მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
თავი გ̂. დიმიტრისათჳს, რომლისა სიკეთესა წამებს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა, და ჩუენცა ვწამებთ, და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს (1,12).

თარგმანი: საგონებელ არს, ვითარმედ ესე იგი დიმიტრი არს, რომელი ეფესოს ვეცხლისა ტაძარსა აშენებდა არტემიდისთჳს, რომლისათჳს მოგჳთხრობს საქმესა შინა მოციქულთასა, რომელი უკუანაჲსკნელ ესოდენ მოწმუნე იქმნა, რომელ ყოველთა მიერ წამებული თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა იქების. ხოლო უტყუველი ჭეშმარიტებაჲ ღმერთი არს, რომლისა ქადაგი მოციქული და ღმრთისმეტყუელი...

მოციქულისაჲ: უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა (1,12).

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ პყრობილებაჲ იგი პავლესი დახრწევა იქმნა ქადაგებისა, ამისთჳს ამას აუწყებს, ვითარმედ უფროჲსღა წარმატება იქმნა, არა ხოლო თუ არაჲს დაკლებაცა.

მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა...

სარჩევი
ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე

ესე ებისტოლჱ მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ პირველ მისრულ იყო და ექადაგა მათ თანა და მერმე წარსცეს მათ მისთჳს საჴმარი და უთხრეს მისრულთა მათ, ვითარმედ ვიეთნიმე ასწავლიან ფილიპელთა წინადაცუეთასა და იტყჳან თუ თჳნიერ მისა არა იქმნების განმართლებაჲ და ამისთჳს მიუწერა ესე მოციქულმან.

პავლესი: კრულებანი ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ყოველსა მას ტაძარსა (1,13).

თარგმანი: ტაძრად ნერონ მეფისა სამშჯავროსა იტყჳს.

იოვანეს მეორე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი (1,13). თარგმანი: დად მისა ეფესოჲსა ეკლესიასა იტყჳს.

თავი დ̂. მისლვისათჳს თჳსისა სარგებელად მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა, რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით (1,13-14).

თარგმანი: აქაცა ცხად ყო მიზეზი სიტყუათა ამათ შემოკლებისაჲ, ვითარმედ ადრე ეგულების მისლვაჲ, რომლისათჳს წინა-განმზადებულ ჰყოფს, რაჲთა საქმეთა კეთილთა შემატებითა სურვილით და წადიერებით მიელოდის პირისპირ ხილვასა და ზრახვასა პირისა მის ღმრთისმეტყუელისასა.

მოციქულისაჲ: მშვდობაჲ შენდა. გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა...

მოციქულისაჲ: ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა, განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ (1,13-15).

თარგმანი: ესე ზემოჲსავე შემდგომი არს წარმოთქუმაჲ მიზეზსა ზედაჲს-ზედა სწავლისასა. ესე იგი არს, რამეთუ წინაჲსწარ უწყებულ იყო მისსა მოძღურისაგან მისისა ქრისტესსა...

სარჩევი