1.პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ,2.ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.3.ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,4.და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო.5.მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.6.რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.7.რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.8.ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,9.რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,10.რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,11.რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა.12.რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.13.სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა.14.კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა.15.უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი.16.მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა;17.არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.18.მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.
თარგმანი: ფიგელოზ ებისკოპოზი იყო ეფესოჲსაჲ, და ერმოგინე ებისკოპოსი იყო მეღარისაჲ და იქმნეს მწვალებელ და წინა-აღუდგეს მოციქულსა. ხოლო ონისიფორე (1,16) ებისკოპოსი იყო კორონიისაჲ.
პავლესი: მოეცინ უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ (1,18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ.
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:
...წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე ჟამსა მას ოდენ ქრისტეს ქადაგებისა განფენისასა. აღიზარდა უკუე და განისწავლა შჯულიერად, ვითარცა პავლე მისწერს მისსა, ვითარმედ: "სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (), გარნა წინა-დაუცუეთელ იყო, რამეთუ ჟამსა მას იყო, ოდეს იქადაგებოდა დაჴსნაჲ წინა-დაცუეთისაჲ.
ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი (16,3).
თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არია...
...ვრისათვის მან თავისი ნებით მიიღო სასჯელი და მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე რომში; იგი მოციქულ პეტრეს მსგავსად ჯვარზე არ უცვიათ. მას, როგორც რომის მოქალაქეს, მახვილით მოჰკვეთეს თავი. საკვირველია წმიდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (); ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმიდა წერილის აზრს, ვიცი ცხოვრებაცა და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს: რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას“ (ვ.ს. სოლოვიოვი, რჩეული თხზულებანი, ტ.7, გვ.147).
ჩვენს წინაშე მეტად მნიშვნელოვანი კითხვა დგას: სად არის დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ადგილი?
კაცობრიობის მთელ ისტორიაში ადამიანის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო. ჩვენს დროში კი იგი იმდენად აქტუალური და ძნელად გადასაწყვეტი გახდა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, - ამ სამყაროში აღარ დარჩა ადგილი კაცისთვის....