თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ნუ-უკუე ვისმე ეგონოს თუ ახალი რაჲმე არს და აწ მოპოვნებული ესე ქადაგებაჲ; რამეთუ პირველვე აღთქუმულ იყო ღმრთისაგან წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
ჰრომაელთა მიმართ 1:2
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ
თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ
სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
გუაკურთხენ, მამაო.
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული (1,1).
თარგმანი: შორიელთა მიმართ მისწერს, ამისთჳს დასწერს სახელსა თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით რაჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...
...ისინი? ადამიანურმა.
ხოლო ისიც ღირსია გამოსაკვლევად: როგორ მოხდა, რომ რჯულის ზედმიწევნით მცოდნემ ვერაფერი შეიცნო? რამეთუ თავად პავლე ამბობდა: „რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ" (). მაშ, როგორ არ იცი ეს შენ, მამათა რჯულის მოშურნე და გამალიელის ფერხთით აღზრდილი? მაგრამ ტბებსა და მდინარეებთან მცხოვრებლებიც და მებაჟეებიც სწრაფად მივიდნენ და მიიღეს ქრისტე; ხოლო შენ, რჯულის მცოდნე, მას დევნი? ამიტომ განიკითხავდა იგი თავის თავს და ამბობდა: „არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად" (); ამიტომ აღიარებს უმეცრებას, რომელიც ურწმუნოებამ შვა; ამიტომ ამბობს, რომ შეწყალდა.
რას ნიშნავს: „სარწმუნოდ შემრაცხა მე" ()? უფლისეულთაგან არაფერს ღალატობდა; ამბობდა, რომ ყოველივე უფლისა იყო, თავისი საკუთარი საქმეებიც კი....