მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:1

1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...აძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“. ; (19,9); ; რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა მიმართ და თავისუფალთა.

ამისთჳს გევედრები, განეშორენით ამას ბოროტსა სენსა, და რომელნი არა განეშორებით ამას ბოროტსა, წმიდასა ეკლესიასა ნუ შეხუალთ. რამეთუ არავინ ცხოვარი მღიერითა სავსჱ შეიყვანის მრთელთა თანა, არამედ შორს-ჰყოფნ მათგან, ვიდრემდის მისი იგი სენი აღიჴოცნის. რამეთუ ჩუენ ასონი ვართ ქრისტესნი, და ნუმცა ვიქმნებით ასო მეძვისა, რამეთუ ადგილი ესე არა სამეძვოჲ არს, არამედ ეკლესიაჲ. ხოლო შენ უკუეთუ ასონი მეძვისანი გქონან, ეკლესიასა შინა ნუ დასდგები, რაჲ-თა არა შეურაცხ იქმნეს წმიდაჲ ესე ადგილი. რამეთუ ვითარ თავს-იდებ შემდგომად ესეოდენთა აღთქუმათა და ბრწყინვალებათა ქორწი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მას და უფროჲსად არა ჰნებავს ცნობად, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკუეთუ ვის ენებოს ჴსნაჲ მათი, განრისხებულ იქმნნიან.

ჵ კაცო, არა თუ ამისთჳს დაიბადე, რაჲთა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთჳს შეგქმნა ღმერთმან ხატად თჳსა, არამედ ამისთჳს, რაჲთა მას სათნო-ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოზთა თანა იშუებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკუანაჲსკნელსა მას შინა უნდოებასა ესევითარისა პატიოსნებისა წილ?

რამეთუ ძმაჲ შენი, რომელი მისვე ემბაზისაგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნდ: რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ მოტაცებად სასუფეველსა ცათასა და არა საქმეთა სოფლისათა:

...ხმა-ყოს უზეშთაესი რაჲმე? რომელი არა განეშოროს ცოდვასა, ოდეს იწყოს მან ქმნად სიმართლესა?

კეთილ არს მოტაცებაჲ, არამედ არა წარწყმედადთა ამათ და წარმწყმედელთა საქმეთაჲ, არამედ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „მაიძულებელნი მოიტაცებენ მას“, ; გარნა არა იქმნების მისი უდბებითა და დაჴსნილობითა მოგებაჲ, არამედ მოსწრაფებითა ფრიადითა. ხოლო რაჲ არს „მაიძულებელი“? ესე იგი არს, რამეთუ იძულებაჲ ჯერ-არს თავთა თჳსთაჲ ფრიადი, რამეთუ იწრო არს გზაჲ იგი მუნ მიმყვანებელი, და სული უჴმს ახოვანი. რამეთუ მტაცებელნი ისწრაფიან, რაჲთამცა ყოველთა წარუსწრეს, არავის მიმართ ხედვენ, არა ბრალობისა მიმართ, არცა შესმენისა, არცა ტანჯვისა, არამედ ერთი არს მოსწრაფებაჲ მათი, - რაჲთამცა მოიტაცეს სასურველი იგი მათი, - და ყოველთავე თანაწარჰჴდებიან. მოვიტაცოთ უკუე სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ ამისი მოტაცებაჲ არა საბრალებელ არს, არამედ საქებელ, ხოლო საბრალებელ ამის სოფლისა საქმეთა მოტაცებაჲ არს, არამედ მისი იგი მოტაცებაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მეორისა დაგლახაკებითა იქმნების ჩუენი განმდიდრებაჲ.

ვისწრაფოთ უკუე მოტაცებად მისა, დაღაცათუ გუაჭირვებდეს გულისწყრომაჲ, ანუ თუ გულისთქუმაჲ, აღვიძულოთ ჩუენ ბუნებაჲ ჩუენი, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ივ ამპარტავანებისათჳს და სიმდიდრისა და მოწყალებისა:

...(შდრ. ზირ. 10,12) არამცა გარდამოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკუეთუმცა არა ამით სენითა შეპყრობილ იყო. ამან შთაჴადა იგი გეჰენიად; ესე იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ-ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყუნად, რამეთუ „მაღალი იგი წინაშე კაცთა საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“. არა სამე სიძვაჲ ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ესეცა. რამეთუ სიძვაჲ დაღაცათუ ბოროტ არს, არამედ აქუს მიზეზად გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისაჲ, უგულისხმოებისაგან შობილი; რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა, დაღაცათუ ფრიად მდიდარ იყოს, არარაჲ არს უუგუნურეს მისა, დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაცთაჲ ესწაოს და ყოველი ძალი მას აქუნდეს. რამეთუ უკუეთუ რომელი სათნოებასა და მოღუაწებასა ზედა ზუაობდეს, ყოველსა მას სასყიდელსა მისსა წარსწყმედს, უკუეთუ რომელი სიზმარ-თა და აჩრდილთა ზედა ზუაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაჲ, მისთჳს რაჲ ვთქუა? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიყმილითა და სიგლახაკითა მოკუდებოდის, და უკუეთუ სადამე იხილოს სიზმარი რაჲმე კეთილი, მას ზედა მაღლოოდის.

უბადრუკო კაცო, სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს, და შენ რომელ ოქროჲ და ვეცხლი გაქუს, ამისთჳს გო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჱ სიმდიდრისმოყუარებისათჳს:

...მიერ ჩუენ ზედა, ვინაჲთგან არა არს კაცი, რომელსამცა უყუარდეს ამის სოფლისა საქმენი და იგიმცა მიიწია კეთილთა ზეცისათა, ანუმცა იღუაწა სასუფეველისათჳს; არამედ უეჭუელად, რომელი ამათდა შექცეულ იყოს, მათგან დაეცემის, რამეთუ „ვერვის ძალ-უც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“, ; არამედ ერთისა უჴმს შეყუარებად და მეორისა - მოძულებად. და რომელნიცა მძლე ექმნნეს ვეცხლისმოყუარებასა, მათცა შეიყუარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელნი იძლინეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს, რამეთუ სული, ვეცხლისმოყუარებისა მიერ ძლეული, ადვილად იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღმრთისათა, ვინაჲთგან მონაჲ არს ყოვლისა ბოროტისმოყუარისაჲ.

არამედ განიფრთხვეთ და აღდეგით და გულისხმა-ყავთ, ვისნი ვართ მონანი, და მისი ოდენ მეუფებაჲ ვადიდოთ. ვტიროდით და ვიგლოვდეთ პირველთა მათთჳს ჟამთა, რომელთა შინა ვჰმონეთ მამონას, განვაგდოთ ჩუენგან მძიმე იგი უღელი მისი და ვიტჳრთოთ ტკბილი იგი და სუბუქი უღელი ქრისტესი, რამეთუ იგი არარას გჳბრძანებს ესევითარსა, ვითარ-იგი მამონა. რამეთუ იგი გუეტყჳს, რაჲთა ყოველთა მტერ ვიყვნეთ, ხოლო უფალი უფროჲსად გუამცნებს სიყუარულსა; იგი თიჴასა შინა და მწჳრესა დაგუფლავს, რამეთუ ოქროჲ თიჴაჲ და მწჳრე არს, ხოლო ქრისტე მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ბთ თავთა ჩუენთა, ვინაჲიგი ვიჴსნენით, და უძჳრესი ესე არს, რომელ საწადელცა გჳჩნს ბოროტი ესე მონებაჲ.

განვიფრთხოთ, საყუარელნო, განვაგდოთ ჩუენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაჲ და დავემონნეთ ქრისტესა, რამეთუ არა ჴელგუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა. ; ბოროტ არს მონება მამონაჲსი, აქა ზრუნვანი და ჭირნი ცუდნი, და მუნ საუკუნესა - სასჯელი.

ხოლო მონებაჲ ქრისტჱსი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოზთა, და მუნ - სანატრელ და დიდებულ.

და ნუ იტყჳ, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლე კეთილ არს და საქებელ კაცთა მიერ, ხოლო სიგლახაკე საწყინო არს და საწუნელ კაც-თა; არამედ იხილენ, თუ ვინ მას შინა გამოჩნდა, ანუ ვინ - ამას.

უპოვარებითა ელია იქცეოდა და ამაღლდა უცხოსა მას გზასა, ამითვე ელისე განბრწყინდა, ამითვე იოვანე ნათლისმცემელი და ყოველნი მოციქულნი.

იხილენ, მოწაფენიცა საფასეთანი ვინ არიან: აქაბ, იეზაბელ, გეეზი, იუდა, კაიაფა, ნერონ; ჰხედავა, ვინ არიან იგინი და ვინ ესენი?

თქუას ვინმე, ვითარმედ: უპოვრებასა აქუს ჭირი, რამეთუ რაჲ უჴმნ, არა პოის. რაჲ არს ესე სიტყუაჲ, კაცო? პავლეცა არა სიყმილითა და სიში-შულითა გარდაიჴადნა დღენი თჳსნი? გარნა აწ განისუენებს უკუნისამდე. და უფალსა ჩუენს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ ვითარმედ ჯერ-არს ფრიადი მოღუაწებაჲ ცხორებისათჳს ძმათაჲსა:

...რასა იტყჳ, კაცო? არა ჰხედავა, რავდენნი სწავლანი გუასწავლნა ღმერთმან და გუასწავებს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა და მახარებელთა? რაჲ არს უკუე, ვისმინეთ სწავლანი იგი? ნუ იყოფინ! გარნა იგი არავე დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. არა დღითი-დღე გუეტყჳსა: „ვერ ჴელ-გუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“? - ჩუენ შორის უმეტესად აღორძნდების მძლავრებაჲ ვეცხლისმოყუარებისაჲ; არა ჴმამაღლად გჳბრძანებსა: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“? - და უფროჲსად მჴეცთა უმრისხანეს ვართ; არა მარადის გუამცნებსა, რაჲთა განვიშორნეთ ბოროტნი გულისთქუმანი? - და მრავალნი უძჳრეს ღორთასა იმწუბებიან მწჳრესა შინა ცოდვისასა.

და ამას ყოველსა ზედა სახიერი იგი არა დასცხრების სწავლად ჩუენდა და წყალობად. რაჲსათჳს უკუე არა ვიგონებთ ამას და ეგრეთვე ჩუენცა ვიპოებით ძმათა მიმართ სახიერ და სულგრძელ, ვითარცა ღმერთი ჩუენ ზედა? არა უწყითა, რამეთუ არა ხოლო თუ თავთა თჳსთა ცხორებისა მოღუაწებად თანამდებ ვართ, არამედ ძმათაცა ჩუენთა? ხოლო აწ ჩუენ მრავლისა მისგან უდებებისა და დაჴსნილებისა ჩუენისა სულთაცა თჳსთა და ძმათაცა ცხორებაჲ შეურაცხ-გჳყოფიეს, და ყოველივე ზრუნვაჲ ჩუენი და მოსწრაფებაჲ ჴორციელთა და წარმავალთა საქმეთათჳს არს, და სული...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი იიძულებდენ, მათ მოიტაცონ იგი. რამეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და შჯული ვიდრე იოვანესამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს“ (11,12).:

...ალისა ამის განსუენებისა მოყუარენი არიან, არამედ მაიძულებელნი ბუნებისანი, იგინი შეიწყნარებენ სარწმუნოებასა ჩემსა და მიიტაცებენ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ მცნებათა მათთჳს მაღალთა და სულიერთა ქადაგებისა მისისაჲთა მაიძულებელად ბუნებისა სახელსდვა ქადაგებასა მას. ამისთჳსცა იტყჳს ლუკა: „სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარებისო“, რომელი ამან თქუა, თუ: „იძულების“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (11,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილ არს: „მოგივლინო ელია თეზბიტელი, რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ“.

აწ „უკუეთუ გნებავსო შეწყნარების, იგი არს ელია“. ნეფსითსა ეძიებს შეწყნარებასა ქადაგებისასა, ამისთჳს იტყჳს: „უკუეთუ გნებავს“; ესე იგი არს, არავის ვაიძულებო, არამედ ნეფსითსა ვეძიებ მოქცევასა; არამედ ამას ხოლო გაუწყებ, ვითარმედ ამათ ორთავე ერთი მიუღებიეს მსახურებაჲ, და ორთადავე წინამორბედებაჲ მოცემულ არს: ერთი ესე წინამორბედ იქმნა აწინდელისა ამის მოსლვისა ჩემისა, და ერთი იგი მომავალ არს წინამორბედად მეორისა მის მოსლვისა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: იგი არს ელია, არამედ: „უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია...

სრულად ნახვა