1.ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.2.და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა.3.რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა; და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა,4.სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა5.მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა.6.არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?7.განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.8.რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.9.მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა;10.და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ.11.ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.12.რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა?13.ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა...
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის; რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ, და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა? (5,1).
თარგმანი: ზოგად ზიარ ყოველთა ჰყოფს ბრალსა ამის ცოდვისასა, რაჲთა არა ვიეთნიმე უდებ და მიმშუებელ იქმნნენ, ვითარცა თჳთ უცხონი ბრალისაგან. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ ქმნაჲ, არამედ თჳთ სმენაჲცა ამის ჰამბვისაჲ საძნაურ არს თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ; რამეთუ უკუეთუ წარმართთა შორის არა ადვილ არს სახელის-დებაჲცა მებრ...
თარგმანი: ვითარცა იობს ზედა იქმნა, არამედ არა ამისვე პირისათჳს, არამედ გჳრგჳნთათჳს ბრწყინვალეთა, ხოლო აქა — ცოდვათა დაჴსნისათჳს, რაჲთა ტანჯოს იგი წყლულებითა ბოროტითა, ანუ სხჳთა სენითა. ამისთჳს მისცა ეშმაკსა, რაჲთა ჴორცნი იტანჯნენ, არამედ გულისთქუმაჲ იგი წარჴდეს და სული ცხოვნდეს და თანაზიარ იქმნნენ ჴორცნიცა ცხორებასა მას სულისასა.
პავლესი: რაჲ არს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ? (5,12).
..., რომ განვეშოროთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ დადის. მაშინ ეს დიდი ბოროტება იყო: ძმათა სისავსისგან მოწყვეტა.ამით, მაშასადამე, ყველას სჯის, როგორც სხვა ადგილას კორინთელებს სწერდა და ამბობდა: „ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.“ ().მაგრამ ახლა მრავალნი ამას დიდად აღარ მიიჩნევენ; არამედ ყველაფერი არეული და გახრწნილია.მრუშებთან, მეძავებთან და ანგარებთან უბრალოდ და შემთხვევით ვირევით.თუ მხოლოდ უსაქმოდ საზრდოებულისგან განშორება იყო საჭირო, მით უფრო მეტად განა არა სხვებისგან?და რათა გაიგო, რამდენად საშიში იყო ძმათა კრებულისგან განშორება და რამდენ სარგებელს მოუტანს შეგონება მათ, ვინც მას კეთილგონივრულად იღებს, ისმინე: ის კაცი, რომელიც ცოდვით იყო გაბერილი, უკიდურეს ბოროტებამდე მივიდა, ჩაიდინა „სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების“ (), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის მეტისმეტობა), აი, სწორედ ასეთი ისე მოიდრიკა...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...რსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.
ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყო...
მოციქულისაჲ: განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული (2,8).:
...არა უძლურად ანუ ნაკლულევანად, არამედ მტკიცედ და სრულებით ამცნებს შეყუარებად მისსა, და ამის მიერ უმეტესსა წამებს; სათნოებასა კორინთელთასა, ვითარ რომელი-იგი პირველად ესოდენ უყუარდა, რომელ შეცოდებასა მასცა ზედა იქადდეს-ვე სილაღით, რომლისათჳს პირველსა ებისტოლესა შინა მიუწერს, ვითარმედ: "თქუენ განლაღებულ ხართ" (), ესევითარი იგი ბრძანებითა მოციქულისაჲთა ესოდენ მოეძაგა, რომელ მოციქულისავე ვედრებაჲ საჴმარ იქმნა კუალად შეყუარებისათჳს მისისა.
თარგმანი: ესე იყო მორჩილებისა მათისა გამოსაცხადებელი, რაჲთა, ვითარ-იგი პირველ მოიკუეთეს და განაგდეს ბრძანებითა მოციქულისაჲთა, ეგრეთვე აწ ბრძანებითა მისითა კუალად შეიწყნარონ და შეიტკბონ შეცოდებული იგი.
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ-იგი მომმადლოთ თქუენ, და მეცა; რამეთუ მეცა, რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).
თარგმანი: იხილე, ვითარ იგინი პირველად დააწესნა სიტყუასა ამას შინა, და ეგრეთღა შემდგომად თავი თჳსი, და ამით სახითა პატივსა უყოფს; ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ მხოლოდ იგინი ოდენ არიან უფალ მიტევებისა და არა-მიტევებისა, ამისთჳს...