მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი

ესე ებისტოლჱ მიუწერა ეფესოჲთ კორინთეს, რამეთუ პირმელ ექადაგა მათ შორის და მერმე აწ მიუწერს. ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ კორინთელნი განიწვალებოდეს და შფოთებდეს ურთიერთას და იყო მათ შორის შფოთი და ერთსა ვისმე მამის ტოლი ცოლად შეერთო და არას ეტყოდეს მას. და სხუათა უნდა ცოლთა მათთა დაგდებაჲ მიზეზითა ტყუვილისა მოღუაწებისაჲთა, და ვიეთნიმე საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა არას ავნებდა კერპთა შეწირული; და სხუანი სხუათა მადლთა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფდიან, ხოლო რომელნი...

მოციქულისაჲ: ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს (1,11).

თარგმანი: ძმის მკლველ უწოდს მათ სახელითა კაენისითა, რამეთუ მათ მიერ განსწავლულთა მათ სულებსა მომკლველ ექმნებიან. ხოლო ბალაამს მიამსგავსებს, რამეთუ, ვითარ-იგი პეტრეცა და აწ იუდა ცხად ჰყოფენ კათოლიკეთა თჳსთა შინა, უნდა ბალამს, რაჲთა წყევითა ისრაელისაჲთა ფრიადნი საფასენი მოიხუნეს სასყიდლად ბალაკისაგან, და ამისთჳს წარვიდა წყევად, ხოლო უფალმან უნებლიეთ...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთი კაცთმოყუარე არს და ქველისმოქმედ, საყუარელო, და ყოველსავე ღონესა ეძიებს, რაჲთამცა სათნოებითა შემკულ ვიყვენით ჩუენ, და ამისთჳს იძულებით და უნებლიაჲთ არავის მოიყვანებს სათნოებად, არამედ კეთილის-ყოფითა და ნებსით მოიზიდავს მისა მიმართ. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელთამე შეიწყნარეს იგი და რომელთამე - არა, რამეთუ არცა ერთისაჲ ჰნებავს, რაჲთამცა უნებლიაჲთ დაიმონა, არამედ ნებსითთა ეძიებს, რომელნი...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ პირველნი იგი სიტყუანი გაჴსოვდენ, გულსმოდგინებით აღვაშენოთ ნაკლულევანიცა იგი, ვითარცა წარმართებულნი და განმარჯუებულნი, რამეთუ უკუეთუ პირველთქუმულნი იგი გაჴსოვდენ, თქუენცა კეთილად ისწაოთ ყოველივე და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შემამთხჳოთ, რამეთუ რომელი პირველსწავლულსა წარსწყმედდეს, მას მარადის ეჴმარების მასწავლელი და ვეროდეს იქმნას სწავლულ. ხოლო რომელი სწავლულსა დაიმარხვიდეს და ესრეთ სიტყუასა...

სარჩევი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11). თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსად ამას ადგილსა ჰურიათა იტყჳს, ვითარცა ერსა რჩეულსა, და კუალად ყოველთაცა კაცთა იტყჳს, ვითარცა მის მიერ დაბადებულთა. და ვითარცა ზემო განკჳრვებით იტყოდა, ვითარმედ: სოფელი იგი რომელი მის მიერ იქმნა, ვერ იცნა მან დამბადებელი, ეგრეთვე აქა ჰურიათაცა და სხუათა მათ მრავალთა უგულისხმოებასა ზედა იტყოდა განკჳრვებული, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. და არა ესე ოდენ, არამედ ყოველთაცა წინაჲსწარმეტყუელთა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთესლთანი განჰკრთეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“;2 და კუალად: „რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“.3 ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი