მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:11

10. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.12. რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
სახარებაჲ მათესი თავი 3
11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მომავალი უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა არა შემძლებელ ვარ მე საბელისა ჴამლთა მისთა განჴსნად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (3,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი : ამით ყოვლითა გამოაჩინა, ვითარმედ სარწმუნოებაჲ ხოლო საჴმარ არს და გონებაჲ კეთილი, და მეყსა შინა ნაყოფიერ იქმნას ხე იგი სულიერი, რამეთუ ვითარცა ადვილ არს ნათლის-ღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს ნაყოფისა სულიერისა გამოღებაჲ, უკუეთუ გუენებოს. შეაძრწუნნა პირველ გონებანი მათნი შიშითა მით სასჯელისაჲთა და სახელი-თა მით ცულისა და მოკუეთისაჲთა და უცხო-ყოფითა აბრაჰამის შვილებისაგან და აღდგინებითა სხუათა შვილთაჲთა და დადებითა მით უნაყოფოჲსაჲთა ცეცხლსა ზედა; და ამით ყოვლითა მოალბნა რაჲ ფიცხელნი იგი გულნი მათნი, მაშინღა შემოიღო სიტყუაჲ ქრისტესთჳს და იწყო გამოჩინებად დიდებისა მისისა და თუ რავდენ უზეშთაეს არს მისა; და არა ყო შემსგავსებაჲ მისი თავისა თჳსისა თანა, არამედ საქმეთაგან ყო განყოფილებაჲ, რამეთუ არა თქუა მეყსეულად, ვითარმედ: „არა შემძლებელ ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, არამედ პირველად უნდოებაჲ თჳსისაჲ მის ნათლის-ცემისაჲ აჩუენა, ვითარმედ სხუაჲ არარაჲ აქუს გარნა სინანულად მოყვანებისა მათისა. რამეთუ არა თქუა, თუ: მე ნათელგცემ წყლითა ცოდვათა მოტევებისაჲთა, არამედ: „ნათელ-გცემო წყლითა სინანულად“, და მერმე უჩუენა მისისა მის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:11-12 — ქრისტეს ნათლობის ძალა:

11. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს. - წინამორბედმა უთხრა მათ: გამოიღეთ ნაყოფი და აჩვენა კიდეც რომელი ნაყოფი, რწმენა იმისა, ვინც შემდგომად მისა მოვიდოდა, მის შემდეგ კი ქრისტე მოდიოდა. რადგან იგი არა მხოლოდ მასზე ექვსი თვით გვიან იშვა, არამედ გამოჩენითაც პირველად წინამორბედი გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქრისტე, როგორც თავადვე დაამოწმა.რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. - მეო, ამბობს იგი, იმის ღირსიც კი არა ვარ, მისი უკანასკნელი მონა ვიყო და მისი ფეხსაცმელები ვატაროო. ფეხსაცმელებში ქრისტეს ორი გარდამოსვლა იგულისხმება: ზეციდან დედამიწაზე და დედამიწიდან ჯოჯოხეთში, რადგან ფეხსაცმელები ხორცის ტყავი და სიკვდილია. წინამორბედს არ შეეძლო ეს ორი გარდამოსვლა ეტვირთა, უკეთუ იმის გულისხმისყოფას, როგორ მოხდა ისინი, ვერ შეძლებდა. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ანუ უშურველად აღგავსებთ თქვენ მადლითა სულისა წმიდისა, მაშინ როცა ჩემი ნათლობა, ამბობს იოვანე, ვერც სულიწმიდის მადლს მოგანიჭებთ და ვერც ცოდვათა შენდობას. ის კი ცოდვათა მიტევებასაც და სულიწმიდის...

სრულად ნახვა
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის (2,33).:

...აჲ ჴორცთა საუფლოთაჲ. ხოლო მარჯუენე მამისა არს მხოლოდშობილი ძე, რომელმან ბუნებითა ჴორცთაჲთა მოიღო მამისაგან პირველ აღთქუმული სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი ღმრთეებისა ქრისტესისაჲ ჯერეთ ჩჩჳლთა მათ წინაშე და სძისა მოქენეთა მსმენელთა.

რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის და...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).:

...წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" () და უკუეთუ არღა მიეღო მოციქულთა სული წმიდაჲ, ვითარ ეტყოდა უფალი: "მიიღეთ სული წმიდაჲ" ()? — ცხად არს, ვითარმედ პირველი იგი წინა-განმზადებაჲ იყო შთაბერვით, რაჲთა არა დაიჴსნნენ უსრულესად მიფენასა მას სულისა წმიდისასა, რამეთუ უკუეთუ ვერ იტჳრთა ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რაჲმცა ექმნა მოციქულთა, არათუმცა წინა-განმზადებულ ყოფილ იყვნეს შთაბერვისა მის მიერ, მიღებისათჳს მდიდრად მოფენილსა მას მადლსა სულისასა, რამეთუ მრავალ-სახე და მრავალ-ნაწილ არს მიფენაჲ სულისაჲ; რომელიმე — წმიდა-მყოფელ და რომელიმე — სრულ-მყოფელ, რომელიმე — განმწმედელ და რომელიმე — სხუათა განმწმედელმყოფელ; სხუაჲ ენათა მისცემს და სხუაჲ — წინაისწარმეტყუელებათა, სხუაჲ, სასწაულთმოქმედებასა და სხუაჲ — ენათა თარგმანებასა. ყოველივე ესე მისვე და ერთისა სულისაგან, რომელმან-იგი მეერგასისესა დღესა ყოველი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...ლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

...დებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?

ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...არარაჲ ჰრქუა მათ, არცა აბრალა, არამედ სიტკბოებით მიუგო, რაჲთამცა უმეტესად გამოაცხადა მათი სიბოროტე. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე მრავალგზის ეწამა ქრისტესა და რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“, ; ; ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ჲსკნელ მოსრული იგი. და იხილე, ვითარ სიბრძნით იქმს ყოველსავე, რამეთუ არა გამოჩინებულსა ოდენ უჩუენებს, არამედ პირველ გამოჩინებისაცა, ვი-თარცა მათე იტყჳს, ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ; ; ; ხოლო ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.

ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).:

...ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უმეცარ იყვნეს, სწავლაჲ ჯერ-იყო; ვინაჲთგან ნეფსით უკე-თურებაჲ შეიმოსეს, სამართლად არარაჲ მიუგო მათ.

იხილეთ უკუე გონებათა მათთა სიბოროტე: არა თქუეს, თუ ნათლისცემაჲ იოვანესი კაცთაგან იყო. არა თუ მას პატივ-სცემდეს, არამედ ერისა მისგან ეშინოდა. ესრეთ უკეთურნი იყვნეს და ყოველივე საქმე მათი კაც-თათჳს იყო....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).:

...მცირესად, ვითარმედ: რომელი-ესე თქუენ მიერ უმცირეს საგონებელ არს, უფროჲს მისსა არს სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაჲვე.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“, შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“; და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“. არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...(იოან. 1,33-34) არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უფალი, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ, რომელმან ანგელოზებრივი ცხორებაჲ აჩუენა, არამედ არცა თუ სხუამან ფრიად უდარესმან ქმნამცა ესე, რაჲთა შემდგომად ესოდენისა წამებისამცა კუალადღა იკითხვიდა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იჭუეულ რაჲმე იყო და ამისთჳს მიავლინა, არცა უმეცარ იყო და ამისთჳს ჰკითხვიდა. არამედ რაჲ იყო მიზეზი ამის...

სრულად ნახვა