მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 2:2

1. Thus the heavens and the earth were finished, and all the host of them.2. And on the seventh day God ended his work which he had made; and he rested on the seventh day from all his work which he had made.3. And God blessed the seventh day, and sanctified it: because that in it he had rested from all his work which God created and made.
Genesis თავი 2
2. And on the seventh day God ended his work which he had made; and he rested on the seventh day from all his work which he had made.
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. მეშვიდე დღე და ღვთის განსვენება (2:1-3):

„და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე", — ამბობს (მოსე). მეექვსე დღის დასრულებასთან ერთად ყოველი ქმნილების შექმნაც დაასრულა; ამიტომაც დაუმატა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი" (). შეხედე, როგორ ერიდება საღვთო წერილი ზედმეტსა და გადაჭარბებულს. მთავარ სტიქიებს რომ ახსენა, დანარჩენზე ცალკე აღარ ამბობს; რომ თქვა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა", ამბობს: „და ყოველი სამკაული მათი", და ამით ყოველივე აღნიშნა, რაც მიწაზე და ცაზე არის. მიწის სამკაული არის ის, რაც მისგან წარმოიშვა — ბალახთა აღმოცენება, ნაყოფთა გამოღება, ხეთა ნაყოფიერება და ყოველივე სხვა, რითაც შემოქმედმა იგი შეამკო. ისევე, ცის სამკაული არის: მზე, მთვარე, მრავალფეროვანი ვარსკვლავები და მათ შორის არსებული ყოველი ქმნილება. ამიტომ საღვთო წერილმა, ცა და მიწა რომ ახსენა, ამ სტიქიებით მთელი ქმნილება მოიცვა. „და განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა" (). შეხედე, როგორ ერთხელ და მეორეხელ იმეორებს ერთსა და იმავეს,...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21):

...ა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (), რადგან ღმერთმა, ნათქვამია, «განასრულა ღმერთმან... საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა» (), მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება არ იყო ცნობილი. ეს მცენარე და მისი ნაყოფი თუ ადამიანებისთვის თავიდანვე ცნობილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, აბელიც, მსხვერპლის შეწირვისას, ღვინოსაც ასხამდა. მაგრამ, რადგან მაშინ ჯერ არ იცოდნენ ამ ნაყოფის გამოყენებას, ამ მცენარით არ სარგებლობდნენ. ხოლო (ნოემ), მიწათმოქმედების ხელოვნებას რომ მისცა თავი და დიდი გულმოდგინებით ეწეოდა მას, შესაძლოა, ყურძნის ნაყოფიც იგემა, მტევნები გამოწურა და ღვინო დაამზადა, იხმარა იგი. მაგრამ, რადგან არც თავად ეგემა ის ადრე და არც სხვა ხედავდა ვინმეს მგემებელად, არ იცოდა, რა ზომით უნდა ხმარებულიყო და როგორ მიეღო, უცოდინრობით დათვრა. მეორე მხრივ, რადგან ადამიანებს შორის უკვე შემოღებული იყო ხორცის ხმარება, ღვინის ხმარების შემოღებაც სათანადო იყო. შეხედე, საყვარელო, როგორ ეწყობა სამყარო ნელ-ნელა და თითოეული, ღვთის მიერ ბუნებაში ჩადებული სიბრძნით, თავიდანვე რომელიმე ხელოვნების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

...მოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“, და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ განაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.

და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და სხუათა ყოველთა მათ საქმეთა, რომელთა მიერ ყოველივე ესე სოფელი ჰგიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყოფდ სამარადისოსა მას მამისა მოქმედებასა, „რამეთუ აღმოაბრწყინებს მზესა მისსა კეთილთა ზედა და ბოროტთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“. და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდ...

სრულად ნახვა