1.შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:2.ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე.3.უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.4.ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო.5.უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა.6.და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო.7.ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა.8.დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.9.ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური.10.უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ.11.წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე.12.უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.13.მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც.14.ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.
15.ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.16.მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.17.მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.18.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.19.ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.20.შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?21.ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?22.უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.23.და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?24.ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.25.ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი საქმენი არიან, რომელთა ეძიებს ჩუენგან ღმერთი, არამედ უფროჲს ყოვლისა ეძიებს სიყუარულსა მოყუსისასა. და ამისთჳსცა უფალი ეტყჳს პეტრეს, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარ, „აძოვენ კრავნი ჩემნი“ (21,15). ხოლო რაჲსათჳს სხუანი დაუტევნა და ამას ჰკითხა? არამედ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა...
...ა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ“** (I ინ. 1, 2).
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ეს საოცარი ზეიმი ემპირული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო რომ, როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (), ვერც ტიბერის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა. აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: „ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილ ღმერთის ცხოვრებასთან“.
დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ ().
ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: **„ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:
...ედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ: „გიყუარა ამათსა უფროჲსად?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ მისი სიყუარული განმჴმარ იყო, არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა, რამეთუ სიყუარულსა პეტრესსა შეიწირავს, ხოლო წინააღდგომაჲ არა ჰნებავს, რამეთუ უკუეთუ გიყუარს, თანაგაც შეყუარებულისა მის სიტყუათა სმენად; რამეთუ გრქუა შენ და შენთანათა, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც“, და შენ რადღა აცილობ? არა უწყია, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ ამისა უმეტესი სიყუარული არავის აქუს, მეყსეულად, ვითარცა სისრულისა მეძიებელმან, ჴელ-ყო მიწდომად საზომსა მას, ხოლო ქრისტე უჩუენებს, ვი-თარმედ მის მხოლოჲსაჲ არს ესრეთ ჴელმწიფებით აღთქუმაჲ საქმისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრე უარ-მყო მე სამგზის“ (13,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ აწვე, რამეთუ არა ფრიადი ჟამი იყო ვიდრე ქათმისა ყივილ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:
...ა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს...