1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2)
კვლავ მსურს თქვენთვის სწავლება შემოგთავაზოთ იქიდან, რაც გასულ ჯერზე ჩვენი ნათქვამის შემდეგ მოდის. ხოლო მეტი სიცხადისთვის, საყვარელნო, უნდა შეგახსენოთ, სად დავასრულეთ გასულ ჯერზე სიტყვა და საიდან უნდა დავიწყოთ დღეს. თქვენ თვითონ, მრავალი საზრუნავით გართულნი, შეიძლება ეს დაგავიწყდათ. ჩემი მოვალეობა კი ის არის, რომ ეს შეგახსენოთ, რათა ამ შეხსენებით უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის სიტყვა, რომელსაც დღეს მოისმენთ. თქვენ იცით, რომ გასულ ჯერზე, რებეკას...