1.ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.2.თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.3.იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.4.ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.5.და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.6.რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.7.თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?8.ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.9.ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?10.რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.11.ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.12.მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.13.მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.14.თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.15.ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.16.რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.17.რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.18.რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,19.არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.20.რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.21.იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.22.არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,23.მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,24.ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.25.ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?26.ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.27.ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.28.ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.29.რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
თარგმანი: კურთხევისათჳს იტყჳს ისაკისა, რამეთუ ცრემლით ეძიებდა და ვერ პოვა. და არა თუ იტყჳს თუ: სინანული არა მოეცა; ნუ იყოფინ, რამეთუ საქმე იგი არა სინანულისაჲ იყო, ვითარცა-იგი მწუხარებაჲ კაენისი არა სინანულისათჳს იყო. ამისთჳსცა მოკლა ძმაჲ თჳსი. ეგრეთვე ესავის სიტყუანი არა სინანულისაგან იყვნეს, რამეთუ ყოვლითა გულითა ეძიებდა მოკლვასა იაკობისსა.
ყოველივე სწავლაი მეყვსეულად არა არნ სიხარულ,არამედ მწუხარება; ხოლო უკანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაიმის მიერ წურთილთა მათ მოაგის სიმართლე (ებრ. 12,11)
წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რომ, თუ კაცი ჩავარდა რომელსამე სწავლაში, ანუ სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება; ნაყოფსა მშვიდობისასა გამოიღებს და სიმართლეს მოიგებს. უბრალო და კეთილი ყოფა-ქცევის კაციც რომ იყოს სასჯელში...
ამრიგად, როცა ამ სიკეთეთა სიდიადეს გავიაზრებთ და, უწინარეს ყოვლისა, იმას, თუ რაოდენ დიდი სიკეთეა ღმერთისთვის სათნო ყოფნა, რაც საჭურველიც არის, დიდებაც, უსაფრთხოებაც და ურიცხვი სხვა სიკეთეც, „მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა“ (), ნურასოდეს დავეცემით, ნურც საჭურველთაგან შიშვლები გამოვჩნდებით.რადგან ამგვარი ომი უიარაღო მეომრის ხილვას ვერ იტანს; აღჭურვილობა მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა სანახაობა დაიშლება; სანახაობა კი მაშინ იშლება, როცა სული სხეულისგან განიტევება.ამიტომ, სანამ აქ ვართ, მუშტით ბრძოლა გვმართებს სახლშიც ჯდომისას, მოედანზეც გასვლისას, სადილობისას, ავადმყოფობისას და ჯანმრთელობისას.რადგან სწორედ ავადმყოფობის ჟამს არის ყველაზე მეტად ამ ბრძოლის დრო, როცა ტკივილები ყოველი მხრიდან სულს აშფოთებს, როცა ტანჯვები ალყას არტყამს, როცა ეშმაკი ზედ ადგას და აქეზებს, რომ რაიმე მწარე სიტყვა წამოგვცდეს.სწორედ მაშინ გვმართებს ყველაზე მეტად თავის დაცვა, აბჯრით, ფარით, მუზარადითა და სხვა საჭურვლებით შემოზღუდვა...
...ბით; ამასვე აკეთებს მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც, როცა ამბობს: „და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“ (); და კვლავ: „გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ“ (). ამასვე აკეთებს ახლაც მოწაფის მიმართ, თითქოს ამბობდეს: „ნუ შეუშინდები სიკვდილს; რადგან მონა ხარ ღმერთისა, რომელსაც ყოველივეს გაცოცხლება შეუძლია“.
ხოლო რომელ კეთილ აღსარებას გულისხმობს?იმას, როცა პილატე ეკითხებოდა: „უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ?“ ().უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ ().და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (...
...რათა ქებათა სიჭარბით არ მოდუნდნენ, თითქოს დიდი საქმეები აღესრულებინოთ, და დაუდევარნი არ გახდნენ, აჩვენებს, რომ სანამ ამ ცხოვრებაში არიან, მათ ჯერ კიდევ ნაკლი აქვთ; ამასვე ეუბნებოდა ებრაელებსაც, როცა წერდა: „რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად“ ().
ამბობს: „ყოვლითა სათნოებითა“ (); ესე იგი, ღვთისთვის სათნოყოფას, დარწმუნებასა და სრულ რწმუნებულობას გულისხმობს; თითქოს ამბობდეს: რათა ღმერთის წინაშე სრული რწმუნებულობა შეიქმნას — რომ არაფერი გაკლდეთ და ისეთნი იყოთ, როგორც მას სურს.და ამბობს: „საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა“ ().ეს რა არის?ეს არის, ამბობს, დევნათა მოთმინება, რათა არ მოვუძლურდეთ.„რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.“ (...