1.მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:2.რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.3.ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?4.ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.5.ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -6.პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.7.თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა:8.ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.9.ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.10.მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:11.პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.12.მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?13.ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.14.მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.15.მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.16.ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?17.ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.18.ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.19.ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;20.ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
21.წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.22.და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.23.ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.24.ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.25.ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!26.ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.27.ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს.28.მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
29.წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა.30.და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი;31.ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32.ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.33.უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?34.ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.35.მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს.36.აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.37.ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.38.ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.39.და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).
რაჲსათჳს-მე წარვიდა კერძოთა ტჳროსისა და სიდონისათა? ვინაჲთგან ჰურიებრივი იგი ჭამადთა კრძალვაჲ განაქარვა, ჯერ-იჩინა აწ განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესლვაჲ ყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა; ვითარცა-იგი პეტრე, მოიღო რაჲ ბრძანებაჲ არარიდობისა ჭამადთაჲსა, მეყსეულად წარივლინა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).
და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს:...
15:1-9 — ფარისევლების მხილება გადმოცემისა და თვალთმაქცობის გამო
1-2. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. - თუმცა ფარისევლები და მწიგნობარნი ყველა მხარეში იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი პატივით იერუსალიმელები სარგებლობდნენ. ამიტომაც, ვითარცა დიდების უფრო მეტად მოყვარეებს, განსაკუთრებით შურდათ მისი. ძველი გადმოცემის მიხედვით, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ,...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი,...
არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა (მათ. 15, 26).
ძაღლსა დაამსგავსა, ძმანო ქრისტიანენო, უფალმან ქალი ქანანელი, ანუ პირდაპირ ძაღლად უწოდა მას, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი. რა საშინელი დამჩაგვრელი და შესარცხვენელი წოდება არის ესრეთი სიტყვა ყოვლისა კაცისათვის, მეტადრე დიდსა საზოგადოებასა შინა! გარნა ქალი იგი არა თუ არ შესწუხდა, არამედ მოითმინა, სიმდაბლით უპასუხა: ჰე, უფალო! მართალია ესაო! სწორედ ასე არისო! ამისათვის უფალმა ადიდა მისი სარწმუნოება, აქო იგი და მიანიჭა თხოვნა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:
...იტყოდის: და რად სთხოვა უფალმან მას წყალი, ვინაჲთგან შჯული არა უბრძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“. ; ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ ა...
...და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს რა მასთან ასეთი ღაღადებით მოსულს. ყოვნებს, სურს რა ყველას წინაშე გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" ()...
...რამედ ყოველთვის მიმღებთა გადიდებაც, შეხედე, როგორ მოიქცა ქანანელ ქალთანაც, თითქოს აყოვნებდა და თავს არიდებდა მისი თხოვნის შესმენას, მაგრამ ეს სწორედ იმისთვის, რომ იგი მთელს ქვეყნიერებაში ცნობილი გაეხადა. როცა ის მოვიდა, ევედრებოდა და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (), კაცთმოყვარე და გულმოწყალე, ყოველთვის ჩვენს თხოვნებს წინმსწრები უფალი პასუხსაც კი არ აღირსებდა. და მისი მოწაფეები, არ იცოდნენ რა, თუ რა მოხდებოდა და როგორ ზრუნავდა თავად უფალი ამ ქალზე, და მხოლოდ იმიტომ არ პასუხობდა, რომ არ სურდა მისი ღირსება უცნობად დარჩენილიყო, მოწაფეებმა, ვამბობ, თითქოს მეტი თანალმობა ჰქონდათ, „მოუჴდეს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ", თითქოს ამით გამოხატავდნენ, რომ მისი შეუპოვრობა მათთვის უკვე აუტანელი იყო. „განუტევე ესე", ამბობენ, არა იმიტომ, რომ ასე უბედურია ან მისი თხოვნა სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ „ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ". რა თქვა უფალმა? სურდა რა თანდათანობით ქალის ღირსების გამოვლენა და მოწაფეთათვის სწავლება, რა ნაკლებად ესმოდათ მისი კაცთმოყვარეობა, ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ქალის გულსაც შეარხევდა, სულის სიმტკიცე რომ არ ჰქონოდა, მხურვალე სურვილი და ძლი...