრულთა დაცვისკენ.
მაშინ ადამიანი თანხმიერ ქნარად იქცევა და ღმერთს ყოვლად შეთანხმებულ, სულიერ საგალობელს აღუვლენს.ის საკრავებიც მაშინ სწორედ ამის გამო იყო დაშვებული: იუდეველთა უძლურების გამო და იმისთვისაც, რომ იუდეველები სიყვარულსა და თანხმობაში შეეყვანა, მათი გონება აღეძრა, რათა სიამით ეკეთებინათ ის, რაც სარგებელს იძ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა“ (17,19).:
...ამედ ჭეშმარიტებითა არს. ამისთჳს იტყჳს: „რაჲთა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებითა შენითა“, რამეთუ მათცა შენდა შევსწირავ შესაწირავადო, გინა თუ ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან თავადი და წინამძღუარი ამას იქმს, ვითარმცა იგინი იქმან, რამეთუ იგინიცა შეიწირვიან; რამეთუ იტყჳს: „წარუდგინენით ასონი თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად“, და ვითარმედ: „შევირაცხენით, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“, ; და თჳნიერ სიკუდილისა მსხუერპლად და შესაწირავად ჰყოფს მათ. ხოლო ვინაჲთგან სიკუდილად მივიდოდა, თქუა: „ამათთჳს მე წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა“. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ მოციქულთათჳს ოდენ იტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა...