თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს მოვიდა უფალი ქუეყნად, რაჲთა განგუაშორნეს ქუეყანისაგან და მიმიწოდნეს ზეცისა სასუფეველად. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ამას წარმართნი ეძიებენ“, რომელთა არარაჲ აქუს სასოებაჲ მერმისა მის საუკუნოჲსაჲ და სასუფეველისა ცათაჲსა, არამედ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი ამის საწუთროჲსათჳს არს, ხოლო თქუენდა არა აქა არს აღთქუმაჲ, იტყჳს უფალი, არამედ ცათა შინა. რამეთუ არა ამისთჳს დაბადებულ ხართ, რაჲთა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ და იმოსებოდით, არამედ რაჲთა სათნო-ეყვნეთ ღმერთსა და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳნეთ. ამისთჳს ჴორციელნი ესე საქმენი გარეწარად თანაგაც ქონებად.
„ეძიებდით უკუე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. არა თქუა, თუ: მოგეცეს, არამედ „შეგეძინოსო“, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ აქუს ნაწილი მოცემადთა მათ კეთილთა თანა, არამედ იგინი არიან, რომელთა ჯერ-არს ძიებაჲ და თხოაჲ ღმრთისაგან, და მინდობაჲ, ვითარმედ მათ თანა ესეცა შეგუეძინოს ღმრთისა მიერ, უკუეთუ ჯერ-იყოს; უკუეთუ კულა სავნებელ სულ-თა ჩუენთა იყოს ამათი შეძინებაჲ და ამისთჳს დაიხრწიოს, ესეცა სახე არს უმეტესისა წყალობისა ჩუენისაჲ, და ვითარმედ...