1.მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.2.და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.3.და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა.4.გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე.5.გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!
6.და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ.7.მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.8.ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.9.და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.10.ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?11.ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.12.ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.13.ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.14.და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექვსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა მეუფჱ თქუენი!15.ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩვენ მეუფჱ, გარნა კეისარი.16.მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ.
17.და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა.18.და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ.19.და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.20.ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.21.ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე.22.ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.23.და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად.24.თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.25.ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი.
26.ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!27.და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.28.ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.29.დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.30.და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
31.ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.32.მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარ-ცუმულ იყვნეს მის თანა.33.ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი,34.არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.35.და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.36.რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.37.და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს.
38.ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.39.მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ.40.და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ.41.იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო.42.მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ...
ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა. რას ნიჰშნავს ეს უჩვეულო განწესება წმიდის ეკკლესიისა? ნაცვლად ჩვეულებრივისა ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ დღესა ყოვლადწმიდის გარდაცვალებისასა?...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:
...-გდებისასა გუაუწყებს და იტყჳს:
„ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზემოჲთ ქსოვილ ყოვლად, და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი“.
საცნაურ არს ამათ სიტყუათაგან, ვითარმედ ოთხნი სადმე ხოლო ერისაგანნი მთავრისანი მივიდეს მუნ ასისთავისა მის თანა, და სხუაჲ იგი ერი ჰურიათაჲ იყო. იგინი იყვნეს მტარვალ, იგინი იყვნეს მტანჯველ, იგინი იყვნეს მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, და უსჯულონი იგი მღდელთმოძ-ღუარნი და მწიგნობარნი თანაჰყვებოდეს, რაჲთა აღასრულონ ბოროტი იგი ნებაჲ თჳსი.
ხოლო ფრიადი სიმრავლე ერისაჲ მწუხარე იყო საქმესა მას ზედა, რომელნიმე ჰრომთა და ბერძენთაგანნი და მრავალნი ჰურიათაგანნიცა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „შეუდგა მას სიმრავლე ერისაჲ და დედათაჲ, რომელნი ჰგოდებდეს მას“. არამედ მჴეცნი იგი მძჳნვარენი, მღდელნი იგი სირცხჳლისანი, მჴეცნი იგი სისხლისმჭამელნი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნეს. ამისთჳსცა უფალმან დედათა მათ და ერსა მიუგო სიტყუაჲ, ხოლო იგინი არღარა ღირს-ყვნა სიტყჳსა, რამეთუ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ნება...
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:
...თარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რომელნი ჰქონდეს საუკუნითგან, რაჟამს სიკუდილსა შინა მკლველ იქმნა სიკუდილისა. გარნა შესაძლებელ იყო მეყსა შინა აღდგინებაჲ ჴორცთა მათ საუფლოთაჲ, არამედ რაჲთა არა საოცარ იქმნეს ჴორცთა შესხმაჲ, ამისთჳს ყოველივე სრულ იქმნა მის ზედა წინაშე ყოველთასა — ჯუარცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და დაცვა...
ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“, და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“, არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.
და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქმნეს და არა თუ სავნებელ. და რომელთა ეგონა, თუ მძლედ გამოჩნდეს, იგინი სირცხჳლეულ იქმნეს და წარწყმდეს;...