პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი
პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1). ჩინებულად სახელის-დებითა თავისა თჳსისაჲთა დასაბამსავე სიტყჳსასა დაამჴობს ყოველსა ზუაობასა კორინთელთასა, ვითარმედ: უკუეთუ თჳთ მე, პავლე, არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს იესუჲს მიერ ჩინებითა და წოდებითა ჴელთდასხმულ ვარ მადლსა ამას მოციქულებისასა, ვითარ თქუენ თავით თჳსით ჴელთდასხმულ იქმნებით მოძღურად, ანუ რომელთა-ეგე მოძღუარ და წინამძღუარ ქრისტე არს, რაჲსა შეიწყნარებთ მოძღურებასა...











