1.კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.2.უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.3.იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.4.მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან.5.მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.6.ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.7.აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.8.აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.9.დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,10.იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა.11.აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი, მისი შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად.12.ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.13.ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,14.მიშმაყი, დუმა და მასსა,15.ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.16.ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.17.ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.18.სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.19.აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.20.ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.21.ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.22.ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.23.უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.24.მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.25.გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი.26.მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.27.წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.28.უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.29.მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი.30.უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).31.უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება.32.თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.33.უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.34.მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა...
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33)
გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:
...ა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“ და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“; და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა; ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.
ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა განკითხვისასა.
და კუალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს ისმინა უფალმან თხოაჲ იგი ეშმაკთაჲ და უბრძანა კოლტსა მას ღორთასა შესლვად? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ არა თუ მა-თისა სიტყჳსათჳს უბრძანა ესე უფალმან, არამედ ამასცა შინა გ...
3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11):
...და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას"** (დაბ 28:10–11). ხედავ გამოუთქმელ სიბრძნისმოყვარეობას? ხედავ, როგორ მოგზაურობდნენ ძველად? ადამიანი, სახლში გაზრდილი (კვლავ იმავეს ვიტყვი), ისეთი მომსახურებით სარგებლობდა რა, რადგან „კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა" — ნათქვამია (), — გზას რომ დაადგა, არც ასატვირთი ცხოველები მოითხოვა, არც ამალა, არც სამგზავრო მარაგი; არამედ გზას ადგება, თითქოსდა უკვე მოციქულურ მაგალითს მისდევდეს. როცა მზე ჩავიდა, იქ დაიძინა, სადაც ღამემ მოუსწრო. „მოიღო, — ნათქვამია, — ლოდი და დაიდვა სასთუნალად". ყურადღება მიაქციე ჭაბუკის მამაკაცურობას: ლოდი სასთუნალად გამოიყენა და შიშველ მიწაზე დაიძინა. სამაგიეროდ, ვინაიდან სიბრძნისმოყვარე სული ჰქონდა, მტკიცე გონება და ყოველგვარი ამქვეყნიური ამაოებისგან თავისუფალი იყო, საოცარი ხილვის ღირსი შეიქნა. ასეთია ჩვენი უფალი: როცა ხედავს კეთილგონიერ სულს, ამჟამინდელზე ცოტათი მზრუნველს, მის მიმართ დიდ განგებულებას გამოიჩენს.
4. იაკობის ხილვა კიბისა და ღვთის აღთქმანი (28:12–19)
მაშ, შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭვრეტს, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — თავად ღვთის გამოცხადების ღირსი ხდება. **„და ჩუენებასა იხილვიდა, — ნათქვა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:
...ოჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“, არამედ ღმერთმან უმანკოებისა მისთჳს იაკობისა ყოველივე მას განუმარჯუა და ყოველსა ზედა მძლე ექმნა ძმასა თჳსსა, მჴნესა მას და მეცნიერსა. ეგრეთვე იოსებ მშჳდი იყო და წრფელი და უაღრეს იქმნა ძლი-
ერთა მათ და მჴნეთა და მრავალღონეთა ძმათა თჳსთა. იყო დავითცა კაცი მშჳდი და წრფელი გულითა, და ძმანი მისნი უშუენიერესნი და უკეთესნი, არამედ არა სთნდეს უფალსა, ხოლო დავით სთნდა და მეფობაჲ წინაწარმეტყუელებითურთ მიანიჭა.
აჰა ესერა ჰხედავთ, ვითარმედ ზემოჴსენებულთა ამათ მშჳდთა, იაკობ და იოსებ და დავით, დაიმკჳდრეს ქუეყანაჲცა და ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსაცა; და ძუელსაცა შინა წერილსა იპოების ესევითარი ქებაჲ სიმშჳდისაჲ. ამისთჳსცა უფალმან მისვე წესისაებრ თქუა: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“. არა თუ სასყიდელად მშჳდთა ქუეყანაჲ ესე ხოლო ხილული დადვა, არამედ ამის თანა მერმესა მასცა დაუსრულებელსა ცხორებასა მიანიჭებს, რამეთუ ნიჭნი მი...